სასტუმრო Wolwedans Dunes Lodge აფრიკის კონტინენტზე, ნამიბიის რესპუბლიკაში მდებარეობს. დასასვენებელი და საცხოვრებელი კომპლექსი ნამიბიის კერძო, 185 00 კმ-იან ნაკრძალშია, ხოლო თავად ნაკრძალი ნამიბიის უდაბნოს ნაწილია.
სასტუმრო დამსვენებლებს ეგოზოტიკურობით იზიდავს. Wolwedans Dunes Lodg-ს გარშემო ველური ბუნებაა, თავად შენობაში, რომელიც ძირითადად ხისგანაა ნაგები, სტუმრებს სრული კომფორტი ელოდებათ.
მასში სულ ცხრა ნომერია და ყველა მათგანს საკუთარი აბაზანა და ვერანდა აქვს. აქვე არის სამი რესტორანი, ბიბლიოთეკა, მოსასვენებელი ოთახები და აუზი.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით რთულია დაჯერება, სასტუმრო მაინც უზრუნველყოფს დამსვენებლების უსაფრთხოებას.
ერთი ღამის გატარება Wolwedans Dunes Lodge-ში 1700-5000 დოლარი ჯდება.
მომზადებულია e-gnu.com-ის მიხედვით.