გარეჯელი ბერები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ბერთუბნის მონასტერში არ შეუშვეს

 გარეჯელი ბერები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ბერთუბნის მონასტერში არ შეუშვეს

გარეჯელი ბერები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ბერთუბნის მონასტერში არ შეუშვეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარეჯის ლავრის მღვდელმონაზონმა კირიონმა განუცხადა.

მისი თქმით, ინციდენტი გუშინ მოხდა. ბერთუბნის მონასტერში მისვლას, რომელიც აზერბიაჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, რამდენიმე ბერი სწორედ ამ ქვეყნის ტერიტორიიდან ცდილობდა. ამ მიზნით ავტომანქანით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე "წითელი ხიდიდან" შევიდნენ. ბერებმა გაიარეს გამშვები პუნქტებიმ სადაც აზერბაიჯანში შესვლის უფლება მიეცათ, თუმცა შემდეგ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ბერებს პასპორტები ჩამოართვეს და აღარ აძლევდნენ.

"აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გვითხრეს, რომ ჩვენდაუნებურად სასაზღვრო ზოლის შესახებ კანონი დავარღვიეთ. ჩვენ გავიარეთ სასაზღვრო ზონაში შესასვლელი პუნქტი, სადაც შესვლის უფლება მათ მოგვცეს. შემდეგ გვითხრეს, რომ ჩვენი გატარების უფლება აზერბაიჯანელ მესაზღვრეს არ ჰქონდა და ამის შესახებ მან არ იცოდა. მე რა შუაში ვარ, თუ მესაზღვრემ არ იცოდა", - აღნიშნა მღვდელმონაზონმა.

სასულიერო პირის ცნობით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან ვითარებას ექვსი საათის განმავლობაში არკვევდნენ. ამასობაში დაღამდა და მონასტერთან მისვლაზე თავად ბერებმა თქვეს უარი. ისინი ითხოვდნენ, საქართველოში დაბრუნების უფლება მიეცათ.

მღვდელმონაზონის განცხადებით, ბერები ითხოვდნენ, რომ საზღვრის დასატოვებლად მესაზღვრეებს პასპორტში ბეჭედი ჩაერტყათ, რადგან არაფერი დაუშავებიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი დაკავება მოუწევდათ, რადგან ბერები მაინც შეეცდებოდნენ საზღვრის გადაკვეთას.

"ბოლოს იძულებული გახდნენ, აზერბაიჯანიდან გასვლის უფლება მოეცათ და პასპორტებში გამსვლელი ბეჭედი ჩაერტყათ", - აღნიშნა მღვდელმონაზონმა კირიონმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"