სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზელენსკის თქმით, უკრაინის საზღვრებთან 100 ათასი რუსი სამხედროა თავმოყრილი და სავარაუდოდ, ქვეყანაში შეჭრისათვის ემზადება - რას ფიქრობენ დასავლეთში?
ზელენსკის თქმით, უკრაინის საზღვრებთან 100 ათასი რუსი სამხედროა თავმოყრილი და სავარაუდოდ, ქვეყანაში შეჭრისათვის ემზადება - რას ფიქრობენ დასავლეთში?

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი ვი­დე­ო­მი­მარ­თვის დროს გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ზღვრებ­თან 100 ათა­სი რუსი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეა თავ­მოყ­რი­ლი, ანუ, რო­გორც ქვეყ­ნის მე­თა­უ­რის ნათ­ქვა­მი­დან ჩანს, რუ­სუ­ლი დი­ვი­ზი­ე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­სათ­ვის მზად არი­ან. პრე­ზი­დენ­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, უკ­რა­ი­ნის არ­მია მომ­ხვდურ მტერს სა­კად­რის პა­სუხს გას­ცემს, უკ­რა­ი­ნას არა­ვი­სი ეში­ნია, ასე რომ - თუ ომი და­ი­წყე­ბა, სა­პა­ნი­კო არა­ფე­რია.

თა­ვის მხრივ, ამე­რი­კაც, რომ­ლის სამ­ხედ­რო თა­ნამ­გზავ­რე­ბი თვალს ადევ­ნე­ბენ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას, თა­ვის ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებს ატყო­ბი­ნებს, რომ მოს­კო­ვი ისევ ემ­ზა­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში შე­საჭ­რე­ლად - იქ, სა­დაც სა­სან­გრო ომი უკვე რვა წე­ლია გრძელ­დე­ბა. სა­ა­გენ­ტო "ბლომ­ბერ­გის“ ცნო­ბით, იგი­ვე გა­ნა­ცხა­და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მაც. ბევ­რი ანა­ლი­ტი­კო­სიც, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებს იკ­ვლე­ვენ, გარ­კვე­ულ­წი­ლად ეთან­ხმე­ბი­ან ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თვალ­საზ­რისს და ეჭ­ვებს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ სა­ზღვრებ­ზე რა­ღაც არის და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად რა მოხ­დე­ბა, ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბას ერი­დე­ბი­ან.

  • "დეჟა­ვიუ“ უკ­რა­ი­ნუ­ლად?

მო­ას­წა­ვებს თუ არა სა­ზღვრებ­თან ჯა­რე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებს?

კაც­მა რომ თქვას, რუ­სეთს, რო­გორც სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მწი­ფოს, სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი ჯა­რე­ბი გა­და­ად­გი­ლოს - სა­დაც სურს და როცა სურს, თუმ­ცა მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ცხა­დია, მხედ­ვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­თა­რე­ბა, მე­ზობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბი. ანუ ხომ არ ემ­თხვე­ვა ჯა­რე­ბის თავ­მოყ­რა თუ გა­და­ად­გი­ლე­ბა რო­მე­ლი­მე მო­სა­ზღვრე მე­ზო­ბელ­თან რთულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

