ბრიუსელში ქალის სიტყვიერი შეურაცხყოფა ჯარიმით ისჯება

ბრიუსელში ქალის სიტყვიერი შეურაცხყოფა ჯარიმით ისჯება

ბელგიის დედაქალაქში ქუჩაში ქალის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მაღალი ჯარიმები დააწესეს. ნებისმიერი, ვინც ქალს უცენზურო გამონათქვამით "შეამკობს", 75-დან 250 ევროს გადაიხდის.

"ეს ღონისძიება დაუსჯელობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად",- აღნიშნა ბრიუსელის მერმა ფრედი ტილემანსმა.

გადაწყვეტილება 25 წლის სტუდენტის, სოფი პიტერსის ფარული კამერით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნახვის შემდეგ მიიღეს. ფილმს "ქალი ქუჩაში" (Femme de la Rue) ჰქვია.

ვიდერგოლში ნაჩვენებია გოგონა, რომელიც ბელგიის დედაქალაქში დღისით სეირნობს, მასთან მამაკაცები გამუდმებით მიდიან და ყავის დალევას და დროის ერთად გატარებას სთავაზობენ, ან ტელეფონის ნომერს სთხოვენ. ხოლო როდესაც პიტერსი უარს ეუბნება, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

სურათმა "ქალი ქუჩაში" ბრიუსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს