ადამიანის კვერცხუჯრედის განაყოფიერების პირველი მცდელობა ამერიკელ მეცნიერებს ჯერ კიდევ 1944 წელს ჰქონდათ. პირველად სამედიცინო ტექნოლოგია წარმატებით დიდ ბრიტანეთში 1977 წელს გამოიყენეს. საქართველოში და ზოგადად ამიერკავკასიაში პირველი სინჯარის ბავშვი 1999 წელს გაჩნდა.
რაც უფრო ინფორმირებული იქნება მოსახლეობა ამ მეთოდის შესახებ, მით უფრო დროულ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ყოველი უშვილო წყვილი, ფიქრობენ მედიკოსები.
რა არის "ინ ვიტრო" განაყოფიერება? - ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, კლინიკა "ინ ვიტროს" დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი გია ცაგარეიშვილი ისაუბრებს.
მოუსმინეთ და უყურეთ გადაცემა "რადიომკურნალს", ყოველ ოთხშაბათს 15:30-დან 16:30 საათამდე, რადიო "პალიტრის"ეთერში, ან უყურეთ არქივში 14 ივლისიდან.