სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"არავის ვუპირისპირდები, ედუარდ სააკაშვილი კარგი ახალგაზრდაა. მას შეეშალა უბრალოდ..." - რას აცხადებს ვანო ჩხარტიშვილის ცოლი?
"არავის ვუპირისპირდები, ედუარდ სააკაშვილი კარგი ახალგაზრდაა. მას შეეშალა უბრალოდ..." - რას აცხადებს ვანო ჩხარტიშვილის ცოლი?

"შე­იძ­ლე­ბა არ უნდა ვთქვა, მაგ­რამ სა­ბავ­შვო ბაღ­ში ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის შვი­ლი. მი­შას ეს არ სი­ა­მოვ­ნებ­და, სან­დრას პი­რი­ქით. არ მგო­ნია სწო­რი, რომ ამ დო­ნე­ზე და­იყ­ვა­ნო პო­ლი­ტი­კა. რო­დე­საც მიშა პო­ლი­ტი­კა­შია, ეს არის მის­თვის სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო სა­კი­თხი და რთუ­ლია მის­თვის ამის გა­გე­ბა...“ - გა­ნა­ცხა­და ექ­სპერ­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვაჟ­მა ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მელ­შიც მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და ამ­ჟა­მინ­დელ პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მო­ზე ისა­უბ­რა.

ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი 1995 წლის 21 ივ­ლისს და­ი­ბა­და. ბიზ­ნეს­მენ ვანო ჩხარ­ტიშ­ვილს ორი შვი­ლი, ქალ-ვაჟი ჰყავს. ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ნა­თია 1985 წელს და­ი­ბა­და, მი­ში­კო კი 1990 წელს. ამი­ტომ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯგუ­ფე­ლე­ბი ისი­ნი ვერ იქ­ნე­ბოდ­ნენ.

დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილს სა­ჯა­როდ და­უ­პი­რის­პირ­და და სიც­რუ­ე­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს...“

ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნანა გო­თუა Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ არა­ვის არ უპი­რის­პირ­დე­ბა და ედუ­არდს უბ­რა­ლოდ სა­ხე­ლი შე­ე­შა­ლა. თუმ­ცა ვინ არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი ფი­გუ­რა, რომ­ლის შვილ­თან ერ­თა­დაც ედუ­არ­დი ბაღ­ში სწავ­ლობ­და, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

"არა­ვის ვუ­პი­რის­პირ­დე­ბი, ედუ­არ­დი კარ­გი ახალ­გაზ­რდაა და მას­თან და­სა­პი­რის­პი­რე­ბე­ლი რა მაქვს. მას შე­ე­შა­ლა უბ­რა­ლოდ, ჩემი შვი­ლი მისი ჯგუ­ფე­ლი ბაღ­ში არ ყო­ფი­ლა, სხვა­დას­ხვა ასა­კის არი­ან. აე­რია სა­ხე­ლე­ბი სხვის შვილს გუ­ლის­ხმობ­და", - გა­ნა­ცხა­და ნანა გო­თუ­ამ.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tbiliseli
1

ვანიჩკა (როგორც ეძახიან) ჩხარტიშვილს ძმა ჰყავს შაკო ჩხარტიშვილი. და იქნებ შაკოს შვილთან მეგობრობდა და უბრალოდ სახელი შეეშალა? რას დაესიეთ ამ ახალგაზრდას?

ანი
1

 როცა სამართლის ურემი ჩამოივლის ჩხარტიშვილები როგორ გადაიხდიან თავიანთი ცოდვებისთვის კაცმა არ იცის. ყოჩაღ ედუარდს თუ თქვენი ოჯახის წარმომადგენელთან ურთიერთობდა . ქალბატონო რომელი ფულებით გაზარდე შვილები ხომ არ გავიწყდება. ვისაც წაგვართვით იმათ არ დაგვიწყებია. გგონია რამე კარგი დაწერე,? საშინელებაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"არავის ვუპირისპირდები, ედუარდ სააკაშვილი კარგი ახალგაზრდაა. მას შეეშალა უბრალოდ..." - რას აცხადებს ვანო ჩხარტიშვილის ცოლი?

"არავის ვუპირისპირდები, ედუარდ სააკაშვილი კარგი ახალგაზრდაა. მას შეეშალა უბრალოდ..." - რას აცხადებს ვანო ჩხარტიშვილის ცოლი?

"შეიძლება არ უნდა ვთქვა, მაგრამ საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, ვანო ჩხარტიშვილის შვილი. მიშას ეს არ სიამოვნებდა, სანდრას პირიქით. არ მგონია სწორი, რომ ამ დონეზე დაიყვანო პოლიტიკა. როდესაც მიშა პოლიტიკაშია, ეს არის მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი და რთულია მისთვის ამის გაგება...“ - განაცხადა ექსპერზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა რადიო "თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, რომელშიც მშობლებთან ურთიერთობასა და ამჟამინდელ პოლიტიკურ გარემოზე ისაუბრა.

ედუარდ სააკაშვილი 1995 წლის 21 ივლისს დაიბადა. ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს ორი შვილი, ქალ-ვაჟი ჰყავს. ჩხარტიშვილი ნათია 1985 წელს დაიბადა, მიშიკო კი 1990 წელს. ამიტომ, დიდი ალბათობით, ედუარდ სააკაშვილის ჯგუფელები ისინი ვერ იქნებოდნენ.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა სტატია, სათაურით: "ვანო ჩხარტიშვილის მეუღლე ედუარდ სააკაშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა და სიცრუეში ადანაშაულებს...“

ვანო ჩხარტიშვილის მეუღლე ნანა გოთუა Ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ არავის არ უპირისპირდება და ედუარდს უბრალოდ სახელი შეეშალა. თუმცა ვინ არის მიხეილ სააკაშვილისთვის არასასურველი ფიგურა, რომლის შვილთან ერთადაც ედუარდი ბაღში სწავლობდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"არავის ვუპირისპირდები, ედუარდი კარგი ახალგაზრდაა და მასთან დასაპირისპირებელი რა მაქვს. მას შეეშალა უბრალოდ, ჩემი შვილი მისი ჯგუფელი ბაღში არ ყოფილა, სხვადასხვა ასაკის არიან. აერია სახელები სხვის შვილს გულისხმობდა", - განაცხადა ნანა გოთუამ.