პოლონეთის პროკურატურამ ახმედ ზაკაევის რუსეთში ექსტრადიციის შესახებ საქმე საოლქო სასამართლოს გადასცა. ამის შესახებ პოლონეთის მედია იუწყება.
"ჩვენ გავაგზავნეთ საოლქო სასამართლოში რუსეთის თხოვნა ზაკაევის შასაძლო ექსტრადიციის თაობაზე", – განაცხადა ვარშავის პროკურატურის წარმომადგენელმა მონიკა ლევანდოვსკამ.
სასამართლოში საქმის განხილვა რამდენიმე თვეს გასტანს.
პოლონეთის პოლიციამ ახმედ ზაკაევი 17 ოქტომბერს დააკავა, რომელიც იქ ჩეჩნების მსოფლიო კონგრესზე დასასწრებად ჩავიდა. მაშინ ვარშავის საოლქო სასამართლომ ზაკაევის დაპატიმრებაზე პროკურატურას უარი უთხრა.