სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ახალი სისხლი თუ კრემლის კადრი - ვინ არის 31 წლის ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს?
ახალი სისხლი თუ კრემლის კადრი - ვინ არის 31 წლის ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად ინალ არ­ძინ­ბა და­ნიშ­ნეს. ბრძა­ნე­ბას ხელი უკვე მო­ა­წე­რა პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბოლო პრო­ცე­სე­ბის მი­ხედ­ვით, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მხარ­და­ჭე­რას კარ­გავს. არ­ძინ­ბას წი­ნა­მორ­ბე­დი დაურ კოვე, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი კად­რი იყო, სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­დაჰ­ყავთ, თუმ­ცა, სად - ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ინალ არ­ძინ­ბას თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­გი­ლობ­რივ­თა აზრი ორად გა­ი­ყო. ზო­გი­ერ­თის მო­საზ­რე­ბით, მისი რუ­სუ­ლი კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რაც ბევ­რის­თვის უსი­ა­მოვ­ნო ასო­ცი­ა­ცი­ებს იწ­ვევს - 31 წლის ინალ არ­ძინ­ბა დიდი ხა­ნია აფხა­ზურ პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რი ფი­გუ­რაა, ოღონდ ყო­ველ­თვის კრემ­ლი­სა და რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს ორ­ბი­ტა­ზე ტრი­ა­ლებ­და.

არ­ძინ­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­ხელ­მწი­ფო მრჩე­ვე­ლი იყო, უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ახალ­გაზ­რდა ინალ არ­ძინ­ბა უფრო იდე­ო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით არის აქ­ტი­უ­რი, რაც კარ­გად ეს­მით აფხა­ზეთ­ში.

რე­გი­ონ­ში, სა­დაც წლე­ბია სა­ეკ­ლე­სიო გან­ხეთ­ქი­ლე­ბა აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს, დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით არ სარ­გებ­ლობს რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის მარ­ჯვე­ნა ხელი, ბე­სა­რი­ონ აპ­ლია, რო­მე­ლიც წლე­ბია ქა­და­გებს, რომ აფხა­ზუ­რი ეკ­ლე­სი­ის გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ მო­საზ­რე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ემიჯ­ნე­ბი­ან დო­რო­თეი დბა­რის (აფხა­ზე­თის ე. წ. წმინ­და მიტ­რო­პო­ლი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, არ­ქი­მან­დრი­ტი) გარ­შე­მო შე­მოკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­ად­გე­ნენ.

შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თვის არც რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რი­ლე­სა და ბე­სა­რი­ონ აპ­ლი­ას შო­რის შუ­ა­მა­ვა­ლი ინალ არ­ძინ­ბას კად­რი იყო მი­სა­ღე­ბი, მით უფრო, სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ინალ არ­ძინ­ბა, აფხა­ზე­თის ე.წ. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას ნა­თე­სა­ვია. მა­მა­მი­სი 90-იანი წლე­ბის ე.წ. ომის გმი­რი და ვე­ტე­რა­ნი, ლეონ მე­ფის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რია. დე­და­მი­სი ბიზ­ნეს­მე­ნი, მა­ნა­ნა თარ­ბა, სო­ხუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მია. ბი­ძა­მი­სი კი, "ვე­ტე­რან­თა პარ­ტი­ის ამ­ცა­ხა­რას" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აფხა­ზუ­რი ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი იყო. ის 2003 წელს, მოს­კოვ­ში, გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში მოკ­ლეს.

კრემ­ლის კარ­ზე გაზ­რდილ 30 წლის ინალ არ­ძინ­ბას აფხა­ზუ­რი მე­დია მა­ში­ნაც აპი­ა­რებ­და, რო­დე­საც რაულ ხა­ჯიმ­ბას გა­დად­გო­მა გარ­და­უ­ვა­ლი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მის ად­გი­ლას ასლნა ბჟა­ნია მო­ვი­და და რო­დე­საც ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი მო­წამ­ლეს, არ­ძინ­ბას გვა­რი კი­დევ ერთხელ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ახალ­გაზ­რდა არ­ძინ­ბამ ახა­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის "აფხა­ზე­თის მო­მა­ვა­ლის" შექ­მნა და­ა­ა­ნონ­სა, თუმ­ცა, მა­შინ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა ვერ შედ­გა. აფხა­ზე­ბი მის კან­დი­და­ტუ­რას აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით არ შეხ­ვედ­რი­ან, ვი­ნა­ი­დან მა­შინ ინალ არ­ძინ­ბა რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის, კი­რი­ლის ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე იყო.

უფრო ადრე კი, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის (აფხა­ზე­თი­სა და"ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის"რეს­პუბ­ლი­კებ­თან სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლო­ში) დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რის, ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვის ფა­ვო­რი­ტი იყო. ასეა ახ­ლაც... ქარ­თულ მხა­რეს­თან დი­ა­ლო­გის სა­კი­თხებ­ში, მისი პო­ზი­ცია მკვეთ­რად ხის­ტი და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი იყო.

"ჯერ გვა­ღი­ა­რონ, შემ­დეგ ვი­სა­უბ­რებთ..." - 2015 წელს, არ­ძინ­ბა თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვის, აქ­ტი­უ­რო­ბი­სა და ხის­ტი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, უკ­რა­ი­ნამ სერ­გეი შო­ი­გუს, ვლდის­ლავ სურ­კოვ­სა და სხვა პი­რებ­თან ერ­თად, შავ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა.

აფხა­ზე­ბის ნა­წი­ლის­თვის ის რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და კრემ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ კად­რად აღიქ­მე­ბა. აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ინალ არ­ძინ­ბას და­ნიშნ­ვით კი­დევ უფრო ცხა­დი გახ­და, რომ ალექ­სან­დრე ან­ქვაბს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი სიმ­ბო­ლუ­რად უკა­ვია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ის ამ პოსტზე რუ­სუ­ლი კად­რის და­ნიშ­ვნას არ და­უშ­ვებ­და.

"ეტყო­ბა, ან­ქვაბს კო­ვიდ­მა მძი­მე კვა­ლი და­უ­ტო­ვა. სხვა ახ­სნას ვერ ვხე­დავ. ბჟა­ნია კი, ერთ დროს მკა­ფი­ოდ პრო­ა­ფხა­ზუ­რი კად­რი, თან­და­თან კრემ­ლის მსა­ხურს ემ­სგავ­სე­ბა.

რა სამ­წუ­ხა­როა, ამ­დე­ნი იმედ­გაც­რუ­ე­ბა. დღე­სა­ვით ნა­თე­ლია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ქვე­ყა­ნა­ში ენერ­გოკ­რი­ზი­სის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად ხდე­ბა, ცოტა ხან­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რაკ­საც შევ­წყვეტთ..." - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლუ­ი­ზა ბგან­ბა.

"ბჟა­ნი­ამ ინალ არ­ძინ­ბას პერ­სპექ­ტი­უ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია უწო­და - რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა? რუ­სეთ­მა დაგ­ვი­ნიშ­ნა მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრიც იქ­ნე­ბა, პრე­ზი­დენ­ტიც და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც. ახალ­გაზ­რდა არ­ძინ­ბას კი, აფხა­ზუ­რი და მით უფრო მისი დიდი წი­ნაპ­რის­გან გა­მო­ყო­ლი­ლი მხო­ლოდ გვა­რი შე­მორ­ჩა. გულ­სატ­კე­ნია, რომ ბჟა­ნია სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დის" - მი­აჩ­ნია ჯონი აბა­კე­ლი­ას.

"რუ­სე­თი ვა-ბანკზე წა­ვი­და... კრემლში ჩვენს რე­აქ­ცი­ას ტეს­ტა­ვენ. ახლა ოპო­ზი­ცი­ამ და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა და­ა­ნა­ხონ მთა­ვარ მო­კავ­ში­რეს, რომ აფხა­ზე­თი კად­რებს სხვი­სი კარ­ნა­ხით არ ნიშ­ნავს" - წერს ელია ჯო­პუა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

ფრთხილად იყავი ინალ არძინბა, უფროსი არძინბას ბედი არ გაიზიარო, რასაც არ გისურვებ, მალე ქართველების ძვლები გაგეჩხირებათ ყელში

nn
1

დაიწყეს და დაამთავრებენ არძინბათი აფსუები არსებობას! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ახალი სისხლი თუ კრემლის კადრი - ვინ არის 31 წლის ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს?

ახალი სისხლი თუ კრემლის კადრი - ვინ არის 31 წლის ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს?

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა დანიშნეს. ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რომელიც რეგიონში განვითარებული ბოლო პროცესების მიხედვით, მოსახლეობაში მხარდაჭერას კარგავს. არძინბას წინამორბედი დაურ კოვე, რომელიც ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კადრი იყო, სხვა თანამდებობაზე გადაჰყავთ, თუმცა, სად - ჯერჯერობით უცნობია.

ინალ არძინბას თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ადგილობრივთა აზრი ორად გაიყო. ზოგიერთის მოსაზრებით, მისი რუსული კავშირების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, რაც ბევრისთვის უსიამოვნო ასოციაციებს იწვევს - 31 წლის ინალ არძინბა დიდი ხანია აფხაზურ პოლიტიკაში აქტიური ფიგურაა, ოღონდ ყოველთვის კრემლისა და რუსეთის საპატრიარქოს ორბიტაზე ტრიალებდა.

არძინბა დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მრჩეველი იყო, უკრაინის მიმართულებით. ახალგაზრდა ინალ არძინბა უფრო იდეოლოგიური მიმართულებით არის აქტიური, რაც კარგად ესმით აფხაზეთში.

რეგიონში, სადაც წლებია საეკლესიო განხეთქილება აქტუალობას არ კარგავს, დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობს რუსეთის პატრიარქის მარჯვენა ხელი, ბესარიონ აპლია, რომელიც წლებია ქადაგებს, რომ აფხაზური ეკლესიის გადარჩენა მხოლოდ რუსული ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. ამ მოსაზრებას კატეგორიულად ემიჯნებიან დოროთეი დბარის (აფხაზეთის ე. წ. წმინდა მიტროპოლიის ხელმძღვანელი, არქიმანდრიტი) გარშემო შემოკრებილი ადამიანები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ.

შესაბამისად, მათთვის არც რუსეთის პატრიარქ კირილესა და ბესარიონ აპლიას შორის შუამავალი ინალ არძინბას კადრი იყო მისაღები, მით უფრო, საგარეო მიმართულებით.

ინალ არძინბა, აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავია. მამამისი 90-იანი წლების ე.წ. ომის გმირი და ვეტერანი, ლეონ მეფის ორდენის კავალერია. დედამისი ბიზნესმენი, მანანა თარბა, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმია. ბიძამისი კი, "ვეტერანთა პარტიის ამცახარას" ერთ-ერთი დამფუძნებელი და აფხაზური ბატალიონის მეთაური იყო. ის 2003 წელს, მოსკოვში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

კრემლის კარზე გაზრდილ 30 წლის ინალ არძინბას აფხაზური მედია მაშინაც აპიარებდა, როდესაც რაულ ხაჯიმბას გადადგომა გარდაუვალი იყო. მოგვიანებით, მის ადგილას ასლნა ბჟანია მოვიდა და როდესაც ე.წ. პრეზიდენტი მოწამლეს, არძინბას გვარი კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. რამდენიმე წლის წინ, ახალგაზრდა არძინბამ ახალი ოპოზიციური პარტიის "აფხაზეთის მომავალის" შექმნა დააანონსა, თუმცა, მაშინ მისი პოლიტიკური კარიერა ვერ შედგა. აფხაზები მის კანდიდატურას აღფრთოვანებით არ შეხვედრიან, ვინაიდან მაშინ ინალ არძინბა რუსეთის პატრიარქის, კირილის ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

უფრო ადრე კი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის (აფხაზეთისა და"ე.წ. სამხრეთ ოსეთის"რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში) დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და პუტინთან დაახლოებული პირის, ვლადისლავ სურკოვის ფავორიტი იყო. ასეა ახლაც... ქართულ მხარესთან დიალოგის საკითხებში, მისი პოზიცია მკვეთრად ხისტი და სეპარატისტული იყო.

"ჯერ გვაღიარონ, შემდეგ ვისაუბრებთ..." - 2015 წელს, არძინბა თავისი პოლიტიკური ხედვის, აქტიურობისა და ხისტი განცხადებების გამო, უკრაინამ სერგეი შოიგუს, ვლდისლავ სურკოვსა და სხვა პირებთან ერთად, შავ სიაში შეიყვანა.

აფხაზების ნაწილისთვის ის რუსული პოლიტიკისა და კრემლის ინტერესების გამტარებელ კადრად აღიქმება. აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ინალ არძინბას დანიშნვით კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ალექსანდრე ანქვაბს პრემიერ-მინისტრის პოსტი სიმბოლურად უკავია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ პოსტზე რუსული კადრის დანიშვნას არ დაუშვებდა.

"ეტყობა, ანქვაბს კოვიდმა მძიმე კვალი დაუტოვა. სხვა ახსნას ვერ ვხედავ. ბჟანია კი, ერთ დროს მკაფიოდ პროაფხაზური კადრი, თანდათან კრემლის მსახურს ემსგავსება.

რა სამწუხაროა, ამდენი იმედგაცრუება. დღესავით ნათელია, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში ენერგოკრიზისის აღმოსაფხვრელად ხდება, ცოტა ხანში დამოუკიდებლობაზე ლაპარაკსაც შევწყვეტთ..." - წერს სოციალურ ქსელში ლუიზა ბგანბა.

"ბჟანიამ ინალ არძინბას პერსპექტიული ინვესტიცია უწოდა - რაში გამოიხატება? რუსეთმა დაგვინიშნა მინისტრი, რომელიც მინისტრიც იქნება, პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც. ახალგაზრდა არძინბას კი, აფხაზური და მით უფრო მისი დიდი წინაპრისგან გამოყოლილი მხოლოდ გვარი შემორჩა. გულსატკენია, რომ ბჟანია საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდის" - მიაჩნია ჯონი აბაკელიას.

"რუსეთი ვა-ბანკზე წავიდა... კრემლში ჩვენს რეაქციას ტესტავენ. ახლა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა დაანახონ მთავარ მოკავშირეს, რომ აფხაზეთი კადრებს სხვისი კარნახით არ ნიშნავს" - წერს ელია ჯოპუა.