HoverMast - უნიკალური ამერიკული უპილოტო

HoverMast - უნიკალური ამერიკული უპილოტო

კერძო ებრაულმა კომპანია Sky Sapience Introduces-მა ფართო საზოგადოებას საკმაოდ უნიკალური კონსტრუქციის უპილოტო საფრენი აპარატი წარუდგინა. ჩანაფიქრის თანახმად, წარმოდგენილი უპილოტო სამხედრო ავტომობილებისგან შემდგარ ბადრაგებს მოწინააღმდეგის დროულ აღმოჩენაში დაეხმარება.

ამჟამად ავღანეთში ამერიკელი (და არა მხოლოდ) სამხედროები დაჯავშნულ ავტომობილებსა და MRAP-ზე დამონტაჟებულ სპეციალურ, მსუბუქ, გასაშლელ ანძებს იყენებენ. მათ ბოლოებზე ვიდეოკამერებია დამონტაჟებული. აღნიშნული მოწყობილობა რთული რელიეფის პირობებში ძალიან გამოსადეგია. გაშლილ ანძაზე დაყენებული ვიდეოკამერით, მანქანაში მყოფ ოპერატორს თავისუფლად შეუძლია მის გარშემო არსებული სივრცის დათვალიერება. თანაც, ყოველივე ეს მოწინააღმდეგისთვის პრაქტიკულად შეუმჩნევლად ხდება, რადგან თავად მანქანა რელიეფს ან სულაც შენობა-ნაგებობებს შეიძლება იყოს ამოფარებული.

ეს გამოგონება ვერტიკალური აფრენა-დაფრენის უნარის მქონე უპილოტო საფრენი აპარატების იაფი ალტერნატივაა. ერთ-ერთ მათგანს T-HAWK წარმოადგენს. კომპაქტურობისა და ეფექტურობის მიუხედავად, მას მოქმედების შეზღუდული ხანგრძლივობა აქვს.

თავისი მინუსები გასაშლელ ანძებსაც გააჩნია. მათ მუშაობაზე ქარი დამღუპველად მოქმედებს, სრულ გაშლას კი გარკვეული დრო სჭირდება. გარდა ამისა, მანქანის გადაადგილება გაშლილი ანძით გართულებულია.

ვერტიკალური აფრენა-დაფრენის მსუბუქ უპილოტო აპარატში HoverMast, სადამკვირვებლო ანძისა და ავტონომიური მოქმედების უპილოტოს შესაძლებლობებია გაერთიანებული. ახალი უპილოტო სტაბილიზირებული პლატფორმითაა აღჭურვილი, რომელშიც ვიდეოკამერა და რამდენიმე ოპტიკური სენსორი ერთადაა განთავსებული. მცირე მასისა და გაბარიტების (მაქსიმალური დიამეტრი 72 სმ) წყალობით, HoverMast-ის განთავსება ავტომობილების სახურავზე ან სულაც კვადროციკლებზე შეიძლება. კიდევ ერთი პლუსი იმაში მდგომარეობს, რომ აპარატი დაკვირვებას აფრენისთანავე, რამდენიმე წამში იწყებს.

HoverMast-ის მთავარ თავისებურებას მკვებავი კაბელის არსებობა წარმოადგენს, რომელიც მას ავტომობილის გენერატორთან აკავშირებს. ამგვარად, უპილოტოს მუშაობის ხანგრძლივობა მხოლოდ მატარებელი სატრასნპორტო საშუალების ავზებში არსებული საწვავის მარაგზეა დამოკიდებული.

კაბელის გაშლას უპილოტო დამოუკიდებლად ახდენს და 50 მ-ის სიმაღლეზე ასასვლელად მხოლოდ 15 წმ სჭირდება. კაბელი სენსორებისა და კამერების მუშაობას და ასევე მიღებული ინფორმაციის მიწაზე გადაცემას უზრუნველყოფს. ამავე კაბელის მეშვეობით ხდება უპილოტოს ვენტილატორული ტიპის ძრავებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. კარგად გათვლილი კონსტრუქციის წყალობით, HoverMast-ს საკუთარი წონის ყოველ ათ კილოგრამზე, 9 კილოგრამის ოდენობის სასარგებლო დატვირთვის წაღება შეუძლია.

კომპლექტაციიდან გამომდინარე, უპილოტოს აღჭურვა ელექტრონულ-ოპტიკური სენსორებით, ლაზერული მანძილმზომებით, რადარებით, ქიმიური და რადიოლოკაციური დაზვერვის საშუალებებით და კიდევ ბევრი სხვა სასარგებლო მოწყობილობებით შეიძლება.

MRAP-ებზე დამონტაჟებულ 5-7 მეტრის სიგრძის გასაშლელ ანძებთან შედარებით, უპილოტო HoverMast-ის უპურატესობები აშკარაა. პირველ რიგში, მას არ ეშინია ქარის. ის უფრო სწრაფად იღებს სიმაღლეს, რომელიც გაცილებით უფრო დიდია.

HoverMast-ი ებრაული კომპანიის მიერ სპეციალურად მცირეგაბარიტული რობოტიზირებული ავტომობილებისთვის შეიქმნა. თუმცა, მისი გამოყენება პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპისა და სახეობის პლატფორმიდან შეიძლება. მოკრძალებული წონა და გაბარიტები მას კომპაქტურ სადაზვერვო საშუალებად აქცევენ, რომლის გამოყენებაც ქვეითებსაც შეუძლიათ. დაშლილი სახით უპილოტო, თავისი მცირე კვების წყაროთი 3 ზურგჩანთაში ეტევა.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე