ავტორი:

"გადავწყვიტე ბავშვი გამეჩინა, ეს ყველაზე მეტად მინდოდა ცხოვრებაში.." - ჯესი ჯეი სოციალურ ქსელში უმძიმეს გამოცდილებაზე წერს

"გადავწყვიტე ბავშვი გამეჩინა, ეს ყველაზე მეტად მინდოდა ცხოვრებაში.." - ჯესი ჯეი სოციალურ ქსელში უმძიმეს გამოცდილებაზე წერს

ბრიტანელმა ვარსკვლავმა, მომღერალმა ჯესი ჯეიმ "ინსტაგრამზე" ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მუცლის მოშლის უმძიმეს გამოცდილებაზე წერს.

2014 წელს, მომღერალს საშვილოსნოს ადენომიოზი დაუდგინდა, რაც ნიშნავდა, რომ შვილის გაჩენას ვერ შეძლებდა. თუმცა, ჯესი არ შეეგუა ბედს და გადაწყვიტა ყველაფერი ეცადა ოცნების ასასრულებლად და შვილის გასაჩენად.

შეიცვალა ცხოვრების წესი, დაიწყო ჯანსაღად კვება - "გადავწყვიტე ბავშვი გამეჩინა. ეს ყველაზე მეტად მინდოდა ცხოვრებაში. დაორსულება სასწაული იყო ჩემთვის, ეს გამოცდილება, სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება და ვიცი, რომ ამის ხელახლა განცდის საშუალება მომავალში ისევ მექნება', - წერს მომღერალი.

33 წლის ჯესი ჯეიმ გასულ ოთხშაბათს შეიტყო, რომ ბავშვს გული აღარ უცემდა: "ჯერ კიდევ შოკში ვარ. სევდამ მომიცვა, მაგრამ ვიცი, რომ ძლიერი ვარ და კარგად ვიქნები... მე ისიც ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ქალი იტანჯება ჩემსავით და ჩემზე მეტადაც. ჩვენ ერთმანეთთან ეს გრძნობა გვაკავშირებს.“

მომღერლის პოსტს დადებითი კომენტარები მოჰყვა: ბევრმა გაამხნევა ის და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა, "თქვენი სიყვარული ვიგრძენი და ვაფასებ. დღეს დილით საწოლიდან ადგომა თქვენ შემაძლებინეთ. დიდი მადლობა", - მიმართავს ჯესი გულშემატკივრებს.

ჯესის წინა წლებშიც უსაუბრია ბავშვის ყოლის სურვილზე და ჩასახვის პრობლემებზე, მაგრამ მომღერალი კვლავ ოპტიმიზმით უყურებს ამ საკითხს და მომავლის იმედი აქვს:

"მითხრეს, რომ ბავშების ყოლა არ შემიძლია, მაგრამ ამის არ მჯერა. სასწაულების მოხდენის მწამს. არ ჩავიქნევ ხელს", - ამბობდა მომღერალი.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა