სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"უცნაური ვითარებაა, როდესაც პოლიტიკოსები უფრო აქტიურები არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვიდრე ექიმები" - დავით სერგეენკო
"უცნაური ვითარებაა, როდესაც პოლიტიკოსები უფრო აქტიურები არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვიდრე ექიმები" - დავით სერგეენკო

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რის და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მო­ქა­ლა­ქო და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის კლი­ნი­კის ექი­მე­ბი უნდა შე­ჯერ­დნენ და უც­ნა­უ­რია, რო­დე­საც ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რო­ბენ.

რო­გორც სერ­გე­ენ­კომ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­სი­ცო­ცხლო პა­რა­მეტ­რე­ბი და კვლე­ვე­ბის პა­სუ­ხე­ბი თვლა­დია და ამა­ზე ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"მი­ნი­მუმ უც­ნა­უ­რი ვი­თა­რე­ბაა, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან ამ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ვიდ­რე ექი­მე­ბი და ბევ­რად უფრო მა­ღალ მო­თხოვ­ნებს აყე­ნე­ბენ. მე­ო­რე მო­ცე­მუ­ლო­ბაა ის, რომ ყვე­ლა­ზე გა­დამ­წყვე­ტი მგო­ნია, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ექი­მე­ბი უნდა დას­ხდნენ და შე­ჯერ­დნენ პო­ზი­ცი­ებ­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, რო­გორ სა­სი­ცო­ცხლო პა­რა­მეტ­რე­ბი, ასე­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ-ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი ტეს­ტე­ბის პა­სუ­ხე­ბი არის თვლა­დი და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი. აქ ორ­მაგ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას ვერ გა­ა­კე­თებ. ეს მგო­ნია სწო­რი გზა, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე იზ­რუ­ნონ ექი­მებ­მა და არა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა”,- გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

ამას­თან, სერ­გე­ენ­კომ უპა­სუ­ხა კი­თხვას მო­შიმ­ში­ლე დე­პუ­ტა­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ შიმ­ში­ლო­ბა უნდა შე­წყვი­ტონ და ექი­მებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცენ, რომ პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ა­ჯე­რონ.

"პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი გვერ­დზე უნდა გა­და­ი­დოს და ექი­მე­ბი უნდა შე­ჯერ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ტი­კო­სებს, ვინც სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას ითხო­ვენ, მო­ლო­დი­ნი აქვთ, რომ ამით პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა.

“ის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას ითხო­ვენ, უფრო პო­ლი­ტი­კურ შე­მად­გე­ნელს უყუ­რე­ბენ და მო­ლო­დი­ნი აქვთ, რომ ამ გა­დაყ­ვა­ნით პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა. რა­ტომ ითხო­ვენ სა­მო­ქა­ლა­ქო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას?! - ორად ორი კრი­ტე­რი­უ­მი დარ­ჩა - ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი რე­ზო­ნან­სი და კა­ტე­რი­ზა­ცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რია არ არის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. უამ­რავ კლი­ნი­კა­ში არ არის ეს ორი და თუ სა­ჭი­რო გახ­და, ბევ­რჯე­რაა ეს გზა გავ­ლი­ლი, რო­გორ გა­და­იყ­ვა­ნონ და ჩა­ი­ტა­რონ კვლე­ვა”, - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 46-ე დღეა შიმ­ში­ლობს. მისი სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლო­ბა გუ­შინ და­ი­წყეს პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა - და­ვით კირ­კი­ტა­ძემ, აკა­კი მი­ნაშ­ვილ­მა, თე­მურ ჯა­ნა­ში­ამ, ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვამ, ნიკა მა­ჭუ­ტა­ძემ, გი­ორ­გი გო­დაბ­რე­ლი­ძემ, სულ­ხან სი­ბაშ­ვილ­მა, ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა და აბ­დუ­ლა ის­მა­ი­ლოვ­მა. მა­ნამ­დე პარ­ლა­მენ­ტში შიმ­ში­ლო­ბა "დრო­ას" ლი­დერ­მა, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ და­ი­წყო, რო­მე­ლიც უკვე მე-13 დღეა შიმ­ში­ლობს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯილდა
0

ხაში ჭამე და 100 გრ. დააყოლე. მეც ნახირ ნახირაო

გაბო
8

მიწაზე ფორთხვა,ხალტუხის ჭამა,მოქალაქეობის დათმობა,სახურავზე სირბილი,თმებით თრევა ბარში,საზღვრის უკანონოთ გადაკვეთა,მაცივრით მგზავრობა რძის პროდუქტებთან ერთად,ძალოვანზე ხელის აღმართვა,გინება,დაუმორჩილებლობა. ნაცებო! ნაცებო თქვენი აზრით პრეზიდენტის შესაფერისი საქციელია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"უცნაური ვითარებაა, როდესაც პოლიტიკოსები უფრო აქტიურები არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვიდრე ექიმები" - დავით სერგეენკო

"უცნაური ვითარებაა, როდესაც პოლიტიკოსები უფრო აქტიურები არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვიდრე ექიმები" - დავით სერგეენკო

"ქართული ოცნების” წევრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამოქალაქო და სასჯელაღსრულების კლინიკის ექიმები უნდა შეჯერდნენ და უცნაურია, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკოსები უფრო აქტიურობენ.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, სასიცოცხლო პარამეტრები და კვლევების პასუხები თვლადია და ამაზე ინტერპრეტაციების გაკეთება შეუძლებელია.

"მინიმუმ უცნაური ვითარებაა, როდესაც პოლიტიკოსები უფრო აქტიურები არიან ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ვიდრე ექიმები და ბევრად უფრო მაღალ მოთხოვნებს აყენებენ. მეორე მოცემულობაა ის, რომ ყველაზე გადამწყვეტი მგონია, რომ სამოქალაქო სექტორის და სასჯელაღსრულების ექიმები უნდა დასხდნენ და შეჯერდნენ პოზიციებზე. საბედნიეროდ, როგორ სასიცოცხლო პარამეტრები, ასევე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტესტების პასუხები არის თვლადი და რაოდენობრივი. აქ ორმაგ ინტერპრეტაციას ვერ გააკეთებ. ეს მგონია სწორი გზა, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა”,- განაცხადა სერგეენკომ.

ამასთან, სერგეენკომ უპასუხა კითხვას მოშიმშილე დეპუტატებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათ შიმშილობა უნდა შეწყვიტონ და ექიმებს შესაძლებლობა მისცენ, რომ პოზიციები შეაჯერონ.

"პოლიტიკური საკითხები გვერდზე უნდა გადაიდოს და ექიმები უნდა შეჯერდნენ", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებს, ვინც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, მოლოდინი აქვთ, რომ ამით პოლიტიკური პროცესები გააქტიურდება.

“ის პოლიტიკოსები, რომლებიც სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, უფრო პოლიტიკურ შემადგენელს უყურებენ და მოლოდინი აქვთ, რომ ამ გადაყვანით პოლიტიკური პროცესები გააქტიურდება. რატომ ითხოვენ სამოქალაქო დაწესებულებას?! - ორად ორი კრიტერიუმი დარჩა - ელექტრომაგნიტური რეზონანსი და კატერიზაციის ლაბორატორია არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. უამრავ კლინიკაში არ არის ეს ორი და თუ საჭირო გახდა, ბევრჯერაა ეს გზა გავლილი, როგორ გადაიყვანონ და ჩაიტარონ კვლევა”, - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა გუშინ დაიწყეს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა - დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა და აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-13 დღეა შიმშილობს.