ფილიპ კირკოროვი თვითმკვლელობაზე ფიქრობს

ფილიპ კირკოროვი თვითმკვლელობაზე ფიქრობს

ამ დღეებში ინტერნეტში ვინმე მაქს ვინარსკის წერილი გავრცელდა, რომელიც თავს ებრაული ფსიქიატრიული კლინიკის "თელ-ა-შომერის" თანამშრომლად ასაღებს. ამ კლინიკაში რუსმა მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა ფსიქიატრიული შემოწმება გაიარა. კლინიკის თანამშრომლის თქმით, კირკოროვი თვითმკვლელობას აპირებს.

წერილის ავტორი ყვება, რომ კლინიკაში, სადაც კირკოროვი მოხვდა, შეურაცხადები პირდაპირ ქუჩიდან მიჰყავთ. იქ ადგილები ყველსთვის საკმარისი არ არის და პაციენტებს ხშირად დერეფნებში სძინავთ. სტაციონარში ჰიგიენის პრობლემაა, მაგალითად პაციენტებს თეთრეულს ძალიან იშიათად უცვლიან.

"მას შარდის სუნით აყროლებულ მატრასზე ეძინა. ის შიზოფრენიით შეპყრობილ ადამიანებთან ერთად მკურნალობდა. საავადმყოფოს პალატაში პაციენტმა განაცხადა, რომ ცუდ განწყობაზე იყო და თვითმკვლელობის სხვადასხვა სახეობაზე ფიქრობდა, მათ შორის აბების დალევაზე, ავტომობილის ქვეშ შევარდნაზე, მაგრამ არცერთი ვერსია არ მოსწონდა", - წერს ვინარსკი წერილში.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ გვარის პაციენტი მათ არასდროს ჰყოლიათ. მომღერლის პრეს-მდივნის განცხადებით, გამოკვლევის შედეგად კირკოროვისთვის ფსიქიკური დარღვევები არ აღმოუჩენიათ.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება