აშშ-ის მეცნიერებმა თაგვებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ მათ გულის თვითრეგენერაცია შეუძლიათ.
რამდენიმე თაგვს დაბადებისთანავე ამოაჭრეს გულის დიდი ნაწილი, 3 კვირის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ თაგვების გული ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა, მათ ჩამოჭრილი ნაწილის ფუნქციონირება ჩაურევლად აღუდგათ.
თევზებისა და ამფიბიების გულის თვითაღდგენის ფუნქცია მეცნიერებისთვის დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ რაც შეეხება ძუძუმწოვარ ცხოველებს, თაგვი პირველია, რომელმაც მეცნიერები ამ ფუნქციით გააკვირვა.ბრიტანელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, კარდიოლოგიაში გადატრიალება მოახდინოს.
მომზადებულია www.bbc.co.uk-ის მიხედვით.