სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სინანული ასწორებს ადამიანს, ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება" - რაზე იქადაგა პატრიარქმა?
"სინანული ასწორებს ადამიანს, ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება" - რაზე იქადაგა პატრიარქმა?

სა­ქარ­თვე­ლო მუ­დამ იყო გან­საც­დელ­ში და მუ­დამ მო­ნა­ნი­ე­ბით თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

უწ­მინ­დეს­მა მრევლს წმინ­და გი­ორ­გის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა.

"გი­ლო­ცავთ. წმინ­და გი­ორ­გი იყოს მფარ­ვე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა, მსოფ­ლი­ო­სი. ჩვენ ვცხოვ­რობთ რთულ დროს, როცა მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლი არის ჩვენს გარ­შე­მო, მაგ­რამ ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ადა­მი­ა­ნი არას­დროს არ არის მი­ტო­ვე­ბუ­ლი ღვთი­სა­გან. ადა­მი­ა­ნი არის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ. წმინ­და გი­ორ­გი იყო გან­საც­დელ­ში, წმინ­და გი­ორ­გი იყო მხე­დარ­თმთა­ვა­რი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი იმ­პე­რა­ტო­რის. იმ­პე­რა­ტო­რი დი­ოკ­ლი­ტი­ა­ნე პა­ტი­ვის­ცე­მით უყუ­რებ­და მას, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბულ­მა სარ­წმუ­ნო­ე­ბამ, ქრის­ტი­ა­ნო­ბამ შე­აც­ვლე­ვი­ნა მას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ გან­საც­დე­ლი არის სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ას­წო­რებს ადა­მი­ანს.

გან­საც­დე­ლი არის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ღმერ­თი მო­დის ჩვენ­თან. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი იყოს დე­და­მი­წა­ზე და ცოდ­ვა არ ჩა­ი­დი­ნოს, მაგ­რამ ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს ის, რომ სი­ნა­ნუ­ლი ას­წო­რებს ადა­მი­ანს. ვი­საც არ შე­უძ­ლია სი­ნა­ნუ­ლი, მას არ შე­უძ­ლია გა­მოს­წო­რე­ბა. ჩვენ ვცხოვ­რობთ ისეთ დროს, როცა მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლი არის ჩვენს გარ­შე­მო, მაგ­რამ ღმერ­თი მო­წყა­ლეა, ღმერ­თი ხე­დავს როლ­სა კა­ცი­სა­სა და ჩვენ იმედს არ ვკარ­გავთ, რომ უფა­ლი შეგ­ვი­წყა­ლებს ჩვენ. მე მინ­და კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნოთ, რომ გან­საც­დე­ლი არის მრა­ვა­ლი ჩვენს წი­ნა­შე, მაგ­რამ ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა ეს არის მო­ნა­ნი­ე­ბა ცოდ­ვი­სა. „ჰე, უფა­ლო მო­მა­ნი­ჭე მე გან­ცდაი თვის­თა ცოდ­ვა­თა და არა გან­კი­თხვა ძმი­სა ჩე­მი­სა“.

ჩვენ უნდა შე­ვი­კი­თხოთ ჩვენს გო­ნე­ბას ჩვენ თვი­თონ, ჩვენ მო­ვი­ნა­ნი­ეთ ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბი? ღმერ­თი არის სიყ­ვა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი შეც­ვლის ადა­მი­ანს. სიყ­ვა­რუ­ლი ანი­ჭებს სი­ცო­ცხლეს. სიყ­ვა­რულ­მა დაგ­ლო­ცოთ, ღვთის სიყ­ვა­რულ­მა გა­გა­თა­ვი­სუფ­ლოთ თქვენ და ჩვენ და მთე­ლი მსოფ­ლიო გან­საც­დე­ლი­სა­გან. გი­ლო­ცავთ ამ დიდ დღე­სას­წა­ულს. სა­ქარ­თვე­ლო მუ­დამ იყო გან­საც­დელ­ში და მუ­დამ მო­ნა­ნი­ე­ბით თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და.

ყვე­ლას გი­ლო­ცავთ გი­ორ­გო­ბას. გი­ორ­გო­ბა ეს არის ჩვე­ნი დიდი დღე­სას­წა­უ­ლი“, - ბრძა­ნა ილია მე­ო­რემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Bidzina
3

ვინ დაგნიშნა?და როდის?რატომ არასდროს დამდგარხარ ეროვნულის გვერდით?არც ზვიადის და არც მერაბის გვერდით .დადექი კომუნისტი ბაბუს გვერდში და კი მონათლეს გიორგით.დღესაცეგრეა ვინ გამოგზავნა მეორე?

შალვა
1

გილოცავთ, უწმინდესო და უნეტარესო, ვთხოვთ უფალს, წმინდა გიორგის წინამძღოლობით, გადაგვარჩინოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"სინანული ასწორებს ადამიანს, ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება" - რაზე იქადაგა პატრიარქმა?

"სინანული ასწორებს ადამიანს, ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება" - რაზე იქადაგა პატრიარქმა?

საქართველო მუდამ იყო განსაცდელში და მუდამ მონანიებით თავისუფლდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა მრევლს წმინდა გიორგის დღესასწაული მიულოცა.

"გილოცავთ. წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა, მსოფლიოსი. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისაგან. ადამიანი არის მფარველობის ქვეშ. წმინდა გიორგი იყო განსაცდელში, წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი და საყვარელი ადამიანი იმპერატორის. იმპერატორი დიოკლიტიანე პატივისცემით უყურებდა მას, მაგრამ განსხვავებულმა სარწმუნოებამ, ქრისტიანობამ შეაცვლევინა მას დამოკიდებულება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელიც ასწორებს ადამიანს.

განსაცდელი არის საშუალება, რომლითაც ღმერთი მოდის ჩვენთან. არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს როლსა კაცისასა და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენს წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება ეს არის მონანიება ცოდვისა. „ჰე, უფალო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“.

ჩვენ უნდა შევიკითხოთ ჩვენს გონებას ჩვენ თვითონ, ჩვენ მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები? ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული შეცვლის ადამიანს. სიყვარული ანიჭებს სიცოცხლეს. სიყვარულმა დაგლოცოთ, ღვთის სიყვარულმა გაგათავისუფლოთ თქვენ და ჩვენ და მთელი მსოფლიო განსაცდელისაგან. გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. საქართველო მუდამ იყო განსაცდელში და მუდამ მონანიებით თავისუფლდებოდა.

ყველას გილოცავთ გიორგობას. გიორგობა ეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული“, - ბრძანა ილია მეორემ.