სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა... " - რას წერს პაატა ბურჭულაძე
"მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა... " - რას წერს პაატა ბურჭულაძე

ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლო­ბას გა­მო­ა­ცხა­დებს.

ამის შე­სა­ხებ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა. ბურ­ჭუ­ლა­ძის თქმით, ხვალ ჩა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქვეყ­ნის გვერ­დით დად­გე­ბა.

ბუ­ჭუ­ლა­ძემ მო­უ­წო­და ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შე­უ­ერ­თდნენ.

"მე­გობ­რე­ბო, მე ვიმ­ყო­ფე­ბი უცხო­ეთ­ში და იმ სა­ში­ნე­ლე­ბის ყუ­რე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა აქე­დან კი­დევ უფრო რთუ­ლია. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ხვალ წა­მო­ვი­დე და ჩემი ქვეყ­ნის გვერ­დით დავ­დგე ამ მძი­მე ჟამს. თუკი ახლა არ და­ვა­ნა­ხეთ მთელ მსოფ­ლი­ოს, რომ ის რაც ხდე­ბა რამ­დე­ნი­მე გა­ვე­ლუ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის პო­ზი­ცი­აა და არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, არის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ სა­მუ­და­მოდ და­ი­კე­ტოს ჩვენ­თვის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კარი. ამი­ტომ მი­ვი­ღე მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გა­მო­ვა­ცხა­დო შიმ­ში­ლო­ბა იქამ­დე, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი არ იქ­ნე­ბა გა­დაყ­ვა­ნი­ლი მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ კლი­ნი­კა­ში! ვიდ­რე არ იქ­ნე­ბა მისი სი­ცო­ცხლე გა­დარ­ჩე­ნი­ლი! ხე­ლო­ვა­ნე­ბო, ჩემო კო­ლე­გე­ბო, მწერ­ლე­ბო, მხატ­ვრე­ბო, ვი­საც სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ შე­მო­მი­ერ­თდით, თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლი ის მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბია, რაც ოდით­გან გვა­ერ­თი­ა­ნებ­და ყო­ველ ჩვენ­განს! ჩვენ ვერ გავ­ხდე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მკვლე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ნი!", - წერს Facebook-ზე პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0

ბატონო პაატა ოპერის თეატრის შენობაში შედით და იქ იშიმშილეთ, უფრო უპრიანი იქნება.

ედიკა
0

ამის ნამღერიც შევარცხვინეეეე.........სიმღერა, თავის არსში მოიცავს:სილაღეს, ალალ-მართლობას, სიყვარულით სავსე გულს, სპეტაკ სულს, ასეთნაირი თვისებების მქონე მომღერლები, იძენენ ხალხის სიყვარულს!! და თუ ერთი მადგანიც დაკარგა მომღერალმა! ჯერ, "ბიზნეს"-მომღერლად გადაიქცევა,მერე კი, ნელნელა ხალხის სიყვარულსაც დაკარგავს....p.s. აბა ბატონო პაატა, დანარჩენ, სოლიდურ "პროცენტებს" ვინც ნაცინალების გამო არ შიმშილობს და არც ხმას აძლევს და არც მიშას დაბრუნება უნდა პოლიტიკაში, რა პასუხს აძლევთ???ნელნელა ხომ კარგავთ მათ სიყვარულს, თქვენი ყალბი პათოსის გამო???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა... " - რას წერს პაატა ბურჭულაძე

"მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა... " - რას წერს პაატა ბურჭულაძე

ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას გამოაცხადებს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ბურჭულაძის თქმით, ხვალ ჩამოვა საქართველოში და ქვეყნის გვერდით დადგება.

ბუჭულაძემ მოუწოდა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს სურვილის შემთხვევაში, შეუერთდნენ.

"მეგობრებო, მე ვიმყოფები უცხოეთში და იმ საშინელების ყურება, რაც საქართველოში ხდება აქედან კიდევ უფრო რთულია. ამიტომ გადავწყვიტე ხვალ წამოვიდე და ჩემი ქვეყნის გვერდით დავდგე ამ მძიმე ჟამს. თუკი ახლა არ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ ის რაც ხდება რამდენიმე გაველურებული ადამიანის პოზიციაა და არა ქართველი ხალხის, არის საშიშროება, რომ სამუდამოდ დაიკეტოს ჩვენთვის ცივილიზაციის კარი. ამიტომ მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩამოსვლისთანავე გამოვაცხადო შიმშილობა იქამდე, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იქნება გადაყვანილი მულტიფუნქციურ კლინიკაში! ვიდრე არ იქნება მისი სიცოცხლე გადარჩენილი! ხელოვანებო, ჩემო კოლეგებო, მწერლებო, მხატვრებო, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ შემომიერთდით, თავისუფლება და მოყვასის სიყვარული ის მთავარი ფასეულობებია, რაც ოდითგან გვაერთიანებდა ყოველ ჩვენგანს! ჩვენ ვერ გავხდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილენი!", - წერს Facebook-ზე პაატა ბურჭულაძე.