ავტორი:

"როგორც კი მოხდება სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, "ლელო" შეწყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს" - ბადრი ჯაფარიძე

"როგორც კი მოხდება სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, "ლელო" შეწყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს" - ბადრი ჯაფარიძე

როგორც კი მოხდება სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ჩვენ, "ლელო საქართველოსთვის " შეწყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რისკები მოიხსნება, რაც მათი ბოიკოტის მიზეზი იყო.

"რა თქმა უნდა, კრიზისის მიზეზი ბევრია ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს იქნება დიდი ნაბიჯი დეესკალაციისკენ. არის უამრავი უმწვავესი საკითხი, რომელიც ქვეყანას აწუხებს და მოითხოვს გადაჭრას. ჩვენ ამისთვის გავაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.