რუსულ-უკრაინული გემი ”ნორტ სპირიტი” ბისკაის ყურეში ჩაიძირა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გემს ხე-ტყის მასალა შვეციიდან ალჟირში გადაჰქონდა.
რუსულ-უკრაინული ეკიპაჟის გადარჩენა ესპანელმა მაშველებმა მოახერხეს. გემის ჩაძირვამდე ბორტზე მყოფი უკრაინის ცხრა და რუსეთის რვა მოქალაქე 3 ვერტმფრენით ლა კორუნიას აეროპორტში გადაიყვანეს