სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
2022 წლის სადღესასწაულო საჩუქრების გზამკვლევი
2022 წლის სადღესასწაულო საჩუქრების გზამკვლევი

ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი ახ­ლოვ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დროა, სა­ჩუქ­რებ­ზე ფიქ­რი და­ვი­წყოთ.

- რა დავ­დოთ ნაძ­ვის ხის ქვეშ? რა წა­ვი­კი­თხოთ არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში? რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ კარ­გი სა­ჩუ­ქა­რი? - ეს კი­თხვე­ბი ალ­ბათ ყვე­ლა ადა­მი­ანს ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე უჩ­ნდე­ბა. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის „სწო­რი“ სა­ჩუქ­რის არ­ჩე­ვა ნამ­დვი­ლად არ არის ად­ვი­ლი. რაც უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი არ­სე­ბობს, მით უფრო გვი­ჭირს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ­სე­ბობს ისე­თი უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც ყვე­ლას უხა­რია. სწო­რედ ასე­თი სა­ჩუ­ქა­რია წიგ­ნი!

არ არ­სე­ბობს წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ზე სა­უ­კე­თე­სო და ჯა­დოს­ნუ­რი ად­გი­ლი არ­და­დე­გე­ბი­სა და დღე­სას­წა­უ­ლე­ბის­თვის. წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა კარ­გი სა­დღე­სას­წა­უ­ლო სა­ჩუქ­რის შერ­ჩე­ვა!

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ წიგ­ნე­ბის სა­დღე­სას­წა­უ­ლო სე­ზონს გახ­სნი­ლად აცხა­დებს და წიგ­ნე­ბის ყო­ველკ­ვი­რე­ულ გზამ­კვლევს გთა­ვა­ზობთ. სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნე­ბის მი­მო­ხილ­ვე­ბი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუქ­რის არ­ჩე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რი - „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“

მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ უდი­დეს მწე­რალს, ჯე­რომ სე­ლინ­ჯერს სა­ხე­ლი და დი­დე­ბა ამ ერ­თა­დერ­თმა რო­მან­მა მო­უ­ტა­ნა. წიგ­ნის სი­უ­ჟე­ტი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. ის გვიყ­ვე­ბა 16 წლის მო­ზარ­დზე, ჰოლ­დენ კოლ­ფილ­დზე, რო­მე­ლიც სკო­ლი­დან გა­რი­ცხეს და სახ­ლში მი­ემ­გზავ­რე­ბა. გმირს არ მოს­წონს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და თა­ვის გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი ყალ­ბი ეჩ­ვე­ნე­ბა. მას უჩ­ნდე­ბა პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა და ცდი­ლობს იპო­ვოს გა­მო­სა­ვა­ლი ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ცდი­ლობს იპო­ვოს რა­ღაც ნამ­დვი­ლი და ფა­სე­უ­ლი, რის გა­მოც ღირს ცხოვ­რე­ბა.

ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ეს წიგ­ნი წა­ი­კი­თხეს, ორ ნა­წი­ლად იყო­ფი­ან. არი­ან ისე­თე­ბი, ვი­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს და არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­მაც ვერ გა­ი­გეს წიგ­ნის არსი. ამის­და მი­უ­ხე­და­ვად, „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის და თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ზის კლა­სი­კად იქცა.

ჰოლ­დენ კოლ­ფილ­დი სა­ბო­ლო­ოდ პო­უ­ლობს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის აზრს და პა­სუხს სცემს თა­ვის მთა­ვარ კი­თხვას - ვინ უნდა რომ იყოს და რა უნდა, რომ აკე­თოს ცხოვ­რე­ბა­ში. მი­დის დას­კვნამ­დე, რომ უნდა და­ი­ჭი­როს პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი უფსკრუ­ლის წინ, ჭვა­ვის ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც მე­ტა­ფო­რუ­ლად წარ­მო­ად­გენს ზი­ზღს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის მი­მართ. მას სურს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­არ­ჩი­ნოს მა­თი­ვე ცრუ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­გან, აპა­თი­ა­სა და რუ­ტი­ნა­ში ჩა­ვარ­დნი­სა­გან, რაც თა­ვად მას და­ა­ტყდა თავს. თუ ჯე­რაც არ წა­გი­კი­თხავთ ეს წიგ­ნი, აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­კი­თხეთ! და, ვინც წა­ი­კი­თხეთ, მაგ­რამ ვერ გა­ი­გეთ - კი­დევ ერთხელ წა­ი­კი­თხეთ.

აგა­თა კრის­ტი - „ვილა ჩა­ლის­ფე­რი ცხე­ნი“

აგა­თა კრის­ტის ტი­პუ­რი დე­ტექ­ტი­ვი ერ­კი­ულ პუ­ა­როს სტილ­ში. თა­ვი­დან წიგნს მის­ტი­კის ელ­ფე­რი დაჰ­კრავს, მაგ­რამ ჩვენ ვი­ცით, რომ ამ ავ­ტო­რის­თვის ყვე­ლა­ფერს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ახ­სნა აქვს. არ­სე­ბობს ადა­მი­ან­თა სია, რომ­ლე­ბიც ერთი შე­ხედ­ვით ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით მოკ­ვდნენ, მღვდე­ლი, რო­მე­ლიც ამ სიის ფლო­ბის­თვის მოკ­ლეს; ქალი, რო­მელ­მაც სიკ­ვდი­ლის წინ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­რე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. ასე­ვე, ძვე­ლი ვილა, სა­დაც სამი ექ­სცენ­ტრი­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ბნელ სპი­რი­ტულ რი­ტუ­ა­ლებს ატა­რე­ბენ. მთა­ვა­რი გმი­რი - მწე­რა­ლი - ცდი­ლობს ამ ჩახ­ლარ­თუ­ლი საქ­მის გახ­სნას. ამ წიგნ­ში აგა­თა კრის­ტიმ კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა, თუ რამ­დე­ნად კარ­გად იც­ნობ­და ის ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბას.

შავი მა­გი­ით და მის­ტი­კის ელე­მენ­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი რო­მა­ნი „ვილა ჩა­ლის­ფე­რი ცხე­ნი“ გულ­გრილს ნამ­დვი­ლად არა­ვის და­ტო­ვებს!

ჟან-პოლ დი­უ­ბუა - „ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად როდი ცხოვ­რობს“

თა­ნა­მედ­რო­ვე ფრან­გი მწერ­ლის და ჟურ­ნა­ლის­ტის - დი­უ­ბუ­ას რო­მა­ნი „ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად როდი ცხოვ­რობს“ ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი პირ­ვე­ლი რო­მა­ნია.

წიგნ­ში, რო­გორც ცხოვ­რე­ბა­ში, ჩვენ ყვე­ლა არ ვართ „მთა­ვა­რი გმი­რე­ბი“. მუ­დამ ვე­ძებთ ად­გილს, რო­მე­ლიც ჩვენ გვე­კუთ­ვნის და სა­დაც შევ­ძლებთ ჩა­ვუშ­ვათ ჩვე­ნი ემო­ცი­უ­რი ღუზა, რო­მე­ლიც ამ სამ­ყა­რო­ში დაგ­ვა­კა­ვებს და არ მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, გავ­ცუ­როთ სრუ­ლი­ად გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. გვა­ი­ძუ­ლებს დავ­ფიქ­რდეთ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე.

წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი, პოლ ჰან­სე­ნი მონ­რე­ა­ლის პრო­ვინ­ცი­ულ ცი­ხე­შია გა­მო­კე­ტი­ლი - პირ­ქუშ და თით­ქოს სუ­ლი­ერ არ­სე­ბა­ში. ახლა მისი ცხოვ­რე­ბა შმო­რის სუ­ნის­გან, სი­სას­ტი­კი­სა და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა. ამი­ტო­მაც ხში­რად წარ­სულს აფა­რებს თავს - იმ დროს, როცა ბედ­ნი­ე­რი იყო თა­ვის ლა­მაზ ინ­დი­ელ ცოლ­სა და საყ­ვა­რელ ძაღ­ლთან ერ­თად; იმ დროს, როცა დედა ჰყავ­და. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, ეს­თე­ტი ქალი, და მამა, და­ნი­ე­ლი პას­ტო­რი, რწმე­ნის ურ­წმუ­ნო ტყვე; როცა გულ­ღია, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და ერთ დღე­საც სხვე­ბის უგუ­ლო­ბამ და­ნა­შა­უ­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

ბერ­ნარ­დინ ევა­რის­ტო - „გო­გო­ნა, ქალი და სხვა და­ნარ­ჩე­ნი“

რო­მან­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია თორ­მე­ტი ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შავ­კა­ნი­ა­ნი ბრი­ტა­ნე­ლი ქა­ლის პო­ლი­ფო­ნია, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბა იმა­ზე ახ­ლო­საა, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იდ­გი­ნო. მათი ის­ტო­რი­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში იხ­ლარ­თე­ბა. ეს ის­ტო­რი­ე­ბი შე­სამ­ჩნევს და მნიშ­ვნე­ლო­ვანს ხდის იმ ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბას, რომ­ლებ­ზეც ხში­რად არ ვფიქ­რობთ.

ამა ბონ­ზუ - აფ­რი­კუ­ლი ფეს­ვე­ბის მქო­ნე ბრი­ტა­ნე­ლი რე­ჟი­სო­რი - თა­ვი­სი ბოლო წარ­მოდ­გე­ნის პრე­მი­ე­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა და ღელ­ვის­გან გული უს­კდე­ბა. ასე იწყე­ბა 12 ქა­ლის ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი რო­მა­ნი-პანო. ამამ, რა­დი­კალ­მა ფე­მი­ნის­ტმა, უნდა გა­და­ლა­ხოს უამ­რა­ვი წი­ნა­ღო­ბა და უკომ­პრო­მი­სოდ ია­როს თა­ვი­სი ოც­ნე­ბე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზებ­ზე. ეს ოც­ნე­ბე­ბი იმ­დე­ნად კონ­კრე­ტუ­ლი და მკა­ფი­ოა, რომ მა­მა­კაც­საც კი ამ ნიშ­ნით ირ­ჩევს დრო­ე­ბით პარტნი­ო­რად - ზუს­ტად იცის, რო­გო­რი შვი­ლი უნდა გა­ა­ჩი­ნოს. და ეს, ალ­ბათ, ერ­თა­დერ­თი კომ­პრო­მი­სია შე­მოქ­მე­დის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. ამ პო­ლი­ფო­ნი­ურ რო­მან­ში, ამა ბონ­ზუს გარ­და, 19 წლის ია­ზის, 93 წლის ჰე­ტი­სა და კი­დევ 9 ქა­ლის ამ­ბე­ბია მო­თხრო­ბი­ლი.... ეს გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბე­ლია, შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი, დამ­თრგუნ­ვე­ლი და ზოგ­ჯერ შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი ამ­ბე­ბი ისე­თი­ვე ნამ­დვი­ლია, რო­გო­რიც მი­ლი­ო­ნო­ბით სხვა ქა­ლის ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­ზეც არა­ვის და­უ­წე­რია. ეს წიგ­ნი მათ­ზეც არის.

მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლი - „მარ­გა­ლი­ტე­ბი“

„15 წლის მარ­გო სვა­ნე­თის უბან­ში ცხოვ­რობს, ანა­ნა­სებ­ზე ოც­ნე­ბობს, ძა­ლი­ან ბევ­რს კი­თხუ­ლობს და ამ­ჩნევს ყვე­ლა­ფერს, რა­საც სხვე­ბი ვერ ხე­და­ვენ. მისი ცხოვ­რე­ბა სავ­სეა წვრილ­მა­ნი სას­წა­უ­ლე­ბით და ამ სას­წა­უ­ლე­ბის შუ­ა­გულ­ში სამ­ნი არი­ან: მარ­გო, მისი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი და, ანა, და პუტ­კუ­ნა, საყ­ვა­რე­ლი ბი­ძაშ­ვი­ლი, ბელა. დიდი ქა­ლა­ქის ამ პა­ტა­რა უბან­ში დღე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ჰგავს - უდე­ნო­ბის გამო ტე­ლე­ვი­ზორს იშ­ვი­ა­თად რთა­ვენ, სა­მე­ზობ­ლო­ში ყვე­ლას პი­რად თუ სა­ჯა­რო ამ­ბებს ხან უბ­ნის ბირ­ჟა­ზე, ხან ეკ­ლე­სი­ა­ში და ხა­ნაც სამ­ზა­რე­უ­ლო­ებ­ში, ლამ­პის შუქ­ზე, ფინ­ჯა­ნი ყა­ვის თან­ხლე­ბით გა­ნი­ხი­ლა­ვენ, ჭო­რა­ო­ბენ, ჩხუ­ბო­ბენ, კა­მა­თო­ბენ, სიყ­ვა­რულს უხ­სნი­ან... მარ­გო, რო­მელ­საც უნდა, რომ მწე­რა­ლი და ში­ნა­ბე­რა გა­მო­ვი­დეს“, დე­ტა­ლუ­რად გვიყ­ვე­ბა ამ ამ­ბებს - ” ხან გვაბ­რა­ზებს, ხან გვა­ცი­ნებს... და ამა­სო­ბა­ში ხდე­ბა რა­ღაც, რაც ყვე­ლა­ფერს ცვლის... დე­ბი­უ­ტან­ტი მწერ­ლის, მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლის, რო­მა­ნი 1990იანი წლე­ბის და­სა­წყი­სის თბი­ლისს სრუ­ლე­ბით ახ­ლე­ბუ­რად და­გა­ნახ­ვებთ. მკი­თხვე­ლის თვალ­წინ დრო­ზე ადრე გაზ­რდი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ყვე­ლა­ფერს უძ­ლე­ბენ, რისი გაძ­ლე­ბაც, ერთი შე­ხედ­ვით, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს არის სი­ცი­ლი­თა და ცრემ­ლე­ბით სავ­სე ამ­ბა­ვი ქვე­ყა­ნა­სა და გო­გო­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლონ და გა­დარ­ჩნენ. "

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

2022 წლის სადღესასწაულო საჩუქრების გზამკვლევი

2022 წლის სადღესასწაულო საჩუქრების გზამკვლევი

ყველასათვის საყვარელი დღესასწაულები ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა, საჩუქრებზე ფიქრი დავიწყოთ.

- რა დავდოთ ნაძვის ხის ქვეშ? რა წავიკითხოთ არდადეგების პერიოდში? როგორ შევარჩიოთ კარგი საჩუქარი? - ეს კითხვები ალბათ ყველა ადამიანს ზამთრის მოახლოებისთანავე უჩნდება. საყვარელი ადამიანებისთვის „სწორი“ საჩუქრის არჩევა ნამდვილად არ არის ადვილი. რაც უფრო მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, მით უფრო გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ისეთი უნივერსალური საჩუქრებიც, რომლებიც ყველას უხარია. სწორედ ასეთი საჩუქარია წიგნი!

არ არსებობს წიგნის მაღაზიაზე საუკეთესო და ჯადოსნური ადგილი არდადეგებისა და დღესასწაულებისთვის. წიგნის მაღაზიაში ყოველთვის შეიძლება კარგი სადღესასწაულო საჩუქრის შერჩევა!

გამომცემლობა „პალიტრა L“ წიგნების სადღესასწაულო სეზონს გახსნილად აცხადებს და წიგნების ყოველკვირეულ გზამკვლევს გთავაზობთ. საუკეთესო წიგნების მიმოხილვები საუკეთესო საჩუქრის არჩევაში დაგეხმარებათ.

ჯერომ სელინჯერი - „თამაში ჭვავის ყანაში“

მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მწერალს, ჯერომ სელინჯერს სახელი და დიდება ამ ერთადერთმა რომანმა მოუტანა. წიგნის სიუჟეტი ძალიან მარტივია. ის გვიყვება 16 წლის მოზარდზე, ჰოლდენ კოლფილდზე, რომელიც სკოლიდან გარიცხეს და სახლში მიემგზავრება. გმირს არ მოსწონს საზოგადოება და თავის გარშემო ყველაფერი ყალბი ეჩვენება. მას უჩნდება პროტესტის გრძნობა და ცდილობს იპოვოს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. ცდილობს იპოვოს რაღაც ნამდვილი და ფასეული, რის გამოც ღირს ცხოვრება.

ადამიანები, რომლებმაც ეს წიგნი წაიკითხეს, ორ ნაწილად იყოფიან. არიან ისეთები, ვისაც ძალიან უყვარს და არიან ისეთები, რომლებმაც ვერ გაიგეს წიგნის არსი. ამისდა მიუხედავად, „თამაში ჭვავის ყანაში“ მსოფლიო ლიტერატურის და თანამედროვე პროზის კლასიკად იქცა.

ჰოლდენ კოლფილდი საბოლოოდ პოულობს თავისი ცხოვრების აზრს და პასუხს სცემს თავის მთავარ კითხვას - ვინ უნდა რომ იყოს და რა უნდა, რომ აკეთოს ცხოვრებაში. მიდის დასკვნამდე, რომ უნდა დაიჭიროს პატარა ბავშვები უფსკრულის წინ, ჭვავის ყანაში, რომელიც მეტაფორულად წარმოადგენს ზიზღს ჩვეულებრივი ცხოვრების მიმართ. მას სურს ადამიანები გადაარჩინოს მათივე ცრუ ფასეულობებისგან, აპათიასა და რუტინაში ჩავარდნისაგან, რაც თავად მას დაატყდა თავს. თუ ჯერაც არ წაგიკითხავთ ეს წიგნი, აუცილებლად წაიკითხეთ! და, ვინც წაიკითხეთ, მაგრამ ვერ გაიგეთ - კიდევ ერთხელ წაიკითხეთ.

აგათა კრისტი - „ვილა ჩალისფერი ცხენი“

აგათა კრისტის ტიპური დეტექტივი ერკიულ პუაროს სტილში. თავიდან წიგნს მისტიკის ელფერი დაჰკრავს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამ ავტორისთვის ყველაფერს რაციონალური ახსნა აქვს. არსებობს ადამიანთა სია, რომლებიც ერთი შეხედვით ბუნებრივი სიკვდილით მოკვდნენ, მღვდელი, რომელიც ამ სიის ფლობისთვის მოკლეს; ქალი, რომელმაც სიკვდილის წინ ამ ადამიანების გვარები დაასახელა. ასევე, ძველი ვილა, სადაც სამი ექსცენტრიული ქალბატონები ბნელ სპირიტულ რიტუალებს ატარებენ. მთავარი გმირი - მწერალი - ცდილობს ამ ჩახლართული საქმის გახსნას. ამ წიგნში აგათა კრისტიმ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად კარგად იცნობდა ის ადამიანის ბუნებას.

შავი მაგიით და მისტიკის ელემენტებით გაჯერებული რომანი „ვილა ჩალისფერი ცხენი“ გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებს!

ჟან-პოლ დიუბუა - „ყველა ერთნაირად როდი ცხოვრობს“

თანამედროვე ფრანგი მწერლის და ჟურნალისტის - დიუბუას რომანი „ყველა ერთნაირად როდი ცხოვრობს“ ქართულ ენაზე გამოცემული პირველი რომანია.

წიგნში, როგორც ცხოვრებაში, ჩვენ ყველა არ ვართ „მთავარი გმირები“. მუდამ ვეძებთ ადგილს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის და სადაც შევძლებთ ჩავუშვათ ჩვენი ემოციური ღუზა, რომელიც ამ სამყაროში დაგვაკავებს და არ მოგვცემს საშუალებას, გავცუროთ სრულიად გაურკვეველი მიმართულებით. გვაიძულებს დავფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებაზე და ღირებულებებზე.

წიგნის მთავარი გმირი, პოლ ჰანსენი მონრეალის პროვინციულ ციხეშია გამოკეტილი - პირქუშ და თითქოს სულიერ არსებაში. ახლა მისი ცხოვრება შმორის სუნისგან, სისასტიკისა და სასოწარკვეთილებისგან შედგება. ამიტომაც ხშირად წარსულს აფარებს თავს - იმ დროს, როცა ბედნიერი იყო თავის ლამაზ ინდიელ ცოლსა და საყვარელ ძაღლთან ერთად; იმ დროს, როცა დედა ჰყავდა. ძალიან ლამაზი, ესთეტი ქალი, და მამა, დანიელი პასტორი, რწმენის ურწმუნო ტყვე; როცა გულღია, კეთილი ადამიანი იყო და ერთ დღესაც სხვების უგულობამ დანაშაულამდე მიიყვანა.

ბერნარდინ ევარისტო - „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“

რომანში წარმოდგენილია თორმეტი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული შავკანიანი ბრიტანელი ქალის პოლიფონია, რომელთა ცხოვრება იმაზე ახლოსაა, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო. მათი ისტორიები ერთმანეთში იხლართება. ეს ისტორიები შესამჩნევს და მნიშვნელოვანს ხდის იმ ადამიანთა ცხოვრებას, რომლებზეც ხშირად არ ვფიქრობთ.

ამა ბონზუ - აფრიკული ფესვების მქონე ბრიტანელი რეჟისორი - თავისი ბოლო წარმოდგენის პრემიერისთვის ემზადება და ღელვისგან გული უსკდება. ასე იწყება 12 ქალის ცხოვრების ამსახველი რომანი-პანო. ამამ, რადიკალმა ფემინისტმა, უნდა გადალახოს უამრავი წინაღობა და უკომპრომისოდ იაროს თავისი ოცნებებისკენ მიმავალ გზებზე. ეს ოცნებები იმდენად კონკრეტული და მკაფიოა, რომ მამაკაცსაც კი ამ ნიშნით ირჩევს დროებით პარტნიორად - ზუსტად იცის, როგორი შვილი უნდა გააჩინოს. და ეს, ალბათ, ერთადერთი კომპრომისია შემოქმედის პირად ცხოვრებაში. ამ პოლიფონიურ რომანში, ამა ბონზუს გარდა, 19 წლის იაზის, 93 წლის ჰეტისა და კიდევ 9 ქალის ამბებია მოთხრობილი.... ეს გულის ამაჩუყებელია, შთამაგონებელი, დამთრგუნველი და ზოგჯერ შემაძრწუნებელი ამბები ისეთივე ნამდვილია, როგორიც მილიონობით სხვა ქალის ცხოვრება, რომელზეც არავის დაუწერია. ეს წიგნი მათზეც არის.

მარიამ გურგენიშვილი - „მარგალიტები“

„15 წლის მარგო სვანეთის უბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი ქალაქის ამ პატარა უბანში დღეები ერთმანეთს ჰგავს - უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავენ, სამეზობლოში ყველას პირად თუ საჯარო ამბებს ხან უბნის ბირჟაზე, ხან ეკლესიაში და ხანაც სამზარეულოებში, ლამპის შუქზე, ფინჯანი ყავის თანხლებით განიხილავენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, კამათობენ, სიყვარულს უხსნიან... მარგო, რომელსაც უნდა, რომ მწერალი და შინაბერა გამოვიდეს“, დეტალურად გვიყვება ამ ამბებს - ” ხან გვაბრაზებს, ხან გვაცინებს... და ამასობაში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის... დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის, რომანი 1990იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ. "