მონაკოს პრინცი ალბერ II და მის მეუღლე შარლენ უიტსტოკი მონტე-კარლოში 64-ე საქველმოქმედო წვეულება Red Cross Ball-ს დაესწრნენ. ღონისძიება ყოველწლიურად მონაკოს პრინცის პატრონაჟით იმართება. პრინცი ალბერი ღირსეულად აგრძელებს საქველმოქმედო ტრადიციას, რომელსაც 1948 წელს ლუი II ჩაუყარა საფუძველი.
წვეულებაზე სამეფოს ელიტამ მოიყარა თავი. გრანდიოზული ფოიერვერკი, შამპანურის მდინარეები, ათასობით თეთრი ორქიდეა, თვალისმომჭრელი ბრილიანტები და ულამაზეს კაბებში გამოწყობილი ქალბატონები ტრადიციულად ამ წვეულების შემადგენელი ნაწილია.
მიწვეულ სტუმრებს გერმანული როკ-ჯგუფი The Scorpions ართობდა, რომელმაც ცნობილი ჰიტები შეასრულა. სტუმრების ყურადღების ცენტრში მოექცა პრინცი ალბერი და მისი მეუღლე, რომლებმაც ტრადიციული ცეკვა შეასრულეს.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.