ავტორი:

"ეს არის რეაქცია იმაზე, რომელიც საფრანგეთში მოისმინა სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენ ამბავთან დაკავშირებით" - ბოკერია პრეზიდენტის ბრიფინგზე

"ეს არის რეაქცია იმაზე, რომელიც საფრანგეთში მოისმინა სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენ ამბავთან დაკავშირებით" - ბოკერია პრეზიდენტის ბრიფინგზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება „არაფრისმთქმელი“ იყო.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი საფრანგეთში ვიზიტისას მოსმენილ განცხადებებზე რეაქციაა.

"ეს იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მორიგი, უკეთეს შემთხვევაში რომ ვთქვათ, არაფრისმთქმელი გამოსვლა, რომელიც უდიდესი ალბათობით არის მისი გაგებით რეაქცია იმაზე, რაც უმაღლეს დონეზე საფრანგეთში მოისმინა სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენ ამბავთან დაკავშირებით", - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, კონკრეტულად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინაარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.