"საბავშვო ევროვიზია" ჰოლანდიაში პირველ დეკემბერს გაიმართება

"საბავშვო ევროვიზია" ჰოლანდიაში პირველ დეკემბერს გაიმართება

2012 წლის "საბავშვო ევროვიზია" ჰოლანდიაში პირველ დეკემბერს გაიმართება. კონკურსში 12 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბელგია, საქართველო, ისრაელი, მოლდოვა, ჰოლანდია, რუსეთი, შვედეთი და უკრაინა.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალზე წარადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფის მიერ შერჩეულ ოთხ ბავშვს: ქეთი სამხარაძე, ნინი დაშნიანი, ელენე არაჩაშვილი და ლუკა ყარმაზანაშვილი, რომლებსაც ერთ ჯგუფში გააერთიანებენ.

ჯგუფის წევრები კომპოზიტორის დახმარებით ევროპული კონკურსისთვის რამდენიმე სიმღერას მოამზადებენ.

ევროფესტივალზე საქართველოს საკონკურსო სიმღერა ფინალური კონცერტის შედეგად გამოვლინდება. ეროვნული კონკურსის ფინალი სექტემბერში გაიმართება.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული მეორედ გახდა. 2011 წელს საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა "კენდიმ", ხოლო 2008 წელს ჯგუფმა "ბზიკებმა" გამარჯვება მოიპოვეს.

"საბავშვო ევროვიზია" ჰოლანდიაში 2012 წლის პირველ დეკემბერს "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" ჩატარდება.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება