სმოლენსკში პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის თავიდან აცილება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ "რია ნოვოსტი" საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის ტექნიკური კომისიის უფროსის ალექსეი მოროზოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"შეჯახების თავიდან ასაცილებლად ეკიპაჟის წევრებმა მანევრი ბოლო მომენტში ჩაატარეს. შესაბამისად, თვითმფრინავის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო", - განმარტა მოროზოვმა პრესკონფერნციაზე.
პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი ტუ-154 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკში ჩამოვარდა. კატასტროფას 96 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის იყვნენ თავად პრეზიდენტი, მისი მეუღლე, ხელისუფლების წარმომადგენლები. პოლონური დელეგაცია კატინში მიემართებოდა.