ავტორი:

"ჩვენ მეორედ დავიბადეთ!" - რას წერს ელენე ხოშტარიას დედა შვილის გადაწყვეტილების შემდეგ?

"ჩვენ მეორედ დავიბადეთ!" - რას წერს ელენე ხოშტარიას დედა შვილის გადაწყვეტილების შემდეგ?

"დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას დედა ირინა გუნცაძე საზოგადოებას სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.

გუნცაძე შვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"არ ვიცი როგორ გამოვხატოთ მადლიერება საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ემიგრანტების, ჩვენი ოჯახის მეგობრების, ექიმების, ჟურნალისტების, ომბუდსმენის მიმართ, ამ უდიდესი სოლიდარობისთვის, სითბოსთვის და სიყვარულისთვის.

ჩვენ მეორედ დავიბადეთ!" - წერს გუნცაძე.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღე იმშიმშილა. მან შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის გორის სმახედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.

ამჟამად ხოშტარია "ნიუ ჰოსპიტალშია" გადაყვანილი, სადაც რეაბილიტაციის კურსს გაივლის.