ავტორი:

როგორია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

როგორია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

"ნიუ ჰოსპიტალსის“ მორიგე ექიმის, თერაპევტის ვალერიან ლობჟანიძის განცხადებით, "დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და რაიმე სახის გართულება მოსალოდნელი არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს სამედიცინო ჩარევა უტარდება და ეტაპობრივად მოხდება კვების რაციონის გაზრდა.

"ქალბატონი ელენეს მდგომარეობა არის სტაბილური, ვიტალური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. ამ ეტაპზე რაიმე სახის გართულება მოსალოდნელი არ არის. შემოსვლისას იყო მცირედი ელექტროლიტური დისბალანსი, რომელიც ამჟამად სრულად აღდგენილია.

დაწყებულია სპეციალური საკვები საშუალებით ენტერალური კვება, აგრეთვე საჭიროებისამებრ ინტრავენური ინფუზიები უტარდება სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის შესანარჩუნებლად. იღებს დანიშნულ საშუალებებს, რომლის მიღებაც გუშინ დაიწყო. ეტაპობრივად მოხდება კვების რაციონის გაზრდა “, - განაცხადა ექიმმა.

ინფორმაციისთვის, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა.