სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კიმ ჩენ ინის ამბიციური გეგმა - რამდენიმე კვირით გამქრალი დიქტატორი,  რომელიც ავად ეგონათ,  ახალი შემართებით, "მზის წმინდა ადგილას" გამოჩნდა
კიმ ჩენ ინის ამბიციური გეგმა - რამდენიმე კვირით გამქრალი დიქტატორი,  რომელიც ავად ეგონათ,  ახალი შემართებით, "მზის წმინდა ადგილას" გამოჩნდა

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რი, კიმ ჩენ ინი 12 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­სა­წი­ე­რი­დან გაქ­რა და დღეს ის კა­მე­რე­ბის წინ პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა. ყო­ვე­ლი­ვემ ტრა­დი­ცი­უ­ლად, გა­ა­ჩი­ნა ეჭ­ვე­ბი მისი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ.

სამ­ხრეთ კო­რე­ის დაზ­ვერ­ვის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მიერ ოქ­ტომ­ბერ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს. სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს ვა­შინგტო­ნი - ვა­შინგტონ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო სა­ი­ტის, NK News-ის მი­ხედ­ვით, სა­ტე­ლიტ­მა აჩ­ვე­ნა, რომ კიმ ჩენ ინის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე სახ­ლსა და ფხე­ნი­ა­ნის ტბის პი­რას მდე­ბა­რე სა­სახ­ლე­ში, რომ­ლებ­საც დიქ­ტა­ტო­რი ავად­მყო­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში სტუმ­რობს ხოლ­მე, ბოლო კვი­რებ­ში ხში­რი მი­მოს­ვლა და­ფიქ­სირ­და.

  • სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, კიმ ჩენ ინი 16 ნო­ემ­ბერს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მოჩ­ნდა. ის ჩი­ნე­თის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე ქა­ლაქ სამ­ჯი­ონს ეწ­ვია, რო­მელ­საც თა­ვად "მზის წმინ­და ად­გილს“ უწო­დებს .

ეს ქა­ლა­ქი პექ­ტუს მთის ძირ­ში მდე­ბა­რე­ობს. კიმ ჩენ ინი მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე წმინ­და მთა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც მისი ოჯა­ხის­თვის ის­ტო­რი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლია. ის­ტო­რი­ის თა­ნახ­მად, პექ­ტუ არის მთა, სა­დაც კიმ ჩენ ინის მამა, კიმ ჩენ ირი და­ი­ბა­და. გარ­და ამი­სა, ის იყო დიქ­ტა­ტო­რის ბა­ბუ­ის, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის და­მა­არ­სებ­ლის, კიმ ირ სუნ­გის სამ­ხედ­რო ბაზა. კო­რე­უ­ლი ფოლკ­ლო­რის მი­ხედ­ვით კი პირ­ვე­ლი კო­რე­უ­ლი სა­მე­ფოს და­მა­არ­სე­ბე­ლი დან­გუ­ნი, 4000 წლის წინ სწო­რედ აქ და­ი­ბა­და.

კიმ ჩენ ინი პექ­ტუს მთა­ზე ვი­ზი­ტი­სას. 2019 წ

კიმ ჩენ ინმა შე­ა­ქო ქა­ლა­ქის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი და თქვა,რომ ის 4 წელი ,რაც სამ­ჯი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბას მოხ­მარ­და უჩ­ვე­ნებს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი ხალ­ხის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას და „რკი­ნის ნე­ბას“, რომ თა­ვი­სი გზე­ბით მი­აღ­წი­ონ კე­თილ­დღე­ო­ბას.
კიმ ჩენ ინმა შე­ა­ქო ქა­ლა­ქის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი და თქვა, რომ ის 4 წელი, რაც სამ­ჯი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბას მოხ­მარ­და, უჩ­ვე­ნებს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლი ხალ­ხის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას და "რკი­ნის ნე­ბას“, რომ მი­აღ­წი­ონ კე­თილ­დღე­ო­ბას.

რო­გორც "ინ­დე­ფენ­დენ­თი" წერს, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი გეგ­მა­ვენ სამ­ჯი­ო­ნის ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო­ეთ ალ­პუ­რი რე­გი­ო­ნი გარ­დაქ­მნან, შექ­მნან "სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი უტო­პია" და სურთ, ქა­ლა­ქი გახ­დეს რე­გი­ონ­ში ეკო­ნო­მი­კის კერა.

გა­ნახ­ლე­ბულ ქა­ლაქს ექ­ნე­ბა ახა­ლი სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი, სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, კო­მერ­ცი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრე­ბი.

სამ­ჯი­ო­ნის "კულ­ტუ­რულ-ეკო­ნო­მი­კურ ცენ­ტრად“ გა­დაქ­ცე­ვა დიდი ხა­ნია და­წყე­ბუ­ლია და უფრო მე­ტიც, მშე­ნებ­ლო­ბე­ბი 2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის და­არ­სე­ბი­დან 75 წლის თავ­ზე უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ მშე­ნებ­ლო­ბა პან­დე­მი­ის და კიმ ჩენ ინის ატო­მუ­რი ია­რა­ღის პროგ­რა­მის სან­ქცი­ე­ბის გამო შე­ნელ­და. ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლაქ­ში მშე­ნებ­ლო­ბა წლის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sssss
1

ამას არავინ გააგებინოს საჩხერის განვითარების პროექტი , თორემ პლაგიატობაში დაგვდებს ბრალსს.

ჰაჰაჰა
16

ქოცების ბელადი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

კიმ ჩენ ინის ამბიციური გეგმა - რამდენიმე კვირით გამქრალი დიქტატორი,  რომელიც ავად ეგონათ,  ახალი შემართებით, "მზის წმინდა ადგილას" გამოჩნდა

კიმ ჩენ ინის ამბიციური გეგმა - რამდენიმე კვირით გამქრალი დიქტატორი,  რომელიც ავად ეგონათ,  ახალი შემართებით, "მზის წმინდა ადგილას" გამოჩნდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი 12 ოქტომბრის შემდეგ საზოგადოების თვალსაწიერიდან გაქრა და დღეს ის კამერების წინ პირველად გამოჩნდა. ყოველივემ ტრადიციულად, გააჩინა ეჭვები მისი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.

სამხრეთ კორეის დაზვერვის სააგენტოების მიერ ოქტომბერში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს. საპირისპიროს ამტკიცებს ვაშინგტონი - ვაშინგტონში დაფუძნებული სადამკვირვებლო საიტის, NK News-ის მიხედვით, სატელიტმა აჩვენა, რომ კიმ ჩენ ინის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე სახლსა და ფხენიანის ტბის პირას მდებარე სასახლეში, რომლებსაც დიქტატორი ავადმყოფობის პერიოდში სტუმრობს ხოლმე, ბოლო კვირებში ხშირი მიმოსვლა დაფიქსირდა.

  • სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კიმ ჩენ ინი 16 ნოემბერს საზოგადოების წინაშე გამოჩნდა. ის ჩინეთის საზღვართან მდებარე ქალაქ სამჯიონს ეწვია, რომელსაც თავად "მზის წმინდა ადგილს“ უწოდებს .

ეს ქალაქი პექტუს მთის ძირში მდებარეობს. კიმ ჩენ ინი მახლობლად მდებარე წმინდა მთაზე იმყოფებოდა, რომელიც მისი ოჯახისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილია. ისტორიის თანახმად, პექტუ არის მთა, სადაც კიმ ჩენ ინის მამა, კიმ ჩენ ირი დაიბადა. გარდა ამისა, ის იყო დიქტატორის ბაბუის, ჩრდილოეთ კორეის დამაარსებლის, კიმ ირ სუნგის სამხედრო ბაზა. კორეული ფოლკლორის მიხედვით კი პირველი კორეული სამეფოს დამაარსებელი დანგუნი, 4000 წლის წინ სწორედ აქ დაიბადა.

კიმ ჩენ ინი პექტუს მთაზე ვიზიტისას. 2019 წ

კიმ ჩენ ინმა შეაქო ქალაქის რეაბილიტაციაზე მომუშავე ადამიანები და თქვა,რომ ის 4 წელი ,რაც სამჯიონის მშენებლობას მოხმარდა უჩვენებს ჩრდილოეთ კორეელი ხალხის ერთსულოვნებას და „რკინის ნებას“, რომ თავისი გზებით მიაღწიონ კეთილდღეობას.
კიმ ჩენ ინმა შეაქო ქალაქის რეაბილიტაციაზე მომუშავე ადამიანები და თქვა, რომ ის 4 წელი, რაც სამჯიონის მშენებლობას მოხმარდა, უჩვენებს ჩრდილოეთ კორეელი ხალხის ერთსულოვნებას და "რკინის ნებას“, რომ მიაღწიონ კეთილდღეობას.

როგორც "ინდეფენდენთი" წერს, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელები გეგმავენ სამჯიონის ქალაქის ჩრდილოეთ ალპური რეგიონი გარდაქმნან, შექმნან "სოციალისტური უტოპია" და სურთ, ქალაქი გახდეს რეგიონში ეკონომიკის კერა.

განახლებულ ქალაქს ექნება ახალი საცხოვრებლები, სასტუმროები, სათხილამურო კურორტი, სამედიცინო დაწესებულებები, კომერციული და კულტურული ცენტრები.

სამჯიონის "კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად“ გადაქცევა დიდი ხანია დაწყებულია და უფრო მეტიც, მშენებლობები 2020 წლის ოქტომბერში, მმართველი პარტიის დაარსებიდან 75 წლის თავზე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებლობა პანდემიის და კიმ ჩენ ინის ატომური იარაღის პროგრამის სანქციების გამო შენელდა. ახალი ინფორმაციით, ქალაქში მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

წყარო

მოამზადა: ანა სიბოშვილმა