რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საარჩევნო კანონს მოაწერა ხელი, რომლის თანახმად სახელმწიფო სათათბიროში მოსახვედრად ბარიერი 7%-დან 5%-მდე შემცირდა. შესაბამისი კანონპროექტი განსახილველად დუმაში 24 ივნისს შევიდა და 7 ოქტომბერს მიიღეს.
ბარიერის დაწევის შესახებ კანონი 2013 წლის 1 იანვარს შევა ძალაში. ამგვარად, ცვლილება 2016 წლის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებს შეეხება.
5%-იანი ბარიერი თანამედროვე რუსეთის პოლიტიკურ ისტორიაში უკვე არსებობდა, თუმცა ის 2005 წელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დროს 7%-მდე გაიზარდა.
მომზადებულია rg.ru-ს მიხედვით.