სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა ვიცით კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტის შესახებ და რა იწვევს მეცნიერთა შეშფოთებას - "ეს მიუთითებს, რომ შეიძლება უფრო გადამდები იყოს"
რა ვიცით კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტის შესახებ და რა იწვევს მეცნიერთა შეშფოთებას - "ეს მიუთითებს, რომ შეიძლება უფრო გადამდები იყოს"

მე­დი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის კი­დევ ერთ ახალ ვა­რი­ანტზე წე­რენ, რომ­ლის გარ­შე­მოც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის "მზარ­დი შეშ­ფო­თე­ბაა.“ ახა­ლი ვა­რი­ან­ტის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სამ­ხრეთ აფ­რი­კელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, დღეს კი უკვე მის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

ბოლო ცნო­ბე­ბი კო­ვი­დის ახა­ლი შტა­მის შე­სა­ხებ ისაა, რომ სწრა­ფად გა­ნიც­დის მუ­ტა­ცი­ას. რო­გორც BBC-ი სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ახა­ლი ვა­რი­ან­ტის შემ­თხვე­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია სამ­ხრეთ აფ­რი­კის ერთ პრო­ვინ­ცი­ა­ში, მაგ­რამ არის მი­ნიშ­ნე­ბე­ბი, რომ ის შე­იძ­ლე­ბა უფრო გავ­რცელ­დეს.

ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი - რამ­დე­ნად სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, რამ­დე­ნად გა­დამ­დე­ბია, რამ­დე­ნად რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ა­ვა­დე­ბა და არის თუ არა ეფექ­ტი­ა­ნი არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სპე­კუ­ლა­ცია, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცოტა პა­სუ­ხი.

  • ამ­გვა­რად, რა ვი­ცით კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის შე­სა­ხებ?

მეც­ნი­ე­რე­ბი მას B.1.1.529 ვა­რი­ანტს უწო­დე­ბენ და ჯან­მო ბერ­ძნუ­ლი ან­ბა­ნის მი­ხედ­ვი­თაც გეგ­მავს სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბას. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, სა­ჯიდ ჯა­ვი­დი კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში გა­მოვ­ლე­ნილ ახალ ვა­რი­ან­ტთან და­კავ­ში­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს და აცხა­დებს, რომ არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი მის მი­მართ, შე­საძ­ლოა, ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტი­ა­ნი იყოს.

  • "რაც ჩვენ ვი­ცით, არის მუ­ტა­ცი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა, შე­საძ­ლოა, "დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტის მუ­ტა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ორ­ჯერ მე­ტიც კი. ეს მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ახა­ლი ვა­რი­ან­ტი შე­იძ­ლე­ბა უფრო გა­დამ­დე­ბი იყოს და არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი მის მი­მართ, შე­იძ­ლე­ბა, ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდეს“- აღ­ნიშ­ნა სა­ჯიდ ჯა­ვიდ­მა.

ამას­თან, Imperial College London-ის ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა, ნილ ფერ­გი­უსონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ B.1.1.529-ს ე.წ. სპა­იკ ცი­ლა­ში მუ­ტა­ცი­ე­ბის "უპ­რე­ცე­დენ­ტო“ რა­ო­დე­ნო­ბა აქვს, რაც სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ბოლო დროს და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის სწრაფ ზრდას გა­ნა­პი­რო­ბებს.

  • რას აცხა­დე­ბენ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში?

"ის, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტის შე­სა­ხებ ვი­ცით, არის, რომ სხვა­დას­ხვა სა­ხის მუ­ტა­ცი­ას გა­ნიც­დის და შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს, რო­დე­საც ამ­დე­ნი მუ­ტა­ცი­აა, ამან შე­საძ­ლოა, ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ვირუ­სის შემ­დგომ ქცე­ვა­ზე", - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­რია ვან კერ­ხო­ვემ კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში აღ­მო­ჩე­ნილ ვა­რი­ან­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მეც­ნი­ე­რე­ბი ერ­თად შე­იკ­რიბ­ნენ იმის­თვის, რომ გა­არ­კვი­ონ, სად არის ეს მუ­ტა­ცი­ე­ბი და რას შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს პო­ტენ­ცი­უ­რად არ­სე­ბუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბის­თვის, ვაქ­ცი­ნე­ბის­თვის.

  • "რამ­დე­ნი­მე კვი­რა დაგ­ვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ გა­ვი­გოთ, რა ზე­გავ­ლე­ნა აქვს ამ ვა­რი­ანტს. შემ­დგომ გა­დავ­წყვეტთ, მას სა­ინ­ტე­რე­სო თუ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ვა­რი­ან­ტის კლა­სი­ფი­კა­ცია მი­ვა­ნი­ჭოთ,“- აღ­ნიშ­ნა ჯან­მო-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მისი თქმით, რაც უფრო მე­ტად ვრცელ­დე­ბა ვირუ­სი, მით მეტი შან­სია, მან ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­დოს.

"ყვე­ლამ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ რაც უფრო მე­ტად ვრცელ­დე­ბა ვირუ­სი, მით უფრო მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩნდე­ბა, რომ ის შე­იც­ვა­ლოს, მეტი მუ­ტა­ცია ვი­ხი­ლოთ,“- აღ­ნიშ­ნა ჯან­მო-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. მან­ვე დას­ძი­ნა, რომ თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი როლი შე­ას­რუ­ლოს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში.