2014 წლის შემ­დეგ, როცა რუ­სე­თის სა­ტან­კო ბრი­გა­დე­ბი მარ­თლაც შე­ვიდ­ნენ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პე­რი­ო­დუ­ლად გა­ის­მის სა­გან­გა­შო გან­ცხა­დე­ბე­ბი შეჭ­რის შე­სა­ხებ. ბოლო დროს მსგავ­სი პა­ნი­კა იყო მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზა­ფხულ­ზე, როცა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე თავი მო­უ­ყა­რა ათა­სო­ბით სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს და ათო­ბით სამ­ხედ­რო გემი გაგ­ზავ­ნა აზო­ვის ზღვა­ში - ვი­თომ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი სამ­ხედ­რო წრთვნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. მისი მოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან ჰგავ­და მზა­დე­ბას ომის და­წყე­ბი­სათ­ვის, თუმ­ცა ორი­ო­დე კვი­რის შემ­დეგ, უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლის თან­ხმო­ბით, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა სერ­გეი შო­ი­გუმ ჩათ­ვა­ლა, რომ "მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია“.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ "გა­ზა­ფხუ­ლის პა­ნი­კის“ მსგავ­სად, "შე­მოდ­გო­მის პა­ნი­კაც“ მშვი­დად დას­რულ­დეს, მაგ­რამ თუ რუ­სუ­ლი ტან­კე­ბის კო­ლო­ნა უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რე­ბა, მა­შინ სის­ხლი­ა­ნი ხოც­ვა-ჟლეტ­ვა და­ი­წყე­ბა. შე­საძ­ლოა, უფრო ძლი­ერ­მა რუ­სულ­მა ჯარ­მა ბრძო­ლის ველ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვოს, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა "პი­რო­სის გა­მარ­ჯვე­ბა“, რო­მე­ლიც კრემლს ძა­ლი­ან ძვი­რად და­უჯ­დე­ბა: დღე­ვან­დე­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მია ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა იმ "გაძ­ვალ­ტყა­ვე­ბულ“ სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი­სა­გან, რომ­ლე­ბიც და­უ­ფი­ნან­სებ­ლო­ბის გამო 2014 წელს "შიმ­ში­ლობ­დნენ“ და რომ­ლე­ბიც რუ­სებ­მა გა­ა­ცამ­ტვე­რეს. ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის არ­მია ბევ­რად კარ­გად არის აღ­ჭურ­ვი­ლი და მას დონ­ბა­სის სან­გრებ­ში მი­ღე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს.

  • და­სავ­ლე­თის შიში: "ბირ­თვუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა“ უკ­რა­ი­ნის გამო?

რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი "დე­ი­ლი ტე­ლეგ­რა­ფის“ (The Daily Telegraph) სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლი რო­ლანდ ოლი­ფან­ტი წერს, "იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ რუ­სე­თის მო­ტომსრო­ლე­ლი დი­ვი­ზი­ე­ბი კი­ე­ვამ­დე მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას და­ი­კა­ვე­ბენ, მათ დე­და­ქა­ლა­ქი­სა და სხვა მსხვი­ლი ქა­ლა­ქე­ბის აღე­ბა მა­ინც გა­უ­ჭირ­დე­ბათ - უკ­რა­ი­ნის პატ­რი­ო­ტუ­ლად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა თავ­დამ­სხმელ რუ­სებს ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცი­ას კოშ­მა­რად გა­და­უქ­ცევს“.

პროგ­ნო­ზი პროგ­ნო­ზად, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს კარ­გად ეს­მის, რომ მისი ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის ჯა­რის შე­ტე­ვას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას მხო­ლოდ და­სავ­ლე­თის დახ­მა­რე­ბით თუ გა­უ­წევს, მაგ­რამ... ევ­რო­პა და ამე­რი­კა დი­ლე­მის წი­ნა­შე დად­გე­ბი­ან: უკ­რა­ი­ნა ნა­ტოს წევ­რი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, ფორ­მა­ლუ­რად აშშ და სხვა მო­კავ­ში­რე­ე­ბი, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჩათ­ვლით, ვალ­დე­ბულ­ნი არ არი­ან უკ­რა­ი­ნა და­იც­ვან. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ როცა 2014 წელს დონ­ბას­ში ხოც­ვა-ჟლეტ­ვა და­ი­წყო და უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი კი­ნა­ღამ ალ­ყა­შე­მორ­ტყმუ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ (ე.წ "დე­ბალ­ცე­ვოს ქვაბ­ში“), ბა­რაკ ობა­მამ უარი თქვა უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა­ზე - მას ეში­ნო­და, ვა­ი­თუ რუ­სეთ­მა უფრო აგ­რე­სი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა და­ი­წყო­სო.

