ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს ხელი რომ მოკიდო და კანზე გადაუსვა, სულ თეთრია, იფცქვნება ადამიანი" - ეკა ხერხეულიძე

"მიხეილ სააკაშვილს ხელი რომ მოკიდო და კანზე გადაუსვა, სულ თეთრია, იფცქვნება ადამიანი" - ეკა ხერხეულიძე

დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ N18 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ იგი მიხეილ სააკაშვილის მონახულების დროს ჰიპერტონიული კრიზის შემსწრე გახდა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მაღალ წნევებთან ერთად მეხსიერების სერიოზული პრობლემებიც აქვს.

"დღეს მე შევესწარი მის ჰიპერტონიულ კრიზს, რომელსაც დაესწრო ექიმიც. მარტო არ ვყოფილვარ და ეს არ არის მხოლოდ ჩემი ინფორმაცია, ადგილობრივი ექიმი იყო შეშფოთებული. 170/110-ზე დაუფიქსირდა მიხეილ სააკაშვილს წნევა და რაც მთავარია, ამას ვერ გრძნობს თავად. ვერ გრძნობს, რადგან ჩვეულებრივ ნორმად იქცა ის, რომ ყოველ დღე უნდა ჰქონდეს მაღალი წნევა. მითხრა, ხომ ცოტა ცუდად ვარ და თუ შესაძლებელია გავიზომავ წნევას. ავიდა, გაიზომა და ჰქონდა მაღალი წნევა, რაც მისთვის საგანგაშოა, თავად ექიმებიც შეშფოთდნენ, რადგან კარგად ყოფნის შემთხვევაში 120/80-ზეა. მისცეს ერთი აბი "კაპტოპრილი“ და ასე დასრულდა მისი მკურნალობის პროცესი და ეს არ არის ნორმალური. შეშფოთდა ადმინისტრაცია და ახლა გამოიძახეს ექოსკოპია.

უბრალოდ, ადამიანს ხელი რომ მოჰკიდო და კანზე გადაუსვა, არის სულ თეთრი, "იფცქვნება“ ადამიანი. შემიძლია ერთი კონკრეტული მაგალითიც გითხრათ. "როდესაც ნევროპათოლოგმა მითხრა ტესტი, მთხოვა სამი სიტყვის დამახსოვრება მკაფიოდ, 5 წუთში შემეკითხა და მიუხედავად იმისა, რომ თავი ვაიძულე ეს სამი სიტყვა დამემახსოვრებინა, ვერ შევძელი, ძალიან შემრცხვაო“, - ადამიანი ამბობს. მე არ ვიცი მეტი სიმპტომი კიდევ, რა შეიძლება იყოს, რომ უშველონ ამ ადამიანს”, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.