სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რეგიონში ამ პროფესიის ადამიანს ვერ იპოვით... თავიდან ოჯახმაც არ აღმიქვა სერიოზულად" - ექიმი ქალის გზა დურგლობამდე და ავტოფარეხში დაწყებული ბიზნესის ამბავი
"რეგიონში ამ პროფესიის ადამიანს ვერ იპოვით... თავიდან ოჯახმაც არ აღმიქვა სერიოზულად" - ექიმი ქალის გზა დურგლობამდე და ავტოფარეხში დაწყებული ბიზნესის ამბავი

ქალი დურ­გა­ლი სა­მეგ­რე­ლო­დან - თავს ასე გაც­ნობს და ძა­ლი­ან მოს­წონს, რომ მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სწო­რედ ასე ხდე­ბა.

"კი, დურ­გა­ლი ვარ, ხის ოს­ტა­ტი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ სტა­ტუ­სით უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­მიც­ნოს. და­ი­ჯე­როს თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და რაც მე გა­მო­მი­ვი­და, სხვა­საც შე­უძ­ლია, გა­მო­უ­ვი­დეს. ამას­თან, ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლოს, რა­საც მო­ი­სურ­ვებს," - გვე­უბ­ნე­ბა ცი­ცი­ნო შენ­გე­ლია, ზუგ­დი­დე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ით ექი­მია. შემ­დეგ ცხოვ­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა და სამ­სა­ხუ­რი ბან­კშიც და­ი­წყო.

მერე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი რომ ყო­ფი­ლი­ყო, სწავ­ლა ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის კუ­თხით გა­აგ­რძე­ლა. ამ ეტაპ­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტზეც მუ­შა­ობს, თუმ­ცა დურ­გლო­ბა მის­თვის მა­ინც უმ­თავ­რე­სია.

მოკ­ლედ, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს­თვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ასე აღ­მოჩ­ნდა ხის ოს­ტა­ტი, რის გა­მოც ახ­ლობ­ლე­ბი ეხუმ­რე­ბი­ან - ექი­მი, მე­წარ­მე, ლი­დე­რი - ამა­ზე ცი­ცი­ნოს ეღი­მე­ბა.

"ეს ბოლო სამი წე­ლია, რაც ხის დე­კო­რა­ტი­ულ და­მუ­შა­ვე­ბა­ზე აქ­ტი­უ­რად გა­და­ვერ­თე. ისე, ბავ­შვო­ბი­დან სულ მი­ტა­ცებ­და ხელ­საქ­მე. ვცდი­ლობ­დი, რა­ღაც გა­მომ­სვლო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­თვის ჰო­ბის დო­ნე­ზე იყო... სამი წლის წინ პირ­ვე­ლად შე­ვე­ხე ლა­ზე­რუ­ლი ჭრის აპა­რატს და ფა­ნერ­ზე ვი­მუ­შა­ვე, მაგ­რამ მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ეს მა­სა­ლა ცო­ცხა­ლი არ იყო. ამი­ტომ მა­სა­ლის შეც­ვლა მო­მინ­და, ხის ნა­კე­თო­ბე­ბი მომ­წონ­და, მაგ­რამ გა­ირ­კვა, რომ მას მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბი სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც არ მქონ­და.

ყვე­ლა ხეს თა­ვი­სე­ბუ­რი და­მუ­შა­ვე­ბა უნდა. ამი­ტომ და­ვი­წყე ინ­ტერ­ნეტ­ში სხვა­დას­ხვა ვი­დე­ოს ყუ­რე­ბა, ხის და­მუ­შა­ვე­ბა­ზე მა­სა­ლებ­საც ჩა­ვუ­ჯე­ქი - ქარ­თუ­ლად სამ­წუ­ხა­როდ ბევ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა არ გვაქვს და ხელ­მი­საწ­ვდომ სივ­რცე­ებ­შიც არ არის. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს დავ­ჯე­ქი და ჩე­მით რა­ღაც გა­ვა­კე­თე,“ - გვიყ­ვე­ბა ხის ოს­ტა­ტი.

- პირ­ვე­ლად რა შექ­მე­ნით?

