სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თუკი ვინმეს აინტერესებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ - არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს!" - რატი ბრეგაძე
"თუკი ვინმეს აინტერესებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ - არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს!"  - რატი ბრეგაძე

რო­გორ შე­კი­თხვას სვამთ: "თქვენ ხელს აწერთ მის მკვლე­ლო­ბა­ზე?“ - არა­ვის მკვლე­ლო­ბა­ზე არ ვა­წერ ხელს, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს! - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა რატი ბრე­გა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას.

რო­გორც რატი ბრე­გა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მწი­ფო არის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბით.

"სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბა­დე­ბუ­ლი მო­წო­დე­ბა არ ჰქო­ნია გა­კე­თე­ბუ­ლი, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ მო­უ­წო­და, რომ შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა და თქვენ რო­გორ შე­კი­თხვას სვამთ: "თქვენ ხელს აწერთ მის მკვლე­ლო­ბა­ზე?“- არა­ვის მკვლე­ლო­ბა­ზე არ ვა­წერ ხელს, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს!

ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია მსგავ­სი შე­კი­თხვის დას­მა, ეს თქვე­ნი ნა­რა­ტი­ვი კი არ არის, ეს არის ის, რა­საც ავ­რცე­ლე­ბენ შეგ­ნე­ბუ­ლად, რომ თით­ქოს­და ჩვენ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვკლავთ. ეს არის ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი. თუკი ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებს მისი ჯან­მრთე­ლო­ბა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი ვართ ჩვენ და სა­ხელ­მწი­ფო. ეს სა­ხელ­მწი­ფო ზრუ­ნავს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და მით უმე­ტეს პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე ჩვენ­თვის არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი პრინ­ცი­პი. ახლა, ვინც თქვენ გე­უბ­ნე­ბათ, რომ ეს შე­კი­თხვა დას­ვათ, სწო­რედ მას ვე­კი­თხე­ბი: რა­ტომ მო­უ­წო­დებ­დით, რომ არ შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა თქვე­ნი პირ­და­პი­რი ეთე­რი­დან, იქ­ნებ ამა­ზე გას­ცეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პა­სუ­ხი. ერთხელ მა­ინც თუ მო­უ­წო­დეთ, რომ შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა? ნა­ხეთ, რას მო­უ­წო­დე­ბენ, რომ გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყოს სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში. ერთხელ მა­ინც მო­უ­წო­დეთ, რომ შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტოს? არა! სწო­რედ ამა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. ჩვე­ნი მი­ზა­ნი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი და ამას ამ­ტკი­ცებს ფაქ­ტი - ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ და თხოვ­ნით მივ­მარ­თავთ ყვე­ლა მო­შიმ­ში­ლეს, რომ შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, ამას გვა­ვა­ლებს ჩვენ, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. მსგავ­სი კი­თხვის დას­მა არის ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი, იმი­ტომ, რომ ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა, რისი უფ­ლე­ბაც, ბუ­ნებ­რი­ვია, თქვენ გაქვთ, მაგ­რამ ჩვენ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არა­ვის მივ­ცემთ,“- გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
suliko
2

რა ბედნიერებაა რომ ერთიმეორეზე უძლიერესები მოდიან მთავრობაში. მიხარია რომ ქალბატონ თიას ღირსეული ადგილმონაცვლე ყავს. თუ დასცალდა შეიძლება არამარტო ქალბატონ თიას არამედ თვით ირაკლი კობახიძესაც კი აჯობოს

deswa
17

როგორ მალე დატყობია მინისტრობა, ეს პონჩიკა...სულ ხელფასზე რომ ზის არ ეტყობა..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"თუკი ვინმეს აინტერესებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ - არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს!" - რატი ბრეგაძე

"თუკი ვინმეს აინტერესებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ - არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს!"  - რატი ბრეგაძე

როგორ შეკითხვას სვამთ: "თქვენ ხელს აწერთ მის მკვლელობაზე?“ - არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს! - ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვას.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, სახელმწიფო არის ერთ-ერთი პირველი, ვინც დაინტერესებულია პატიმრის ჯანმრთელობით.

"სტრასბურგის სასამართლოს პირობადებული მოწოდება არ ჰქონია გაკეთებული, სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და თქვენ როგორ შეკითხვას სვამთ: "თქვენ ხელს აწერთ მის მკვლელობაზე?“- არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს!

ყოვლად დაუშვებელია მსგავსი შეკითხვის დასმა, ეს თქვენი ნარატივი კი არ არის, ეს არის ის, რასაც ავრცელებენ შეგნებულად, რომ თითქოსდა ჩვენ მიზანმიმართულად ვკლავთ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. თუკი ვინმეს აინტერესებს მისი ჯანმრთელობა, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ და სახელმწიფო. ეს სახელმწიფო ზრუნავს ყველა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მით უმეტეს პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი. ახლა, ვინც თქვენ გეუბნებათ, რომ ეს შეკითხვა დასვათ, სწორედ მას ვეკითხები: რატომ მოუწოდებდით, რომ არ შეწყვიტოს შიმშილობა თქვენი პირდაპირი ეთერიდან, იქნებ ამაზე გასცეთ საზოგადოებას პასუხი. ერთხელ მაინც თუ მოუწოდეთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა? ნახეთ, რას მოუწოდებენ, რომ გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში. ერთხელ მაინც მოუწოდეთ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს? არა! სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს საზოგადოებამ. ჩვენი მიზანი არის აბსოლუტურად კეთილშობილური და ამას ამტკიცებს ფაქტი - ჩვენ მოვუწოდებთ და თხოვნით მივმართავთ ყველა მოშიმშილეს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და ბუნებრივია, ამას გვავალებს ჩვენ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობა. მსგავსი კითხვის დასმა არის ყოვლად დაუშვებელი, იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რისი უფლებაც, ბუნებრივია, თქვენ გაქვთ, მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ,“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.