ანდრეს ინიესტა დაქორწინდა

ანდრეს ინიესტა დაქორწინდა

ესპანეთის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" 28 წლის ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული ანა ორტისია.

საქორწილო ცერემონია ესპანეთის პროვინცია ტარაგონასთან ახლოს მდებარე ულამაზეს კოშკში Tamarit-ში გაიმართა. საპატიო სტუმრებს შორის ცნობილი ფეხბურთელები - ლიონელ მესი და სამუელ ეტო იყვნენ.

ინიესტამ მილიონობით გულშემატკივარს დაქორწინების ამბავი "ტვიტერის" საშუალებით აცნობა. "საოცარი დღეა! დავქორწინდი", - დაწერა ფეხბურთელმა "ტვიტერში".

ანდრესმა და ანამ ერთმანეთი 2008 წელს გაიცნეს. წყვილს 2011 წელს ქალიშვილი ვალერია შეეძინათ. ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ ანდრესი და ანა 8 ივლისს დაქორწინდნენ.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს