სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე მარტივ შეკითხვას..." - ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს
"პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე მარტივ შეკითხვას..." - ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს

ყვე­ლა­ფე­რი დღე­სა­ვით ნა­თე­ლია, თუ სა­ქარ­თვე­ლო სა­ხელ­მწი­ფოა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სრუ­ლად უნდა მო­ი­ხა­დოს კუთ­ვნი­ლი სას­ჯე­ლი და მისი უსა­ფუძ­ვლო მო­თხოვ­ნე­ბის გამო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ექი­მე­ბის, პა­ცი­ენ­ტე­ბის თუ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა არა­სა­ჭი­რო რის­კის ქვეშ არ უნდა და­ა­ყე­ნოს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აცხა­დებს.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძე თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, სა­მარ­თა­ლი აღ­სრულ­დე­ბა ყვე­ლა იმ პი­რის მი­მართ, რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი!

"რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხი, ამ თვალ­საზ­რი­სით, დღეს ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ამ თე­მას შე­და­რე­ბით დე­ტა­ლუ­რად შე­ვე­ხე­ბი. კერ­ძოდ, პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს რამ­დე­ნი­მე მარ­ტივ შე­კი­თხვას:

რო­დე­საც უმაღ­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს უმ­ძი­მე­სი ფორ­მით ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბა და ახალ­გაზ­რდა კა­ცის მკვლე­ლებს სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის გზით მფარ­ვე­ლობს, უნდა მო­ი­ხა­დოს თუ არა მან ამ ქმე­დე­ბე­ბის­თვის სას­ჯე­ლი (ასე­თია ორი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრა­ლი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­ა­კაშ­ვილს 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და; ორი­ვე საქ­მის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის; ამას­თან, გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­მაც და­ა­დას­ტუ­რა)? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია: თუ სა­ქარ­თვე­ლო სა­ხელ­მწი­ფოა და სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა მის­თვის ღი­რე­ბუ­ლია - კი

რო­დე­საც ამ და­ნა­შა­ულ­თა გამო მსჯავ­რდე­ბუ­ლი პირი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარს უკა­ნო­ნოდ ჰკვეთს, უნდა მოხ­დეს თუ არა მისი მყი­სი­ე­რი და­პა­ტიმ­რე­ბა? პა­სუ­ხი ამ კი­თხვა­ზეც მარ­ტი­ვია: თუ სა­ქარ­თვე­ლო სა­ხელ­მწი­ფოა და სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა მის­თვის ღი­რე­ბუ­ლია - კი

რო­დე­საც მსჯავ­რდე­ბუ­ლი ყო­ველ­გვა­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე შიმ­ში­ლო­ბას იწყებს და გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს, უნდა და­უკ­მა­ყო­ფილ­დეს თუ არა მას მო­თხოვ­ნა? პა­სუ­ხი აქაც მარ­ტი­ვია: თუ სა­ქარ­თვე­ლო სა­ხელ­მწი­ფოა და სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა მის­თვის ღი­რე­ბუ­ლია - არა.

რო­დე­საც მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას იმი­სათ­ვის ითხოვს, რომ ცი­ხი­დან გა­ვი­დეს და თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებს მისი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შან­სი მი­ე­ცეთ, უნდა დაჰ­ყვეს თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­თხოვ­ნას? პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია: თუ სა­ქარ­თვე­ლო სა­ხელ­მწი­ფოა - არა.

რო­დე­საც მსჯავ­რდე­ბუ­ლი უარს აცხა­დებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ერთი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მე­ო­რე, კლი­ნი­კით აღ­ჭურ­ვილ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე, უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს თუ არა სა­ხელ­მწი­ფომ იძუ­ლე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი მსჯავ­რდე­ბუ­ლის გა­და­საყ­ვა­ნად? პა­სუ­ხი ამ შემ­თხვე­ვა­შიც მარ­ტი­ვია: თუ სა­ქარ­თვე­ლო სა­ხელ­მწი­ფოა - კი

ბო­ლოს, რო­დე­საც მსჯავ­რდე­ბუ­ლის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ითხო­ვენ მისი გა­დაყ­ვა­ნის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად­ვე იცი­ან, რომ ეს კად­რე­ბი არ იქ­ნე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ვი და რო­დე­საც კად­რე­ბის არ­გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­ზე უამ­რავ სიც­რუ­ე­სა და სპე­კუ­ლა­ცი­ას აგე­ბენ, უნდა გა­უ­ზი­ა­როს თუ არა სა­ხელ­მწი­ფომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლის შე­სა­ხებ? პა­სუ­ხი ამ კი­თხვა­ზეც მარ­ტი­ვია - თუ სა­ქარ­თვე­ლო სა­ხელ­მწი­ფოა, რო­მე­ლიც აც­ნო­ბი­ე­რებს სა­კუ­თარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმა­ზე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არა­ვის უნდა შე­აყ­ვა­ნი­ნოს შეც­დო­მა­ში - კი

ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი დღე­სა­ვით ნა­თე­ლია, თუ სა­ქარ­თვე­ლო სა­ხელ­მწი­ფოა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სრუ­ლად უნდა მო­ი­ხა­დოს კუთ­ვნი­ლი სას­ჯე­ლი და მისი უსა­ფუძ­ვლო მო­თხოვ­ნე­ბის გამო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ექი­მე­ბის, პა­ცი­ენ­ტე­ბის თუ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა არა­სა­ჭი­რო რის­კის ქვეშ არ უნდა და­ა­ყე­ნოს.

სა­დაც არ არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, იქ არ არის მშვი­დო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი ამ მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სა­უ­კე­თე­სო დას­ტუ­რია. სა­დაც არ აღ­სრულ­და სა­მარ­თა­ლი დამ­ნა­შა­ვის მი­მართ, პირ­და­პი­რი საფრ­თხე შე­ექ­მნა მშვი­დო­ბას და სტა­ბი­ლუ­რო­ბას, რაც ქვეყ­ნის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი გან­ვი­თა­რე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამას აღა­რა­სო­დეს და­უშ­ვებს! სა­მარ­თა­ლი აღ­სრულ­დე­ბა ყვე­ლა იმ პი­რის მი­მართ, რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი!

ერთ-ერ­თმა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დიდი ხნის ლო­ბის­ტია და ამ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას იმ პე­რი­ოდ­შიც ლო­ბი­რებ­და, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი ადა­მი­ა­ნებს კლავ­და, აუ­პა­ტი­უ­რებ­და, ბიზ­ნესს აყა­ჩა­ღებ­და, და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს იტა­ცებ­და და ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ებს რუ­სეთს აბა­რებ­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი უწო­და. ასეთ ადა­მი­ა­ნებს გვინ­და და­ვუს­ვათ მარ­ტი­ვი კი­თხვა - ცნო­ბენ თუ არა ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოდ? და თუ ცნო­ბენ - მი­აჩ­ნი­ათ თუ არა, რომ სა­მარ­თლი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტია?“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
113

გამოიღვიძეს ნაცტროლებმა! რა სასაცილოები ხართ...

დგ
83

100%

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე მარტივ შეკითხვას..." - ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს

"პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე მარტივ შეკითხვას..." - ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს

ყველაფერი დღესავით ნათელია, თუ საქართველო სახელმწიფოა, მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს კუთვნილი სასჯელი და მისი უსაფუძვლო მოთხოვნების გამო, ხელისუფლებამ ექიმების, პაციენტების თუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების უსაფრთხოება არასაჭირო რისკის ქვეშ არ უნდა დააყენოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს.

როგორც კობახიძე თავის განცხადებაში აღნიშნავს, სამართალი აღსრულდება ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი!

