2011 წლის ბიუჯეტით ციხეების მშენებლობის დაფინანსება გაიზრდება

2011 წლის ბიუჯეტით ციხეების მშენებლობის დაფინანსება გაიზრდება

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ციხეების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას ითვალისწინებს.

ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ასიგნებები პირველად ვარიანტთან შედარებით, 6 მლნ 900 ათასი ლარით იზრდება და საბოლოოდ 105.5 მლნ ლარს აღწევს.

"დამატებითი თანხები, ძირითადად, მიმართულია ციხეების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე", - ნათქვამია მთავრობის განმარტებებში.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საბოლოოდ პარლამენტმა დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