"აი­ცე­რით, როცა შეძ­ლებთ. მი­ი­ღეთ ზო­მე­ბი, ვირუ­სის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად და ხელი შე­უ­შა­ლეთ ვირუ­სის სხვე­ბის­თვის გა­და­ცე­მას,“- აღ­ნიშ­ნა ჯან­მო-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიო
3

აბა რა მოგება მოვიდა მილიარდობით ეხლა დროა მესა და მეოთხე დოზებიდან შევიდეს კიდე მილიარდები, მერე მეხუთე მეექვსე მეშვიდე და მერვე დოზებია დარჩენილი, აბა ვინც მაგ ვაქცინების "შექმნაში" ჩადეს ინვესტიცია იმ მილიარდერების "კაპიტალიც" გაიფურჩქნა ამ "პანდემიის" პირობებში, გეითსები, ბეზოსები და ძმანი მათნი კიდევ უფრო გამდიდრდნენ და ჯერ სადა ხართ

თათა
1

საქართველოში უნდა მოხდეს ყველაფერი, სასწაული პირდაპირ. ტელევიზიში მეტზე ხომ არაფერზე საუბრობენ..გამორთეთ ტელევიზორები ნუ უსმენთ ამ ათას სისულელეს. ან მოუსმინეთ ორივე მხარეს. მგონი მანდ სხვანაირათაც თარგმნიან:))) ,,აბოლებენ" ხალხს ათასი სისულელით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რა ვიცით კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტის შესახებ და რა იწვევს მეცნიერთა შეშფოთებას - "ეს მიუთითებს, რომ შეიძლება უფრო გადამდები იყოს"

რა ვიცით კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტის შესახებ და რა იწვევს მეცნიერთა შეშფოთებას - "ეს მიუთითებს, რომ შეიძლება უფრო გადამდები იყოს"

მედიაში კორონავირუსის კიდევ ერთ ახალ ვარიანტზე წერენ, რომლის გარშემოც სპეციალისტების "მზარდი შეშფოთებაა.“ ახალი ვარიანტის აღმოჩენის შესახებ რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, დღეს კი უკვე მის შესახებ პირველი შეფასებები ხდება ცნობილი.

ბოლო ცნობები კოვიდის ახალი შტამის შესახებ ისაა, რომ სწრაფად განიცდის მუტაციას. როგორც BBC-ი სპეციალისტებზე დაყრდნობით წერს, ახალი ვარიანტის შემთხვევების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ კონცენტრირებულია სამხრეთ აფრიკის ერთ პროვინციაში, მაგრამ არის მინიშნებები, რომ ის შეიძლება უფრო გავრცელდეს.

ჩნდება კითხვები - რამდენად სწრაფად ვრცელდება, რამდენად გადამდებია, რამდენად რთულად მიმდინარეობს დაავადება და არის თუ არა ეფექტიანი არსებული ვაქცინები. როგორც გამოცემა წერს, არსებობს უამრავი სპეკულაცია, მაგრამ ძალიან ცოტა პასუხი.

  • ამგვარად, რა ვიცით კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?

მეცნიერები მას B.1.1.529 ვარიანტს უწოდებენ და ჯანმო ბერძნული ანბანის მიხედვითაც გეგმავს სახელის მინიჭებას. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი, საჯიდ ჯავიდი კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ ახალ ვარიანტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ არსებული ვაქცინები მის მიმართ, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს.

  • "რაც ჩვენ ვიცით, არის მუტაციების მნიშვნელოვანი რაოდენობა, შესაძლოა, "დელტა“ ვარიანტის მუტაციების რაოდენობაზე ორჯერ მეტიც კი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ახალი ვარიანტი შეიძლება უფრო გადამდები იყოს და არსებული ვაქცინები მის მიმართ, შეიძლება, ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს“- აღნიშნა საჯიდ ჯავიდმა.

ამასთან, Imperial College London-ის ეპიდემიოლოგმა, ნილ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ B.1.1.529-ს ე.წ. სპაიკ ცილაში მუტაციების "უპრეცედენტო“ რაოდენობა აქვს, რაც სამხრეთ აფრიკაში ბოლო დროს დაინფიცირების შემთხვევების სწრაფ ზრდას განაპირობებს.

  • რას აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში?

"ის, რაც კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ ვიცით, არის, რომ სხვადასხვა სახის მუტაციას განიცდის და შეშფოთებას იწვევს, როდესაც ამდენი მუტაციაა, ამან შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს ვირუსის შემდგომ ქცევაზე", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემ კორონავირუსის ახალ, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ ვარიანტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მეცნიერები ერთად შეიკრიბნენ იმისთვის, რომ გაარკვიონ, სად არის ეს მუტაციები და რას შეიძლება ნიშნავდეს პოტენციურად არსებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებისთვის, ვაქცინებისთვის.

  • "რამდენიმე კვირა დაგვჭირდება იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ზეგავლენა აქვს ამ ვარიანტს. შემდგომ გადავწყვეტთ, მას საინტერესო თუ შემაშფოთებელი ვარიანტის კლასიფიკაცია მივანიჭოთ,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით მეტი შანსია, მან ცვლილება განიცადოს.

"ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება, რომ ის შეიცვალოს, მეტი მუტაცია ვიხილოთ,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა. მანვე დასძინა, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი როლი შეასრულოს ვირუსის გავრცელების შემცირებაში.

"აიცერით, როცა შეძლებთ. მიიღეთ ზომები, ვირუსისგან თავის დასაცავად და ხელი შეუშალეთ ვირუსის სხვებისთვის გადაცემას,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.