სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ტრაპიზონის ლიტერატურულ ფესტივალზე ტარიელ ხარხელაურს უმაღლესი ჯილდო "პოეზიის ცოცხალი ლეგენდის” ორდენი გადაეცა
ტრაპიზონის ლიტერატურულ ფესტივალზე ტარიელ ხარხელაურს უმაღლესი ჯილდო "პოეზიის ცოცხალი ლეგენდის” ორდენი გადაეცა

ტრა­პი­ზონ­ში, რი­გით მე­ხუ­თე ლი­ტე­რა­ტუ­რულ ფეს­ტი­ვალ­ზე, ქარ­თველ პო­ეტს ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­ურს ფეს­ტი­ვა­ლის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო „პო­ე­ზი­ის ცო­ცხა­ლი ლე­გენ­დის” ორ­დე­ნი გა­და­ე­ცა.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ტრა­პი­ზო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბა „UTEF”-ის და შავი ზღვის მწე­რალ­თა კავ­ში­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ტრა­პი­ზონ­ში რი­გით მე­ხუ­თე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი გა­იხ­სნა, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ 18 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის: იტა­ლი­ი­დან, ირა­ნი­დან, ია­პო­ნი­ი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და სხვ.

„აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და გა­მო­ჩე­ნილ ქარ­თველ პო­ეტს ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­ურს მი­ე­ძღვნა. 12 ნო­ემ­ბერს ტრა­პი­ზო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა მიერ სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბის სტა­ტუ­სით მიწ­ვე­ულ­ნი იყ­ვნენ პო­ე­ტი ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი და გო­რის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გი­ორ­გი სო­სი­აშ­ვი­ლი. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალს ტრა­პო­ზო­ნის მერ­მა მუ­რათ ზორ­ლუ­ოღ­ლუმ უმას­პინ­ძლა, რო­მელ­მაც ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თან, ესმა ალა თურ­ქმენ­თან ერ­თად ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­ურს ფეს­ტი­ვა­ლის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო “პო­ე­ზი­ის ცო­ცხა­ლი ლე­გენ­დის” ორ­დე­ნი გა­დას­ცა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გი, არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის თურ­ქულ ენა­ზე მთარ­გმნე­ლი პროფ. ჰა­რუნ ჩიმ­ქე. ტრა­პო­ზო­ნის მერ­მა მუ­რათ ზორ­ლუ­ო­ღუმ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და გო­რის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს, პროფ. გი­ორ­გი სო­სი­აშ­ვილს, ტრა­პი­ზო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ტე­რა­ტუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­და­ჭე­რის­თვის, მისი თქმით თურ­ქე­თის და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებს ტრა­პი­ზო­ნის მე­რი­ის მხრი­დან აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა ხელ­შე­წყო­ბა. მან დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ხა­ტა ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რის მი­მართ, რომ­ლის სა­ხელ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა შეს­ძი­ნა ფეს­ტი­ვალს.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის შემ­დეგ ქარ­თულ დე­ლე­გა­ცი­ას ტრა­პი­ზო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე უმას­პინ­ძლეს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
1

მგონი ბევრად უფრო ღირსეულ ორდენს იმსახურებდა ბ-ნი ტარიელი, ვიდრე ჯერ კიდევ ცოცხალი რომ ხარ ორდენი.

Tamuna
2

Ვულოცავ ჩვენ სასიქადულო პოეტს. კიდევ უფრო მეტ წარმატებას და აღიარებას ვუსურვებ.კიდევ მრავალი წელი გვასიამოვნოს ახალი და ლამაზი ლექსებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ტრაპიზონის ლიტერატურულ ფესტივალზე ტარიელ ხარხელაურს უმაღლესი ჯილდო "პოეზიის ცოცხალი ლეგენდის” ორდენი გადაეცა

ტრაპიზონის ლიტერატურულ ფესტივალზე ტარიელ ხარხელაურს უმაღლესი ჯილდო "პოეზიის ცოცხალი ლეგენდის” ორდენი გადაეცა

ტრაპიზონში, რიგით მეხუთე ლიტერატურულ ფესტივალზე, ქართველ პოეტს ტარიელ ხარხელაურს ფესტივალის უმაღლესი ჯილდო „პოეზიის ცოცხალი ლეგენდის” ორდენი გადაეცა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის საზოგადოება „UTEF”-ის და შავი ზღვის მწერალთა კავშირის ინიციატივით, ტრაპიზონში რიგით მეხუთე ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 18 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის: იტალიიდან, ირანიდან, იაპონიიდან, აზერბაიჯანიდან და სხვ.

„აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალი საქართველოს და გამოჩენილ ქართველ პოეტს ტარიელ ხარხელაურს მიეძღვნა. 12 ნოემბერს ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორთა მიერ საქართველოდან საპატიო სტუმრების სტატუსით მიწვეულნი იყვნენ პოეტი ტარიელ ხარხელაური და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი. ლიტერატურული ფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალს ტრაპოზონის მერმა მურათ ზორლუოღლუმ უმასპინძლა, რომელმაც ფესტივალის ორგანიზატორთან, ესმა ალა თურქმენთან ერთად ტარიელ ხარხელაურს ფესტივალის უმაღლესი ჯილდო “პოეზიის ცოცხალი ლეგენდის” ორდენი გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდა ცნობილი ქართველოლოგი, არაერთი ქართული ნაწარმოების თურქულ ენაზე მთარგმნელი პროფ. ჰარუნ ჩიმქე. ტრაპოზონის მერმა მურათ ზორლუოღუმ მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. გიორგი სოსიაშვილს, ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატული ფესტივალის მხარდაჭერისთვის, მისი თქმით თურქეთის და საქართველოს კულტურული ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით ასეთი აქტივობების განხორციელება ძალზე მნიშვნელოვანია და მსგავს ღონისძიებებს ტრაპიზონის მერიის მხრიდან აუცილებლად ექნება ხელშეწყობა. მან დიდი პატივისცემა გამოხატა ტარიელ ხარხელაურის მიმართ, რომლის სახელმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ფესტივალს.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ქართულ დელეგაციას ტრაპიზონის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე უმასპინძლეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.