Russia Today - რუსეთში სამუშაოს ძიებაში ქართული ოჯახები ორ ნაწილად იყოფა

Russia Today - რუსეთში სამუშაოს ძიებაში ქართული ოჯახები ორ ნაწილად იყოფა

რუსეთში სამუშაოს ძიებაში, ქართული ოჯახები ორ ნაწილად იყოფა. ამ თემაზე სიუჟეტი ტელეარხმა Russia Today მოამზადა. ავტორი აცხადებს, რომ საქართველოში ცხოვრება რთულია, განასაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეწყდა ურთიერთობა მოსკოვთან – ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორთან.

"ყოველ წელს ათასობით ქართველი მიდის რუსეთში უკეთესი ცხოვრების საძებნელად. დარჩენილები კი მარტო ცხოვრობენ. ნანულიმ, 72 წლის ქართველმა ქალმა, RT-ს სთხოვა, მისი ნათესავებისთვის მოკითხვა გადაგვეცა. მან საუკეთესო სურვილები გაუგზავნა შვილ პაველს, რძალს და შვილიშვილებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. ნანულისთვის ახლა ისინი ერთადერთი იმედია", - ნათქვამია სიუჟეტში.

ამ ოჯახის ნაწილი რუსეთში 14 წლის წინ გაემგზავრა და თბილისში ნათესავებს ფულს ყოველ თვეში უგზავნის.

"გურასტაშვილების ოჯახის მსგავსმა ოჯახებმა საქართველოში გასულ წელს 700 მილიონი დოლარი გადარიცხეს. ამ ტრანსფერების რაოდენობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკისთვის ძლიერი მხარდაჭერა იყო", - ნათქვამია ტელესიუჟეტში.

აქვე აღნიშნულია, რომ 2008 წელს მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობებისა და პირდაპირი ფრენების შეწყვეტის მიუხედავად, ქართველები კვლავ მიემგზავრებიან რუსეთში უკეთესი სამუშაოსა და ცხოვრების საძიებლად. რუსეთში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ამბობს, იქ ლტოლვილად ჩავიდა და ახლა, წლების შემდეგ ოჯახის საქართველოში დარჩენილ წევრებს ინტერნეტის საშუალებით უკავშირდება, ფულს უგზავნის, როცა შეუძლია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა