დიზაინერები, რომლებსაც არა მხოლოდ შემოქმედებითი დუეტი, არამედ სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ, შორდებიან. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა.
48 წლის დოლჩე გაბანას გარეშე იტალიის ყველაზე ელიტურ კურორტზე - პორტოფინოზე უცნობი ახალგაზრდა მამაკაცის გარემოცვაში შენიშნეს.
სასტუმროს თანამშრომლებმა ვებსაიტ Life Showbiz-ის ჟურნალისტს უამბეს, რომ დოლჩეს საკუთარი იახტით პორტოფინოში ხშირად ხედავენ და ბოლო დროს მას უცნობი მამაკაცი სულ თან ახლავს. სასტუმროს თანამშრომლებმა მისი ვინაობა არ იციან, მიუხედავად იმისა, რომ ის დოლჩესთან ერთად სასტუმროს ნომერში ხშირად იკეტება.
მომზადებულია zirki.info-ს მიხედვით.