სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ცოტა გაუჭირდა, მაგრამ დერეფანში 5 წუთის განმავლობაში პირველად გაიარ-გამოიარა" - რას ამბობს ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
"ცოტა გაუჭირდა, მაგრამ დერეფანში 5 წუთის განმავლობაში პირველად გაიარ-გამოიარა" - რას ამბობს ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

სა­ხელ­მწი­ფო კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რის, ექიმ ელე­ნე გი­ორ­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დი­ნა­მი­კა არის და­დე­ბი­თი და ნელ-ნელა ყვე­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წეს­რიგ­დე­ბა.

ამის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­თან გა­ნუ­ცხა­და.

"ჩვენ ყო­ველ­დღე მივ­ყვე­ბით პროგ­რა­მას. მისი ორ­გა­ნიზ­მი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მუ­რად მი­დის. ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კე­ნაა. რამ­დე­ნი დრო დას­ჭირ­დე­ბა, ნამ­დვი­ლად არ ვი­ცით. ყო­ველ­დღი­უ­რად ამი­ტო­მაც მოვ­დი­ვართ, რომ მახ­ვედ­რე­ბენ ანა­ლი­ზებს, ვა­ფა­სებთ მის მდგო­მა­რე­ო­ბას, ისევ ვგეგ­მავთ სა­ღა­მოს და მე­ო­რე დი­ლას. გუ­შინ ამ­დე­ნი ხნის შიმ­ში­ლის შემ­დეგ, ადი­ნა­მი­ის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა გვქონ­და დე­რე­ფან­ში გა­ტა­რე­ბის, გა­უ­ჭირ­და ცოტა, თუმ­ცა გუ­შინ სა­ღა­მოს შეძ­ლო, რომ 5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაირ-გა­მო­ი­ა­რა. ნელ-ნელა ამ ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვა­საც და­ვუ­მა­ტებთ, მაგ­რამ ეს მოხ­დე­ბა ნელ-ნელა და კონ­ტრო­ლის ქვეშ. დღეს ისევ კარ­დი­ოგ­რა­მა, ექოს­კო­პი­ე­ბი გა­უ­კეთ­და. ყვე­ლა­ფერს ყო­ველ­დღე ვა­მოწ­მებთ. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს კი­თხვას, რომ #18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უკეთ იყო, ვიდ­რე აქ და რა არის ამის მი­ზე­ზი, ჩვენ პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, ვინც პირ­ვე­ლი კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რე­ბი ვართ, ვმარ­თავ­დით ამ პა­ცი­ენტს, როცა ის #12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იყო. იქ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი, ანა­ლი­ზე­ბიც მე­ჭი­რა ხელ­ში და მისი მდგო­მა­რე­ო­ბაც ვი­ცო­დი. როცა გა­და­იყ­ვა­ნეს #18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, პა­ცი­ენ­ტმა გა­მო­ა­ცხა­და რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე უარი, ისე ანა­ლი­ზებ­ზე. მე ვერ ვი­სა­უბ­რებ პა­ცი­ენტზე, როცა არ ვიცი მისი კლი­ნი­კა და ხელ­ში არ მი­ჭი­რავს მისი ანა­ლი­ზე­ბი. ჩვენ ვნა­ხეთ მხო­ლოდ იმ დღეს, როცა აქ გად­მოგ­ვყავ­და. იმის შემ­დეგ შა­ბა­თი­დან ყო­ველ­დღე აქ ვარ. დი­ნა­მი­კა არის და­დე­ბი­თი, ყვე­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნელ-ნელა წეს­რიგ­დე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Нене
0

Аба рогор шедзлебс 29 сасамартлозе мисвлас екимиц да пациентиц ориве иткуеба пагарати да енуреи агараквс гварамиа амбобс д миси украинели адвокати псикокури ашлилоба аквсо квелазе марталс миси швили амбобс нацсектас мишас сиквдили унда имитом чирдебодат украинели снаипери. Мишам пири ром ар моагос

ოპიუმი
7

თუ ვერ დადის იფორთხიალოს, მაინც გორშია ეგ შარლატანი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ცოტა გაუჭირდა, მაგრამ დერეფანში 5 წუთის განმავლობაში პირველად გაიარ-გამოიარა" - რას ამბობს ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ცოტა გაუჭირდა, მაგრამ დერეფანში 5 წუთის განმავლობაში პირველად გაიარ-გამოიარა" - რას ამბობს ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

სახელმწიფო კონსილიუმის წევრის, ექიმ ელენე გიორგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა არის დადებითი და ნელ-ნელა ყველა ლაბორატორიული მაჩვენებელი წესრიგდება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განუცხადა.

"ჩვენ ყოველდღე მივყვებით პროგრამას. მისი ორგანიზმი ამის საშუალებას გვაძლევს. ყველაფერი გეგმურად მიდის. ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენაა. რამდენი დრო დასჭირდება, ნამდვილად არ ვიცით. ყოველდღიურად ამიტომაც მოვდივართ, რომ მახვედრებენ ანალიზებს, ვაფასებთ მის მდგომარეობას, ისევ ვგეგმავთ საღამოს და მეორე დილას. გუშინ ამდენი ხნის შიმშილის შემდეგ, ადინამიის შემდეგ, პირველი მცდელობა გვქონდა დერეფანში გატარების, გაუჭირდა ცოტა, თუმცა გუშინ საღამოს შეძლო, რომ 5 წუთის განმავლობაში გაირ-გამოიარა. ნელ-ნელა ამ ფიზიკურ დატვირთვასაც დავუმატებთ, მაგრამ ეს მოხდება ნელ-ნელა და კონტროლის ქვეშ. დღეს ისევ კარდიოგრამა, ექოსკოპიები გაუკეთდა. ყველაფერს ყოველდღე ვამოწმებთ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ #18 დაწესებულებაში უკეთ იყო, ვიდრე აქ და რა არის ამის მიზეზი, ჩვენ პირველივე დღიდან, ვინც პირველი კონსილიუმის წევრები ვართ, ვმართავდით ამ პაციენტს, როცა ის #12 დაწესებულებაში იყო. იქ ყველაფერი ვიცოდი, ანალიზებიც მეჭირა ხელში და მისი მდგომარეობაც ვიცოდი. როცა გადაიყვანეს #18 დაწესებულებაში, პაციენტმა გამოაცხადა როგორც სამედიცინო დახმარებაზე უარი, ისე ანალიზებზე. მე ვერ ვისაუბრებ პაციენტზე, როცა არ ვიცი მისი კლინიკა და ხელში არ მიჭირავს მისი ანალიზები. ჩვენ ვნახეთ მხოლოდ იმ დღეს, როცა აქ გადმოგვყავდა. იმის შემდეგ შაბათიდან ყოველდღე აქ ვარ. დინამიკა არის დადებითი, ყველა ლაბორატორიული მაჩვენებელი ნელ-ნელა წესრიგდება,“- განაცხადა გიორგაძემ.