"მიხეილ სააკაშვილი წირავდა იმ დეპუტატებს, რომლებიც მის გამო შიმშილობდნენ, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ადამიანები არ გაწირა" - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მისი გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, თუმცა, სააკაშვილი როგორც გლდანის, ასევე რუსთავის დაწესებულებაშიც სათანადო სამედიცინო დახმარებას იღებდა.
"საერთო ჯამში, იმ 50 დღის განმავლობაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მე-12 და შემდეგ მე- 18 დაწესებულებაში გაატარა, არ ყოფილა არც ერთი წუთი, როცა მას არ მიეღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება. რაც შეეხება მე-18 დაწესებულებაში ყოფნას თუ მის გადაყვანას, იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ის მიდგომა, რომ იყვნენ ადამიანები, ვინც გაწირა მიხეილ სააკაშვილმა, მათ შორის დეპუტატებს წირავდა, ვინც მის გამო შიმშილობდა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ადამიანები არ გაწირა, ესეც ერთ- ერთი განმაპირობებელი საკითხი იყო ამ გადაწყვეტილების,"- განაცხადა პაპუაშვილმა.