ავტორი:

"და აი ისიც! პირველი ჭამა! ცხიმის გემოც აქვს, მარილისაც, ნამცხვრისაც" - რას წერს ელენე ხოშტარია კლინიკიდან?

"და აი ისიც! პირველი ჭამა! ცხიმის გემოც აქვს, მარილისაც, ნამცხვრისაც" - რას წერს ელენე ხოშტარია კლინიკიდან?

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია 17 დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს "ნიუ ჰოსპიტალსში" გადის. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, ხოშტარიამ საკვების მიღება უკვე დაიწყო.

"და აი ისიც! პირველი ჭამა! ეს რაღაც წვენია, საუზმე. ცხიმის გემოც აქვს, მარილისაც, ნამცხვრისაც და ცომისაც.

ძალიან უცნაური შეგრძნებაა პაუზის შემდეგ ეგ გემოები. დიდი ხნის უნახავი მეგობარი ამერიკიდან რომ ჩამოდიოდა ხოლმე 90 იანებში, ეგრეა" - წერს ხოშტარია "ფეისბუქზე".

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღე იშიმშილა. მან შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.