ჟიზელ ბუნდჰენმა ბრაზილიის კარნავალზე სამბა იცეკვა

ჟიზელ ბუნდჰენმა ბრაზილიის კარნავალზე სამბა იცეკვა

ოქროსფერ კაბაში გამოწყობილმა ცნობილმა მოდელმა ჟიზელ ბუნდჰენმა ბრაზილიის კარნავალზე, ქუჩაში მოძრავ უზარმაზარ პლატფორმაზე სამბა იცეკვა. 

რიოს კარნავალში ჟიზელი ადრეც ხშირად მონაწილეობდა, თუმცა აქამდე მხოლოდ მაყურებლის სტატუსით. ახალი ამპლუა მოდელს ძალიან მოუხდა. ჟიზელთან ერთად შოუში დედამისმა და მულებმა - ნენსიმ და ჯულიმ მიიღეს მონაწილეობა. მათ ცეკვა წარმოდგენამდე ერთ დღით ადრე ისწავლეს.

კარნავალს მოდელის მეუღლე - ამერიკელი ფეხბურთელი ტომ ბრედიც ესწრებოდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ფეხზე გადატანილი ოპერაციის გამო მაყურებლის სტატუსს დასჯერდა, თუმცა ჟიზელმა მას მოწყენის უფლება არ მისცა. ცეკვის შემდეგ ჟიზელმა სპორტული მაისური ჩაიცვა და მეუღლეს ცეკვა აიძულა. 

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება