ამერიკელი სენატორები მოითხოვენ, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება საქართველოს ინტერესების ხარჯზე არ მოხდეს

ამერიკელი სენატორები მოითხოვენ, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება საქართველოს ინტერესების ხარჯზე არ მოხდეს

ამერიკელმა სენატორებმა როი ბლანტმა და ჯეიმს იხოუფმა ობამას ადმინისტრაციისგან მოითხოვა, რომ საქართველოს უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესები მსხვერპლად არ შეეწიროს ვაშინგტონის სურვილს, დაეხმაროს მოსკოვს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში. ამის შესახებ "ბიბისი"-ს რუსული ბიურო იუწყება.

"მცირეოდენ გაკვირვებასაც კი არ უნდა იწვევდეს ის, რომ საქართველო თავისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საბაჟო პუნქტების მეშვეობით ითხოვს", - ნათქვამია წერილში.

სენატორების განცხადებით, ამის გარეშე, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე თანხმობა საერთაშორისო დონეზე ახალი საზღვრების აღიარებას უთანაბრდება, რომელიც რუსეთის მიერ სამხედრო ძალითაა მითვისებული. "წარმოუდგენელია, ამგვარი განვითარება რამდენად ემთხვევა აშშ-ის ნაციონალურ ინტერსებს", - აცხადებენ სენატორები.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი "გადაიტანს" იმას, თუკი რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას ფიასკო ელის. "ბიბისი"-ს ცნობით, თბილისი მოსკოვისგან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საბაჟო პუნქტების განთავსებას და მასზე საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობას ითხოვს. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ეს საკითხი პოლიტიკურია და ვმო-ს ფარგლებში მისი განხილვა დაუშვებელია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა