"სილქნეტმა" რეგიონებს Silknet WiFi შესთავაზა. როგორც კომპნიაში განმარტეს, ახალი სერვისი განკუთვნილია რეგიონებში იმ სოფლებისთვის, სადაც DSL-ი და ოპტიკური ინტერნეტ-ქსელი არ არის.
კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, მომხმარებელი 3 სააბონენტო პაკეტიდან სასურველს ირჩევს და 5 MB-მდე ულიმიტო ინტერნეტ სერვისს იღებს.
მათივე თქმით, მოსახლეობას უსადენო მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობის საშუალება სპეციალური ანძებით მიეცემა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟდება. ამ ეტაპზე სერვისი ხელმისაწვდომია შემდეგ სოფლებში: ტაბახმელა, კისისხევი, წინანდალი, შილდა, გამარჯვება, ალვანი, შინდისი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9