სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მესამე კვირაა სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის" - რას აცხადებს განათლების სამინისტრო
"მესამე კვირაა სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის" - რას აცხადებს განათლების სამინისტრო

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე 137 სკო­ლა და ცალ­კე­უ­ლი 358 კლა­სი იმ­ყო­ფე­ბა. სწავ­ლის სას­კო­ლო სივ­რცე­ში გა­ნახ­ლე­ბი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე რის­კის ჯგუ­ფის 147 მას­წავ­ლე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტა­პის­თვის აც­რი­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა 70,9%.

"გა­სუ­ლი ერთი კვი­რის მო­ნა­ცე­მის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­სუ­ლი სკო­ლე­ბი­სა და ცალ­კე­უ­ლი კლა­სე­ბის რი­ცხვი.

მე­სა­მე კვი­რაა სკო­ლებ­ში Covid-19-ის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კლე­ბის­კენ მი­დის. ბოლო შვი­დი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის 0.7%-ს, ხოლო მოს­წავ­ლე­ე­ბის – 0.3%-ს.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებ­ში Covid-19-ის ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს Covid-19-ზე მას­წავ­ლე­ბელ­თა ტეს­ტი­რე­ბა. სკო­ლე­ბი სრუ­ლად არი­ან აღ­ჭურ­ვი­ლი პან­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის სას­წავ­ლო წლის ბო­ლომ­დე სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბის მა­რა­გით.

სკო­ლებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლია ჯან­დაც­ვის სფე­როს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და შექ­მნი­ლია უსაფრ­თხო გა­რე­მო. ამ პრო­ცესს მო­ნი­ტო­რინგს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრე­ბი­სა და სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უწე­ვენ“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დედა
0

დაიკლებდა,ბავშვები სკოლაში აარ დადიან,კლასები ცარიელია,ფეიკ განათლებააა და....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მესამე კვირაა სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის" - რას აცხადებს განათლების სამინისტრო

"მესამე კვირაა სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის" - რას აცხადებს განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 137 სკოლა და ცალკეული 358 კლასი იმყოფება. სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე რისკის ჯგუფის 147 მასწავლებელი იმყოფება.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,9%.

"გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით საგრძნობლად შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი.

მესამე კვირაა სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.7%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით.

სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.