აშშ-ის მთავრობა არალეგალ ემიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში ადრეულ ასაკში ჩავიდნენ, აღარ გააძევებს და მათ მუშაობის ნებართვას მისცემს.
აშშ-ში ლეგალურად ცხოვრებას 16-დან 30 წლამდე ასაკის ის ადამიანები შეძლებენ, რომლებიც აშშ-ში 5 წელი უწყვეტად ცხოვრობდნენ და ნასამართლევები არ არიან. გარდა ამისა, ახალგაზრდებს ვალდებულება ეკისრებათ, ისწავლონ.
აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტლების კომენტირებისას პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მიგრაციული კანონმდებლობის ცვლილება არც ამნისტიაა და არც ამერიკის მოქალაქეობის მოპოვების ხერხი, ის მხოლოდ დროებითი და აუცილებელი ღონისძიებაა.
გადაწყვეტილება, რომელიც კონგრესის გვერდის ავლით მიიღეს, 800 000 ლათინოამერიკელის მდგომარეობას გააუმჯობესებს. აშშ-ის ესპანურენოვანი ამერიკელების უმრავლესობა არჩევნებში დემოკრატებს უჭერს მხარს, მაგრამ ბოლო დროს ისინი ობამას ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებდნენ არალეგალების ქვეყნიდან გაძევების პოლიტიკის გამო.
იხილეთ ვიდეო: ახალგაზრდა არალეგალებს აშშ-ში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემენ
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.