ავტორი:

"დღეს პირველად ვჭამ საჭმელს... ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც" - რას წერს ელენე ხოშტარია კლინიკიდან?

"დღეს პირველად ვჭამ საჭმელს... ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც" - რას წერს ელენე ხოშტარია კლინიკიდან?

"დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეიდან საკვების მიღება დაიწყო. როგორც "ფეისბუქზე" წერს, გამოჯანმრთელების დინამიკა კარგი აქვს.

"სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს, კითხვა დავიწყე, ’ბასეინში წყალიც ჩამისხეს’.

დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც…

დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან. მადლობა ნიუ ჰოსპიტალს" - წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა.