ლამაზი შვილების გაჩენაში ქალებს ონლაინ-კატალოგი დაეხმარება

ლამაზი შვილების გაჩენაში ქალებს ონლაინ-კატალოგი დაეხმარება

თანამედროვე მედიცინა ჩასახვის პროცესს უფრო "მიმზიდველს" ხდის. ბრიტანელი ექიმები ხელოვნური განაყოფიერების მსურველ ქალბატონებს ახალ სერვისს შესთავაზებენ, რომლის საშუალებითაც დედა საკუთარი გემოვნებით შეარჩევს მომავალი შვილის გენეტიკურ თვისებებს.

ამ "ფუფუნებას" მომავალი დედისთვის სპერმის დონორების ონლაინ-კატალოგი უზრუნველყოფს. საძიებო სისტემის დახმარებით დედა შვილისთვის არა მარტო გარეგნულ მონაცემებს შეარჩევს, მის ხასიათსაც წინასწარ განსაზღვრავს.

კატალოგი, რომელიც ლონდონის სპერმის კლინიკის საკუთრებაა, დამთვალიერებს ვირტუალური მამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. ანკეტაში მითითებული იქნება მამობის კანდიდატის გატაცებები და ხასიათის თვისებები.

კლინიკის წესდებით, სანამ მამაკაცი დონორების ბანკს საკუთარ "ბიომასალას" შესთავაზებს, მანამდე ბიოგრაფიის ამსახველი ტექსტი უნდა შეადგინოს და დაასაბუთოს, რატომ გადაწყვიტა სპერმის გაცემა. დონორის ანკეტაში დონორის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს კლინიკის პერსონალიც წერს.

ამავე დროს ვებგვერდი beautifulpeople.com ვირტუალური სპერმის ბანკს ხსნის. საიტზე მუშაობს ფორუმი, რომელიც ქალებს ლამაზი შვილების გაჩენაში მხოლოდ ბუნებრივი გზით დახმარებას სთავაზობს.

მომზადებულია smh.com.au-ს მიხედვით.

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი