მთაში დასვენების მოყვარულთათვის ტურისტული ტურები ოფიციალურად მაისის ბოლოდან გაიხსნება. "საქართველოს ტურისტული კომპანიის" დამფუძნებლის, გიგა ტურაშვილის განცხადებით, ისინი დამსვენებელს ყაზბეგის მიმართულებით ტურებს უკვე უგეგმავენ და ერთდღიანი ტურისტული პაკეტის ღირებულება 35 ლარს შეადგენს.
ტურაშვილის ინფორმაციით, ყაზბეგის ტურში მომხმარებელს ანანურის, გერგეტის სამებისა და სხვა ტურისტული ადგილების ნახვა შეუძლია. დარიალის ხეობის ნახვის შემთხვევაში კი მარშრუტი 2-დღიანი ხდება და ტურის ღირებულებაც 45 ლარამდე იზრდება.