მსოფლიოს 12 ყველაზე სულელური აკრძალვა

მსოფლიოს 12 ყველაზე სულელური აკრძალვა

თუ რომელიმე ქვეყანაში ჩახვედით და ადგილობრივ კანონმდებლობას  არ იცნობთ, შესაძლოა, გაუგებრობაში აღმოჩნდეთ. 

ინგლისში, მაგალითად შეიძლება დაგაპატიმრონ, თუ უცნობ ქალს გართობას შესთავაზებთ. იტალიაში ულამაზო ქალებს პლაჟზე გამოჩენა ეკრძალებათ.

აშშ-ის უამრავ შტატში პრეზერვატივებს დევნიან. კონექტიკუტის შტატში პრეზერვატივების გამოყენება აკრძალულია, ვისკონსინის შტატში კი იკრძალება მათი ღიად გაყიდვა, კალიფორნიაში კრძალავენ მის რეკლამას ... ყველაზე უცნაური კანონი კი ლუიზიანას შტატში გვხვდება: აქ პრეზერვატივების შეძენა მხოლოდ ქალბატონებს ეკრძალებათ. ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში, სერიოზული ჯარიმის გადახდა მოგიწევთ.

უნგრეთში სექსი მხოლოდ სიბნელეშია დასაშვები. ვინ აკონტროლებს ამ კანონდარღვევას, გაურკვეველია.

ირლანდიაში აკრძალულია პრეზერვატივების იმპორტი. ამ მკაცრ კათოლიკურ ქვეყანაში მათი გამოყენება დაუშვებელია. ირლანდიის ხელისუფლების აზრით, სექსი მხოლოდ გვარის გაგრძელებისთვის არსებობს.

იტალიაში პლაჟზე გაშიშვლება ქალბატონებს უპრობლემოდ შეუძლიათ, მამაკცებს კი ეკრძალებათ.

იტალიაში მდებარე ქალაქ ტროპეაში კი არსებობს კანონი, რომელიც მსუქან ქალებს პლაჟზე გაშიშვლებას უკრძალავს.

შვედეთში ე.წ. მომენტალური ფოტოს გადაღების კაბინაში შიშველი სურათების გადაღება იკრძალება, მაშინ როდესაც უფლებას გიტოვებენ შიშველი სხეულების ნაწილები ცალ-ცალკე გადაიღოთ.

ჩინეთში თუ გამვლელ ქალბატონს შიშველ ფეხებზე შეხედავთ, ჩათვლიან, რომ მას საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეთ და რამდენიმე დღით თავს ციხეში ამოყოფთ.

ისრაელში სასტუმროს ნომერში პორნო-არხის ცქერამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. დაახლოებით ერთი წლის წინ აქ მიიღეს კანონი, რომელშიც ნათქვამია, რომ იკრძალება პორნოფილმების საკაბელო და თანამგზავრული ტელეარხებით ყურება. კანონის დამრღვევს სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.

თუ ჰავაის კუნძულებზე მოხვდით და თქვენი ოცნების ქალბატონთან სექსუალური კავშირის დამყარების სურვილი გკლავთ, თავი შეიკავეთ. თუ გოგონა 18 წლის არ არის, მასთან სექსუალური კავშირის დამყარების შემთხვევაში, გოგონას დედ-მამას 3-წლიანი გამოსასწორებელი სამუშაოს შესრულება მოუწევთ იმის გამო, რომ ქალიშვილი ცუდად აღზარდეს.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში კატეგორიულად აკრძალულია სექსის დროს ჭადრაკის თამაში.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს