ქუთაისში, კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში გალის მკვიდრს, პატარა ემილი შაკაიას მკურნალობენ.
ემილი სულ რაღაც 6 თვის არის.
“როგორც გაირკვა, პატარა პაციენტი დაძინებას აკვანში იყო მიჩვეული, ამიტომაც მის გარეშე ვერ იძინებდა. ამის გათვალისწინებით, კლინიკის გუნდმა იზრუნა იმაზე, რომ ემილის აკვანი და ტკბილი ძილის შესაძლებლობა ჰქონოდა", - ნათქვამია კლინიკის ოფიციალურ facebook გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, კლინიკის კოვიდცენტრის ბავშვთა განყოფილება 12 წლამდე ასაკის პაციენტებს დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იღებს და მათ შესაბამის მკურნალობას უწევს.