- ერთი პე­რი­ო­დი ხის ჩან­თე­ბი ისე­თი მო­დუ­რი და ტრენ­დუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რი იყო, რომ ძა­ლი­ან მო­მინ­და, მქო­ნო­და, რა­საც ჩემი ბი­უ­ჯე­ტი ვერ წვდე­ბო­და. ამი­ტომ სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ვა­კე­თე. ის თე­ქის ელე­მენ­ტე­ბის შერ­წყმით შევ­ქმე­ნი - ერ­თმა­ნეთ­თან და­ვა­კავ­ში­რე. ჩემი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შევ­რით ზუგ­დიდ­ში თავი მო­ვი­წო­ნე. კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და. მე­კი­თხე­ბოდ­ნენ - სად შე­ვი­ძი­ნე, რა გა­და­ვი­ხა­დე - კომ­პლი­მენ­ტე­ბით კარ­გად გა­ვერ­თე. მერე სხვებ­მაც მთხო­ვეს, გაგ­ვი­კე­თე და გა­და­ვიხ­დი­თო. თან რამ­დე­ნი­მე მსურ­ვე­ლი მოგ­როვ­და. უკვე დავ­ფიქ­რდი, - ამან შე­იძ­ლე­ბა, ეკო­ნო­მი­უ­რად სარ­გე­ბე­ლიც მო­მი­ტა­ნოს-მეთ­ქი, გარ­და იმი­სა, რომ ეს პრო­ცე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და.

- ე.ი. თა­ვი­დან ბიზ­ნეს­სა და წარ­მო­ე­ბა­ზე არ ფიქ­რობ­დით...

- არა - თა­ვი­დან უბ­რა­ლოდ სტრე­სუ­ლი გა­რე­მოს­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად ხეზე მუ­შა­ო­ბით თე­რა­პია მინ­დო­და მი­მე­ღო... სხვა­თა შო­რის, ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­საც ასე­თი გან­წყო­ბა ჰქონ­დათ - რამ­დე­ნი ხანი იქ­ნე­ბა ასე, მალე „გა­და­უვ­ლის“, სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ აღიქ­ვეს, რა დურ­გა­ლი ქალი? რა ჩარ­ხი? - ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ. მსგავ­სი გან­წყო­ბა სხვებ­საც ჰქონ­და, ქალი და ხეზე მუ­შა­ო­ბა არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. თან ისეა, რომ ეს სფე­რო სულ კა­ცებს აქვთ და­კა­ვე­ბუ­ლი...

- ქალი დურ­გა­ლი აქამ­დე არც შემ­ხვედ­რია... მოკ­ლედ, სტე­რე­ო­ტი­პი და­ამ­სხვრი­ეთ...

- მით უფრო, რე­გი­ონ­ში ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ანს ვერ იპო­ვით... ჩემ­თვის ესეც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო... ტრე­ნინ­გებ­ზე ვას­წავ­ლი, რომ შე­გიძ­ლი­ათ, ბევრ რა­მეს მი­აღ­წი­ოთ, შეც­ვა­ლოთ, გა­ა­კე­თოთ. ჰოდა, მივ­ხვდი, რომ თუ თავს რო­გორც ქალი დურ­გა­ლი და­ვა­ფიქ­სი­რებ­დი, ეს სხვა ქა­ლე­ბის­თვის მა­გა­ლი­თი, სტი­მუ­ლი შე­იძ­ლე­ბა, ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა მარ­თლა ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბაა, რო­დე­საც ქალი მე­წარ­მე­ო­ბა­ში ხარ.

- სა­ბო­ლო­ოდ გარ­დამ­ტე­ხი რა აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­წარ­მედ ჩა­მო­ყა­ლიბ­დით და აქამ­დე მოხ­ვე­დით?

- ალ­ბათ ის, რომ პირ­ვე­ლი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის მერე, რო­დე­საც "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" გა­ნა­ცხა­დი შე­ვი­ტა­ნე, იქაც ვერ აღიქ­ვეს ქალი დურ­გა­ლი და ჩარ­ხი. კი­თხვე­ბი ჰქონ­დათ, - ვის სჭირ­დე­ბაო? რო­დე­საც გა­ნა­ცხა­დი მე­ო­რედ შე­ვავ­სე და და­ფი­ნან­სე­ბა მი­ვი­ღე, მივ­ხვდი, რომ უკვე ხე­ლის ჩაქ­ნე­ვის უფ­ლე­ბა არ მქონ­და. არ უნდა გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი და უნდა მე­მუ­შა­ვა. იმ პე­რი­ოდ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ შე­მიძ­ლია, სამ­ზა­რე­უ­ლო ხა­ზის და­მუ­შა­ვე­ბა.

- და­ფი­ნან­სე­ბა და­ნად­გა­რე­ბის შე­სა­ძე­ნად გჭირ­დე­ბო­დათ?

- კი, რომ მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბი, ჩარ­ხი მე­ყი­და. ეს ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამას­თან ხის წარ­მო­ე­ბას სჭირ­დე­ბა სივ­რცე, მოკ­ლედ, და­ფი­ნან­სე­ბა იმა­ში და­მეხ­მა­რა, რომ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და­მე­ლა­გე­ბი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა სივ­რცეს, ამის­თვის ჩემი ავ­ტო­ფა­რე­ხი გა­მოვ­ყა­ვი. ასე რომ, ეს ავ­ტო­ფა­რეხ­ში და­წყე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სია. ოჯა­ხის წევ­რე­ბი დამ­ცი­ნი­ან, რომ ყვე­ლა დიდ­მა მე­წარ­მემ ასე ავ­ტო­ფა­რეხ­ში და­ი­წყო საქ­მი­ა­ნო­ბა. ვნა­ხოთ, შენ რას იზა­მო?! დღეს უკვე ერთ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ, რო­მე­ლიც მეხ­მა­რე­ბა და თან, სა­დურ­გლო საქ­მეს სწავ­ლობს.

- სამ­ზა­რე­უ­ლოს ხაზ­ზე რას გვე­ტყვით...

- სამ­ზა­რე­უ­ლო ხაზს "აღად­გი­ნე ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო" და­ვარ­ქვი. ვა­კე­თებ სხვა­დას­ხვა ზო­მის ხის კოვ­ზებს, ხის ჩან­გლებს, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია ღო­მის ჩო­გა­ნი. ოჯახ­ში სულ გვქონ­და პრობ­ლე­მა, შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მა ჰქო­ნო­და ღო­მის ჩო­განს, ყო­ფი­ლი­ყო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი. ამი­ტომ ჩემი მკლა­ვი­სა და ღო­მის ქვა­ბის ზო­მის შევ­ქმე­ნი (სა­მეგ­რე­ლო­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყვე­ლას გვაქვს ღო­მის ქვა­ბი) და ის სა­სურ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლას­თვის. დი­ა­სახ­ლი­სე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან, მოს­წონთ.

- შე­იც­ვა­ლა თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- თა­ვი­დან, რო­გორც გი­თხა­რით, სე­რი­ო­ზუ­ლად არ უყუ­რებ­დნენ ამას, მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ, რომ "გა­მივ­ლი­და". მერე მიხ­ვდნენ, რომ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა უკვე სრუ­ლი­ად სხვა ეტაპ­ზე გა­და­ვი­და, რად­გა­ნაც ინ­ტენ­სი­უ­რად ვი­ყა­ვი ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლი. მიხ­ვდნენ, ეს ამას მარ­თლა არ ეშ­ვე­ბა და ჯო­ბია, მხარ­ში ამო­ვუდ­გე­თო... მე­უღ­ლე, ერთი შვი­ლი, 15 წლის ბიჭი მყავს და დედა.

- ახლა რა არის თქვენ­თვის მთა­ვა­რი?

- ვა­კე­თო ეს საქ­მე, რა­საც დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვემ­სა­ხუ­რე­ბი. მომ­ხმა­რე­ბელს ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, თავ­ლებ­ში ვუ­ყუ­რო, და­ვაკ­ვირ­დე, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო მათი სურ­ვი­ლე­ბი. მი­ვა­წო­დო პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გია. ჩემი ნა­ხე­ლა­ვით კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ. ზოგს სა­ჩუქ­რად უნდა - სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია, ადა­მი­ანს ხელი შე­უ­წყო, სხვა გა­ა­ხა­როს. ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ხა­რულს მა­ნი­ჭებს, ჩემს საქ­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვა­ფა­სებ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Natia
0

Warmatebebi❤

მარტა
0

ძალიან ვაფასებ ასეთ მიზანსწრაფულ და ინტერესიან ხალხს. ,,ამ ხელობის ადამიანს ვერ იპოვიო"-ქალბატონმა ბრძანა. სირცხვილი მამაკაცებს, რომლებიც სულ უმუშევრობას ჩივიან და სინამდვილეში ხელი არ უნდათ გაანძრიონ. ცოლის გამოგზავნილ ფულზე ლოთობა ურჩევნიათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"რეგიონში ამ პროფესიის ადამიანს ვერ იპოვით... თავიდან ოჯახმაც არ აღმიქვა სერიოზულად" - ექიმი ქალის გზა დურგლობამდე და ავტოფარეხში დაწყებული ბიზნესის ამბავი

"რეგიონში ამ პროფესიის ადამიანს ვერ იპოვით... თავიდან ოჯახმაც არ აღმიქვა სერიოზულად" - ექიმი ქალის გზა დურგლობამდე და ავტოფარეხში დაწყებული ბიზნესის ამბავი

ქალი დურგალი სამეგრელოდან - თავს ასე გაცნობს და ძალიან მოსწონს, რომ მისი იდენტიფიცირება სწორედ ასე ხდება.

"კი, დურგალი ვარ, ხის ოსტატი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სტატუსით უფრო მეტმა ადამიანმა გამიცნოს. დაიჯეროს თავისი შესაძლებლობების და რაც მე გამომივიდა, სხვასაც შეუძლია, გამოუვიდეს. ამასთან, ნებისმიერ პროფესიას დაეუფლოს, რასაც მოისურვებს," - გვეუბნება ციცინო შენგელია, ზუგდიდელი ქალბატონი, რომელიც პირველი პროფესიით ექიმია. შემდეგ ცხოვრებამ მოიტანა და სამსახური ბანკშიც დაიწყო.

მერე კვალიფიციური სპეციალისტი რომ ყოფილიყო, სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით გააგრძელა. ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციაში არაერთ საინტერესო პროექტზეც მუშაობს, თუმცა დურგლობა მისთვის მაინც უმთავრესია.

მოკლედ, სამედიცინო სფეროსთვის გამზადებული ადამიანი ასე აღმოჩნდა ხის ოსტატი, რის გამოც ახლობლები ეხუმრებიან - ექიმი, მეწარმე, ლიდერი - ამაზე ციცინოს ეღიმება.

"ეს ბოლო სამი წელია, რაც ხის დეკორატიულ დამუშავებაზე აქტიურად გადავერთე. ისე, ბავშვობიდან სულ მიტაცებდა ხელსაქმე. ვცდილობდი, რაღაც გამომსვლოდა, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის ჰობის დონეზე იყო... სამი წლის წინ პირველად შევეხე ლაზერული ჭრის აპარატს და ფანერზე ვიმუშავე, მაგრამ მომეჩვენა, რომ ეს მასალა ცოცხალი არ იყო. ამიტომ მასალის შეცვლა მომინდა, ხის ნაკეთობები მომწონდა, მაგრამ გაირკვა, რომ მას მანქანა-დანადგარები სჭირდება, რომელიც არ მქონდა.

ყველა ხეს თავისებური დამუშავება უნდა. ამიტომ დავიწყე ინტერნეტში სხვადასხვა ვიდეოს ყურება, ხის დამუშავებაზე მასალებსაც ჩავუჯექი - ქართულად სამწუხაროდ ბევრი ლიტერატურა არ გვაქვს და ხელმისაწვდომ სივრცეებშიც არ არის. ერთ მშვენიერ დღეს დავჯექი და ჩემით რაღაც გავაკეთე,“ - გვიყვება ხის ოსტატი.

- პირველად რა შექმენით?

- ერთი პერიოდი ხის ჩანთები ისეთი მოდური და ტრენდული აქსესუარი იყო, რომ ძალიან მომინდა, მქონოდა, რასაც ჩემი ბიუჯეტი ვერ წვდებოდა. ამიტომ საკუთარი ხელით გავაკეთე. ის თექის ელემენტების შერწყმით შევქმენი - ერთმანეთთან დავაკავშირე. ჩემი პირველი ნამუშევრით ზუგდიდში თავი მოვიწონე. კარგი გამოხმაურება ჰქონდა. მეკითხებოდნენ - სად შევიძინე, რა გადავიხადე - კომპლიმენტებით კარგად გავერთე. მერე სხვებმაც მთხოვეს, გაგვიკეთე და გადავიხდითო. თან რამდენიმე მსურველი მოგროვდა. უკვე დავფიქრდი, - ამან შეიძლება, ეკონომიურად სარგებელიც მომიტანოს-მეთქი, გარდა იმისა, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებდა.

- ე.ი. თავიდან ბიზნესსა და წარმოებაზე არ ფიქრობდით...

- არა - თავიდან უბრალოდ სტრესული გარემოსგან თავის დასაცავად ხეზე მუშაობით თერაპია მინდოდა მიმეღო... სხვათა შორის, ჩემი ოჯახის წევრებსაც ასეთი განწყობა ჰქონდათ - რამდენი ხანი იქნება ასე, მალე „გადაუვლის“, სერიოზულად ვერ აღიქვეს, რა დურგალი ქალი? რა ჩარხი? - ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ. მსგავსი განწყობა სხვებსაც ჰქონდა, ქალი და ხეზე მუშაობა არასერიოზულია. თან ისეა, რომ ეს სფერო სულ კაცებს აქვთ დაკავებული...

- ქალი დურგალი აქამდე არც შემხვედრია... მოკლედ, სტერეოტიპი დაამსხვრიეთ...

- მით უფრო, რეგიონში ამ პროფესიის ადამიანს ვერ იპოვით... ჩემთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო... ტრენინგებზე ვასწავლი, რომ შეგიძლიათ, ბევრ რამეს მიაღწიოთ, შეცვალოთ, გააკეთოთ. ჰოდა, მივხვდი, რომ თუ თავს როგორც ქალი დურგალი დავაფიქსირებდი, ეს სხვა ქალებისთვის მაგალითი, სტიმული შეიძლება, ყოფილიყო. თუმცა მართლა ბევრი დაბრკოლებაა, როდესაც ქალი მეწარმეობაში ხარ.

- საბოლოოდ გარდამტეხი რა აღმოჩნდა, რომ მეწარმედ ჩამოყალიბდით და აქამდე მოხვედით?

- ალბათ ის, რომ პირველი წარუმატებელი მცდელობის მერე, როდესაც "აწარმოე საქართველოში" განაცხადი შევიტანე, იქაც ვერ აღიქვეს ქალი დურგალი და ჩარხი. კითხვები ჰქონდათ, - ვის სჭირდებაო? როდესაც განაცხადი მეორედ შევავსე და დაფინანსება მივიღე, მივხვდი, რომ უკვე ხელის ჩაქნევის უფლება არ მქონდა. არ უნდა გავჩერებულიყავი და უნდა მემუშავა. იმ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ შემიძლია, სამზარეულო ხაზის დამუშავება.

- დაფინანსება დანადგარების შესაძენად გჭირდებოდათ?

- კი, რომ მანქანა-დანადგარები, ჩარხი მეყიდა. ეს ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ხის წარმოებას სჭირდება სივრცე, მოკლედ, დაფინანსება იმაში დამეხმარა, რომ პრიორიტეტები დამელაგებინა. რაც შეეხება სივრცეს, ამისთვის ჩემი ავტოფარეხი გამოვყავი. ასე რომ, ეს ავტოფარეხში დაწყებული ბიზნესია. ოჯახის წევრები დამცინიან, რომ ყველა დიდმა მეწარმემ ასე ავტოფარეხში დაიწყო საქმიანობა. ვნახოთ, შენ რას იზამო?! დღეს უკვე ერთ ახალგაზრდა გოგონასთან ვთანამშრომლობ, რომელიც მეხმარება და თან, სადურგლო საქმეს სწავლობს.

- სამზარეულოს ხაზზე რას გვეტყვით...

- სამზარეულო ხაზს "აღადგინე ქართული სამზარეულო" დავარქვი. ვაკეთებ სხვადასხვა ზომის ხის კოვზებს, ხის ჩანგლებს, ყველაზე პოპულარულია ღომის ჩოგანი. ოჯახში სულ გვქონდა პრობლემა, შესაბამისი ფორმა ჰქონოდა ღომის ჩოგანს, ყოფილიყო მოსახერხებელი. ამიტომ ჩემი მკლავისა და ღომის ქვაბის ზომის შევქმენი (სამეგრელოში, მოგეხსენებათ, ყველას გვაქვს ღომის ქვაბი) და ის სასურველი აღმოჩნდა ყველასთვის. დიასახლისები კმაყოფილები არიან, მოსწონთ.

- შეიცვალა თქვენი საქმიანობის მიმართ ოჯახის წევრების დამოკიდებულება?

- თავიდან, როგორც გითხარით, სერიოზულად არ უყურებდნენ ამას, მოლოდინი ჰქონდათ, რომ "გამივლიდა". მერე მიხვდნენ, რომ ჩემი საქმიანობა უკვე სრულიად სხვა ეტაპზე გადავიდა, რადგანაც ინტენსიურად ვიყავი ამ ყველაფერში ჩართული. მიხვდნენ, ეს ამას მართლა არ ეშვება და ჯობია, მხარში ამოვუდგეთო... მეუღლე, ერთი შვილი, 15 წლის ბიჭი მყავს და დედა.

- ახლა რა არის თქვენთვის მთავარი?

- ვაკეთო ეს საქმე, რასაც დიდი სიყვარულით ვემსახურები. მომხმარებელს ყოველთვის ვცდილობ, თავლებში ვუყურო, დავაკვირდე, გავითვალისწინო მათი სურვილები. მივაწოდო პოზიტიური ენერგია. ჩემი ნახელავით კმაყოფილები იყვნენ. ზოგს საჩუქრად უნდა - სასიამოვნო პროცესია, ადამიანს ხელი შეუწყო, სხვა გაახაროს. ეს ყველაფერი სიხარულს მანიჭებს, ჩემს საქმე განსაკუთრებულად ვაფასებ.