და­სავ­ლე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი ხში­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ფსი­ქო­ზის შე­დე­გებს, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე უა­რეს სცე­ნარ­საც, მაგ­რამ ომის და­წყე­ბას ისი­ნი გა­მო­რი­ცხა­ვენ. და­სავ­ლე­თი ძა­ლი­ან კარ­გად ხვდე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ნა­ტოს მსხვი­ლი ძა­ლე­ბის გა­დას­რო­ლა ბირ­თვუ­ლი ომის შან­სებს ზრდის. ჰოდა, განა გა­დად­გამს ნა­ბი­ჯებს ამე­რი­კა ნა­ტოს არა­წევ­რის დდა­სა­ცა­ვად, რო­მე­ლიც ამომ­რჩევ­ლმა ისიც არ იცის, თუ სად მდე­ბა­რე­ობს? მაგ­რამ თუ არ გა­დად­გამს, მა­შინ ვა­შინგტო­ნის რე­პუ­ტა­ცია, რო­გორც სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რი­სა, ძა­ლი­ან შე­ირ­ყე­ვა. ალ­ბათ, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და­სავ­ლე­თის წი­ნა­შე მდგარ ამ დი­ლე­მას აა­ნა­ლი­ზებს. თუ იგი ტან­კებს შე­იყ­ვანს, ესე იგი, გა­მო­დის, რომ რუს­მა პრე­ზი­დენ­ტმა ჩათ­ვა­ლა - მისი ამე­რი­კე­ლი კო­ლე­გა ჯო ბა­ი­დე­ნი მში­შა­რაა და შე­სა­ბა­მი­სად, უკ­რა­ი­ნას უშუ­ა­ლოდ არ და­ეხ­მა­რე­ბა. ამით აშშ მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნებს, რომ მი­სის ძალა მოჩ­ვე­ნე­ბი­თია, რუ­სე­თი კი თა­ვის სტრა­ტე­გი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს: შეც­ვლის ევ­რო­პის იმ წეს­რიგს, რო­მე­ლიც "ცივი ომის“ შემ­დეგ შე­იქ­მნა.

ზო­გი­ერ­თი ამე­რი­კე­ლი მკვლე­ვა­რი, მა­გა­ლი­თად, ტედ გა­ლენ კარ­პენ­ტე­რი, ცნო­ბი­ლი კა­ტო­ნის ინ­სტი­ტუ­ტის უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი, თვლის, რომ და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბი (აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ჩათ­ვლით) უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ იქ­ცე­ვი­ან, როცა უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას ია­რა­ღით ამა­რა­გე­ბენ და მას ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში მი­ღე­ბით აი­მე­დე­ბენ. "ჯორჯ ბუ­შის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ წინ­და­უ­ხე­და­ვად ჩა­უ­ნერ­გა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, რომ მისი ქვე­ყა­ნა აშშ-ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­კავ­ში­რეა და რომ ამე­რი­კა და ნატო სა­ქარ­თვე­ლოს აუ­ცი­ლებ­ლად და­ეხ­მა­რე­ბა, ვინ­მეს თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვა­ში... ამე­რი­კამ ქარ­თუ­ლი არ­მია გაწ­რთვნა და შე­ა­ი­ა­რა­ღა, მაგ­რამ, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ყვე­ლა­ფე­რი ხუ­ხუ­ლა­სა­ვით და­ინ­გრა... მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მიხ­ვდა, რომ და­პი­რე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რე­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს და­სა­ცა­ვად რუ­სეთს არ შე­ებ­რძო­ლე­ბა.

მოკ­ლედ, და­სავ­ლელ მკვლე­ვა­რებს უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომი­სა და მისი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­საზ­რე­ბე­ბი გა­აჩ­ნი­ათ.

ამე­რი­კუ­ლი, ბრი­ტა­ნულ, უკ­რა­ი­ნულ და რუ­სულ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
5

მიშას პროგნოზით რუსეთი უკვე ჩამოშლილი უნდა იყოს.

ქეთინო
11

აი რატომ გამოიქცა მიშა საქართველოში. აქ ციხეში ჯდომა ურჩევნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ზელენსკის თქმით, უკრაინის საზღვრებთან 100 ათასი რუსი სამხედროა თავმოყრილი და სავარაუდოდ, ქვეყანაში შეჭრისათვის ემზადება - რას ფიქრობენ დასავლეთში?

ზელენსკის თქმით, უკრაინის საზღვრებთან 100 ათასი რუსი სამხედროა თავმოყრილი და სავარაუდოდ, ქვეყანაში შეჭრისათვის ემზადება - რას ფიქრობენ დასავლეთში?

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 100 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურეა თავმოყრილი, ანუ, როგორც ქვეყნის მეთაურის ნათქვამიდან ჩანს, რუსული დივიზიები, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისათვის მზად არიან. პრეზიდენტი დარწმუნებულია, უკრაინის არმია მომხვდურ მტერს საკადრის პასუხს გასცემს, უკრაინას არავისი ეშინია, ასე რომ - თუ ომი დაიწყება, საპანიკო არაფერია.

თავის მხრივ, ამერიკაც, რომლის სამხედრო თანამგზავრები თვალს ადევნებენ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებულ მდგომარეობას, თავის ევროპელ პარტნიორებს ატყობინებს, რომ მოსკოვი ისევ ემზადება უკრაინაში შესაჭრელად - იქ, სადაც სასანგრო ომი უკვე რვა წელია გრძელდება. სააგენტო "ბლომბერგის“ ცნობით, იგივე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც. ბევრი ანალიტიკოსიც, რომლებიც უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებს იკვლევენ, გარკვეულწილად ეთანხმებიან ოფიციალური პირების თვალსაზრისს და ეჭვებს გამოთქვამენ, რომ საზღვრებზე რაღაც არის დაგეგმილი, მაგრამ კონკრეტულად რა მოხდება, ამის პროგნოზირებას ერიდებიან.

  • "დეჟავიუ“ უკრაინულად?

მოასწავებს თუ არა საზღვრებთან ჯარების კონცენტრაცია საომარ მოქმედებებს?

კაცმა რომ თქვას, რუსეთს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, სრული უფლება აქვს თავის ტერიტორიაზე დისლოცირებული საკუთარი ჯარები გადაადგილოს - სადაც სურს და როცა სურს, თუმცა მსგავს სიტუაციაში, ცხადია, მხედველობაშია მისაღები საერთაშორისო ვითარება, მეზობლებთან ურთიერთობის მდგომარეობა და სხვა გარემოებები. ანუ ხომ არ ემთხვევა ჯარების თავმოყრა თუ გადაადგილება რომელიმე მოსაზღვრე მეზობელთან რთულ დამოკიდებულებას.

2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთის სატანკო ბრიგადები მართლაც შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, პერიოდულად გაისმის საგანგაშო განცხადებები შეჭრის შესახებ. ბოლო დროს მსგავსი პანიკა იყო მიმდინარე წლის გაზაფხულზე, როცა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვარზე თავი მოუყარა ათასობით სამხედრო მოსამსახურეს და ათობით სამხედრო გემი გაგზავნა აზოვის ზღვაში - ვითომდა ტრადიციული სამხედრო წრთვნების განსახორციელებლად. მისი მოქმედება ძალიან ჰგავდა მზადებას ომის დაწყებისათვის, თუმცა ორიოდე კვირის შემდეგ, უმაღლესი მთავარსარდლის თანხმობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ჩათვალა, რომ "მიზანი მიღწეულია“.

არ არის გამორიცხული, რომ "გაზაფხულის პანიკის“ მსგავსად, "შემოდგომის პანიკაც“ მშვიდად დასრულდეს, მაგრამ თუ რუსული ტანკების კოლონა უკრაინაში შეიჭრება, მაშინ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტვა დაიწყება. შესაძლოა, უფრო ძლიერმა რუსულმა ჯარმა ბრძოლის ველზე გამარჯვება მოიპოვოს, მაგრამ ეს იქნება "პიროსის გამარჯვება“, რომელიც კრემლს ძალიან ძვირად დაუჯდება: დღევანდელი უკრაინული არმია ძალიან განსხვავდება იმ "გაძვალტყავებულ“ სამხედრო ქვედანაყოფებისაგან, რომლებიც დაუფინანსებლობის გამო 2014 წელს "შიმშილობდნენ“ და რომლებიც რუსებმა გააცამტვერეს. ამჟამად უკრაინის არმია ბევრად კარგად არის აღჭურვილი და მას დონბასის სანგრებში მიღებული საბრძოლო გამოცდილებაც აქვს.

  • დასავლეთის შიში: "ბირთვული კატასტროფა“ უკრაინის გამო?

როგორც ბრიტანული "დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) სამხედრო მიმომხილველი როლანდ ოლიფანტი წერს, "იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის მოტომსროლელი დივიზიები კიევამდე მდებარე ტერიტორიას დაიკავებენ, მათ დედაქალაქისა და სხვა მსხვილი ქალაქების აღება მაინც გაუჭირდებათ - უკრაინის პატრიოტულად მოტივირებული მოსახლეობა თავდამსხმელ რუსებს ქვეყნის ოკუპაციას კოშმარად გადაუქცევს“.

პროგნოზი პროგნოზად, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ მისი ქვეყანა რუსეთის ჯარის შეტევას წინააღმდეგობას მხოლოდ დასავლეთის დახმარებით თუ გაუწევს, მაგრამ... ევროპა და ამერიკა დილემის წინაშე დადგებიან: უკრაინა ნატოს წევრი არ არის, შესაბამისად, ფორმალურად აშშ და სხვა მოკავშირეები, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, ვალდებულნი არ არიან უკრაინა დაიცვან. გავიხსენოთ, რომ როცა 2014 წელს დონბასში ხოცვა-ჟლეტვა დაიწყო და უკრაინის არმიის ქვედანაყოფები კინაღამ ალყაშემორტყმულები აღმოჩნდნენ (ე.წ "დებალცევოს ქვაბში“), ბარაკ ობამამ უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე - მას ეშინოდა, ვაითუ რუსეთმა უფრო აგრესიული მოქმედება დაიწყოსო.

დასავლელი მოკავშირეები ხშირად განიხილავენ რუსეთის სამხედრო ფსიქოზის შედეგებს, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარსაც, მაგრამ ომის დაწყებას ისინი გამორიცხავენ. დასავლეთი ძალიან კარგად ხვდება, რომ უკრაინაში ნატოს მსხვილი ძალების გადასროლა ბირთვული ომის შანსებს ზრდის. ჰოდა, განა გადადგამს ნაბიჯებს ამერიკა ნატოს არაწევრის დდასაცავად, რომელიც ამომრჩევლმა ისიც არ იცის, თუ სად მდებარეობს? მაგრამ თუ არ გადადგამს, მაშინ ვაშინგტონის რეპუტაცია, როგორც საიმედო მოკავშირისა, ძალიან შეირყევა. ალბათ, ვლადიმერ პუტინი დასავლეთის წინაშე მდგარ ამ დილემას აანალიზებს. თუ იგი ტანკებს შეიყვანს, ესე იგი, გამოდის, რომ რუსმა პრეზიდენტმა ჩათვალა - მისი ამერიკელი კოლეგა ჯო ბაიდენი მშიშარაა და შესაბამისად, უკრაინას უშუალოდ არ დაეხმარება. ამით აშშ მსოფლიოს აჩვენებს, რომ მისის ძალა მოჩვენებითია, რუსეთი კი თავის სტრატეგიას განახორციელებს: შეცვლის ევროპის იმ წესრიგს, რომელიც "ცივი ომის“ შემდეგ შეიქმნა.

ზოგიერთი ამერიკელი მკვლევარი, მაგალითად, ტედ გალენ კარპენტერი, ცნობილი კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თვლის, რომ დასავლელი ლიდერები (აშშ-ის პრეზიდენტის ჩათვლით) უპასუხისმგებლოდ იქცევიან, როცა უკრაინის არმიას იარაღით ამარაგებენ და მას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებით აიმედებენ. "ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ წინდაუხედავად ჩაუნერგა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მისი ქვეყანა აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა და რომ ამერიკა და ნატო საქართველოს აუცილებლად დაეხმარება, ვინმეს თავდასხმის შემთხვევაში... ამერიკამ ქართული არმია გაწრთვნა და შეაიარაღა, მაგრამ, 2008 წლის აგვისტოში ყველაფერი ხუხულასავით დაინგრა... მიხეილ სააკაშვილი მიხვდა, რომ დაპირებების მიუხედავად, რეალურ სიტუაციაში ამერიკა საქართველოს დასაცავად რუსეთს არ შეებრძოლება.

მოკლედ, დასავლელ მკვლევარებს უკრაინა-რუსეთის ომისა და მისი შედეგების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გააჩნიათ.

ამერიკული, ბრიტანულ, უკრაინულ და რუსულ წყაროებზე დაყრდნობით მოამზადა სიმონ კილაძემ