ავტორი:

ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს

ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს

დეპუტატი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდება ამ გადაწყვეტილების საფუძველი.

"ჩემი პოზიცია დაფუძნებული იყო ექსპერტებთან საუბარზე და გორის კლინიკაში გადაყვანა ამ ვითარებაში გამოსავალია. ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის" - ამბობს ხოშტარია.