"რადგან სააკაშვილის საკითხი, ამ თვალსაზრისით, დღეს ყველაზე აქტუალურია, ამ თემას შედარებით დეტალურად შევეხები. კერძოდ, პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე მარტივ შეკითხვას:

როდესაც უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირი პარლამენტის წევრს უმძიმესი ფორმით ფიზიკურად უსწორდება და ახალგაზრდა კაცის მკვლელებს საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით მფარველობს, უნდა მოიხადოს თუ არა მან ამ ქმედებებისთვის სასჯელი (ასეთია ორი ოფიციალური ბრალი, რომლის საფუძველზეც სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა; ორივე საქმის შესახებ საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის; ამასთან, გირგვლიანის საქმეში სააკაშვილის ბრალეულობა სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა)? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია - კი

როდესაც ამ დანაშაულთა გამო მსჯავრდებული პირი საქართველოს საზღვარს უკანონოდ ჰკვეთს, უნდა მოხდეს თუ არა მისი მყისიერი დაპატიმრება? პასუხი ამ კითხვაზეც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია - კი

როდესაც მსჯავრდებული ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შიმშილობას იწყებს და განთავისუფლებას ითხოვს, უნდა დაუკმაყოფილდეს თუ არა მას მოთხოვნა? პასუხი აქაც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია - არა.

როდესაც მსჯავრდებული სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას იმისათვის ითხოვს, რომ ციხიდან გავიდეს და თანამზრახველებს მისი განთავისუფლების შანსი მიეცეთ, უნდა დაჰყვეს თუ არა ხელისუფლება მოთხოვნას? პასუხი მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა - არა.

როდესაც მსჯავრდებული უარს აცხადებს სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორე, კლინიკით აღჭურვილ დაწესებულებაში გადაყვანაზე, უნდა გამოიყენოს თუ არა სახელმწიფომ იძულების პროპორციული ზომები მსჯავრდებულის გადასაყვანად? პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა - კი

ბოლოს, როდესაც მსჯავრდებულის თანამზრახველები კატეგორიულად ითხოვენ მისი გადაყვანის ამსახველი კადრების გასაჯაროებას, მიუხედავად იმისა, რომ თავადვე იციან, რომ ეს კადრები არ იქნება სასიამოვნო სანახავი და როდესაც კადრების არგასაჯაროებაზე უამრავ სიცრუესა და სპეკულაციას აგებენ, უნდა გაუზიაროს თუ არა სახელმწიფომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია სიმართლის შესახებ? პასუხი ამ კითხვაზეც მარტივია - თუ საქართველო სახელმწიფოა, რომელიც აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საზოგადოება არავის უნდა შეაყვანინოს შეცდომაში - კი

ასე რომ, ყველაფერი დღესავით ნათელია, თუ საქართველო სახელმწიფოა, მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს კუთვნილი სასჯელი და მისი უსაფუძვლო მოთხოვნების გამო, ხელისუფლებამ ექიმების, პაციენტების თუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების უსაფრთხოება არასაჭირო რისკის ქვეშ არ უნდა დააყენოს.

სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობა - საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამ მარტივი ჭეშმარიტების საუკეთესო დასტურია. სადაც არ აღსრულდა სამართალი დამნაშავის მიმართ, პირდაპირი საფრთხე შეექმნა მშვიდობას და სტაბილურობას, რაც ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების აუცილებელი პირობაა. „ქართული ოცნება“ ამას აღარასოდეს დაუშვებს! სამართალი აღსრულდება ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი!

ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის ლობისტია და ამ პოლიტიკურ ძალას იმ პერიოდშიც ლობირებდა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს იტაცებდა და ქვეყნის ტერიტორიებს რუსეთს აბარებდა, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა. ასეთ ადამიანებს გვინდა დავუსვათ მარტივი კითხვა - ცნობენ თუ არა ისინი საქართველოს სახელმწიფოდ? და თუ ცნობენ - მიაჩნიათ თუ არა, რომ სამართლისა და კანონის უზენაესობა სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია?“ - აღნიშნულია კობახიძის განცხადებაში.